Plasmon
შაქარი და პირის ღრუს ჯანმრთელობა

თარიღი: 14 ოქტომბერი, 2015

თავისუფალი შაქრები სტომატოლოგიური დაავადებების, მაგალითად კბილების კარიესის განვითარების დიდ რისკს წარმოადგენენ. სტომატოლოგიური დაავადებები ფართოდ გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული, ისინი კვლავაც იწვევენ მოსახლეობის ფუნქციურ შეზღუდვას კბილების დაკარგვთა და ტკვილით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მოხმარებული საერთო ენერგიიდან თავისუფალი შაქრის ყოველდღიური მომხარება შეამცირონ არანაკლებ 10%-სა. შემდგომში კი მოხდეს თავისუფალი შაქრების ყოველდღიური მოხმარების 5% -ით შემცირება ანუ დაახლოებით 25 გრ (6 ჩაის კოვზი) ყოვედღიურად, ყოველივე ეს კი ყოველდღიურად ჯანმრთელობის დამატებით სარგებელს იძლევა.

როგორც წესი, თავისუფალი შაქრებს - მონოსაქარიდებსა (მაგალითად, გლუკოზა, ფრუქტოზა) და დისაქარიდებს (მაგალითად, საქაროზა სუფრის შაქარი) ამატებენ საკვებ პროდუქტებსა და სასმელებში. შაქარი ბუნებრივად გვხდება ისეთ საკვებ პროდუქტებში როგორიცაა თაფლი, სიროფი, ხილის წვენები.

არსებობს მტკიცებულებები, რომ თუ მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების ხვედრითი წილი 10%-ს არ აღემატება, მცირდება სხეულის ზედმეტი წონის, სიმსუქნისა და კარიესის რისკი, - უთითებს დოქტორი ფრანჩესკო ბრანკა, ჯანმო-ს კვების დეპარტამენტის დირექტორი.

შაქრების იმ ტიპების შესახებ, რომლებიც რძეში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება, არ არსებობს მტკიცებულებები უარყოფითი გვერდითი ეფექტების შესახებ. 

შაქრების დიდი ნაწილი დღესდღეობით ფარულად შედის ისეთი საკვები პროდუქტების შემადგენლობაში, რომლებიც, როგორც წესი, ტკბილეულად არ განიხილება. მაგალითად, ერთი სუფრის კოვზი „კეტჩუპი“დაახლოებით 4 გრამ შაქარს (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი თავისუფალი შაქარი) შეიცავს. 

მსოფლიოში თავისუფალი შაქრების საკვებად გამოყენება დამოკიდებულია ასაკზე, გარემოსა და ქვეყანაზე. მაგალითად, ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში (უნგრეთი და ნორვეგია) მოზრდილებში თავისუფალი შაქრების გამოყენება საერთო მოხმარებული ენერგიიდან 7-8%-ში მერყეობს, ხოლო ესპანეთსა და დიდი ბრიტანეთში 16-17%-ია. თავისუფალი შაქრების მოხმარება ბავშვებში საკმაოდ მაღალია და იგი 12%-ს შეადგენს.

თავისუფალი შაქრების მოხმარება განსხვავებულია სოფელსა და ქალაქად. სამხრეთ აფრიკაში სოფლის ტიპის დასახლებებში მისი ხვედრითი წილი 7.5%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ქალაქის ტიპის დასახლებებში 10.3 %-ია.

ჯანმ-ს მკაცრი რეკომენდაციით საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების მოხმარება10%-ით უნდა შემცირდეს. მოცემული რეკომენდაცია დამყარებულია ბოლო სამეცნიერო კვლევების მონაცემების ანალიზზე, რომლებიც გვიჩვენებს, რომ მოზრდილები, რომლებიც ნაკლებ შაქარს მოიხმარენ, აქვთ სხეულის მცირე მასა. თავისუფალი შაქრების მოხმარების გაზრდა საკვებში პირდაპირ პროპორციულად იწვევს სხეულის მასის ზრდას. ასევე კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად იყენებენ ტკბილ სასმელებს, სხეულის ზედმეტი წონის და სიმსუქნის განვითარების დიდი რისკი აქვთ.

კვლევებით დადგენილია, რომ თუ საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების გამოყენება 10%-ს აღემატება, კარიესის განვითარების რისკი იზრდება, ხოლო საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების გამოყენების 5%-ით შემცირება ამ რიკს ამცირებს.

მსოფლიოში კარიესი ყველაზე ფართოდ გავრცელებულ არაინფექციურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მის ძირითად მიზეზს შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს.

როდესაც თქვენ მიირთმევთ საკვებს ან სვამთ რაიმე ტკბილ სასმელს, ბაქტერიები (წებოვანი ფენა რომელიც თქვენს კბილებზეა) იკვებება შაქრით და მჟავებით, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ კბილებზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შაქრის ხშირი გამოყენება მჟავების ასეთი შეტევის გახანგრძლივებას იწვევს, რაც შემდგომში კბილების შიდა ფენას აზიანებს.

შაქარი რეაქციაში შედის პირის ღრუს ბაქტერიებთან, წარმოქმნება მჟავა, რომელიც აზიანებს კბილების ემალს, თუ ეს პროცესი მიმდინარეობს ხანგრძლივად და ხშირად, კბილებზე ჩამოყალიბდება ხვრელი, რომელიც შემდგომში მოითხოვს შევსებას, საბოლოოდ კი კბილების ექსტრაქცია ხდება აუცილებელი. თუ გავაკონტროლებთ ტკბილეულისა და ტკბილი სასმელების მოხმარებას, მაშინ ჩვენს კბილებზე ასეთი მჟავა შეტევების რაოდენობა შესაძლებელია შევამციროთ - ამბობს მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის თავჯდომარე დოქტორი ჯიმ ედელსონი.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსახელობის ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყროთ პირის ღრუს მოვლის აუცილებლობაზე: გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ ფტორის შემცველი კბილის პასტით, შეამცირეთ თავისუფალი შაქრების, ანუ შაქრის შემცველი საკვებისა და სასმელების გამოყენება; საკვების მიღების შემდეგ თუ კბილების გახეხვის შესაძლებლობა არ არის, გამოიყენეთ უშაქრო საღეჭი რეზინა.

იცხოვრეთ ჯანსაღად და „გაუღიმეთ ცხოვრებას“ !