თარიღი: 07 თებერვალი, 2019
სიმფენოლი - სიმეთიკონის, კამისა და ცერეცოს ზეთის უსაფრთხო და ეფექტიანი კომბინაცია, შექმნილი სპეციალურად პატარებისთვის, დაბადების პირველივე დღიდან!
რატომ ტირის პატარა, თუ მას არც შია და არც სხვა რამ აწუხებს? ამ კითხვით ახალშობილების მშობლები ხშირად მიმართავენ პედიატრს და მისაგნ სასწაულს ელიან. მეტწილად, ჩვილების ტირილი და დისკომფორტი ისეთი გავრცელებული პრობლემით არის გამოწვეული, როგორიც კოლიკაა. კოლიკის გამომწვევ მიზეზებზე და გადაჭრის გზებზე პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ი. ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, „საქართველოს პედიატრთა აკადემიის“ გამგეობის თავმჯდომარე ქალბატონი მაია ჩხაიძე გვესაუბრა.
მაია ჩხაიძე: ახალშობილებში ხშირია უმიზეზო, პერსისტირებადი ტირილი, რომელიც ძალზე შემაწუხებელი და შემაშფოთებელია მშობლებისთვის. ხშირ შემთხვევაში, ამის მიზეზი ახალშობილთა კოლიკაა. ამ დროს ტირილი პაროქსიზმულია, ხმამაღალი და განსხვავდება სხვა მიზეზით განპირობებული ტირილისაგან. ტირილი, რომელიც არ არის განპირობებული შიმშილით, სველი საფენით ან სხვა მიზეზით, კვირაში საშუალოდ 3 დღე აწუხებს ბავშვს, გრძელდება დღეში 3 სააათი (ან მეტი) და აღენიშნება ჯანმრთელ, 3 თვემდე ასაკის ჩვილს. დეფინიცირდება როგორც კოლიკა. როგორც წესი, კოლიკა თვითლიმიტირებადია, სპონტანურად გაივლის შემთხვევათა 90%-ში, მაგრამ მშობლებისთვის ბავშვის ტირილი დისკომფორტს იწვევს. ისინი აუცილებლად აკითხავენ პედიატრს, რადგანაც აინტერესებთ ტირილის გამომწვევი მიზეზები.
რომელია კოლიკის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები?
კოლიკის ეტიოლოგია უცნობია. შესაძლებელია კოლიკას იწვევდეს გასტროინტესტინალური, ბიოლოგიური ან ფსიქოსოციალური ფაქტორები. გასტროენტეროლოგიურ ფაქტორებში გასათვალისწინებელია კვების რეჟიმი - გადაჭარბებული ულუფით ან არასაკმარისი ულუფით კვება, ბოთლით არასწორად კვება. აგრეთვე, კოლიკის მიზეზი შესაძლებელია ძროხის რძის აუტანლობა იყოს. ასევე, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში დედის კვების რაციონის შემადგენლობა. უნდა გავითვალისწინოთ ლაქტოზის აუტანლობა, ნაწლავთა გაძლიერებული პერისტალტიკა და სხვა. ბიოლოგიური ფაქტორებიდან აღსანიშნავია მომატებული სეროტონინის დონე, დედის მიერ თამბაქოს გამოყენება, მოუმწიფებელი მოტორული რეგულაცია. ფსიქოსოციალური ასპექტებიდან უნდა გავითვალისწინოთ ტემპერამენტი, ჰიპერსენსიტიურობა, დედის დაძაბულობა და ოჯახური სტრესი.
როგორ უნდა მოხდეს კოლიკის მართვა? რა ზომებს უნდა მიმართოს მშობელმა?
ხელოვნური კვების დროს, პირველ რიგში, საჭიროა შეიცვალოს ბოთლით კვების ტექნიკა (Grade 2C). შესაძლებელია ჩვილი გადავიყვანოთ ჰიდროლიზატის ფორმულაზე.(Grade 2C). არ არის რეკომენდებული ძროხის რძის სოიოს რძით ჩანაცვლება. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში დედამ უნდა შეცვალოს კვების რაციონი, ერთი კვირის განმავლობაში მონაცვლეობით უნდა ამოიღოს რძის პროდუქტები, კვერცხი, ნიგოზი და ხორბალი. დააკვირდეს რომელი პროდუქტის ამოღება გააუმჯობესებს მდგომარეობას და გააიშვიათებს კოლიკის შემთხვევებს. კარგ შედეგს იძლევა ბავშვის ჩახუტება და დამშვიდება, თბილ საფენში შეხვევა, თბილი წყლის აბაზანა, მუცლის არეში მსუბუქი მასაჟი. მიუხედავად იმისა, რომ კოლიკა არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, ბავშვისა და მშობლის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხშირად გვიწევს ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ეფექტიანი იქნება როგორც სიმპტომების სწრაფი კუპირებისთვის, ასევე პრევენციისთვის. ხშირად, კოლიკას თან ერთვის სხვა პრობლემებიც, მაგალითად ყაბზობა, აეროფაგია, მეტეორიზმი... ამიტომ, ექიმებს გვიწევს კომბინირებული საშუალებების მოძიება, რომელიც კომპლექსურად დაგვეხმარება პრობლემათა კუპირებაში. როდესაც საქმე ეხება ახალშობილს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. შერჩეული საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უმაღლეს სტანდარტებს. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემი პატარა პაციენტებისათვის არჩევანი შევაჩერე „სიმფენოლზე“ - ევროპულ, კომბინირებულ ბრენდზე. იგი ყველასათვის კარგად ნაცნობი და აპრობირებული სამი მნიშვნელოვანი კომპონენტის: სიმეთიკონის, კამისა და ცერეცოს ზეთის კომბინაციას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ „სიმფენოლი“ შექმნილია სპეციალურად პატარებისთვის, დაბადების პირველივე დღიდან. გარდა იმისა, რომ „სიმფენოლი“ ეფექტიანია კოლიკის კუპირებისა და პროფილაქტიკისთვის, იგი ხელს უწყობს პერისტალტიკის რეგულირებას, საჭმლის მომნელებლი ტრაქტის ფუნქციის გაუმჯობესებას და ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებას. შედეგად კი მცირდება არა მხოლოდ კოლიკის განვითარების რისკი, ასევე ხდება ყაბზობის, აეროფაგიისა და მეტეორიზმის განვითარების პრევენცია. ეფექტი მიღებისთანავე, ძალიან სწრაფად დგება, რაც დადებითად აისახება როგორც ბავშვის, ასევე ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ „სიმფენოლი“ არ შეიცავს ალკოჰოლს, ასპარტამს, გლუტენს, ხელოვნურ კონსერვანტებსა და დანამატებს, შესაბამისად, ხასიათდება უსაფრთხოების მაღლი დონით.