თარიღი: 20 თებერვალი, 2024
რა არის სპირომეტრია და რა ჩივილების დროს ინიშნება აღნიშნული კვლევა?
ადამიანის სასუნთქი სისტემა და კერძოდ, ფილტვები დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე, ასრულებს კოლოსალურ სამუშაოს. სისხლის მეშვეობით ქსოვილები მუდმივად მარაგდებიან ჟანგბადის საჭირო რაოდენობით. სისხლი კი ჟანგბადს სწორედ ფილტვებიდან იღებს. ამიტომ საკმარისი ჰაერის მიღება უმთავრესია ადამიანის სიცოცხლისთვის.
რა არის სპირომეტრია?
სპირომეტრია (ლათ. სპირო ვსუნთქავ, ბერძნ. მეტრეო ვზომავ)
სპირომეტრიით, იგივე გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გაზომვით, ექიმი ადგენს პაციენტის მიერ შესუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობას, რამდენად სწრაფად შეგიძლიათ გამოუშვათ ჰაერი ფილტვებიდან, რამდენად არის შენარჩუნებული თქვენი ბრონქების ელასტიურობა და ა. შ
სპირომეტრიის ჩვენებები:
ქრონიკული ან მორეციდივე ხველა და/ან ნახველი ისპნოე ქოშინი ხმაურიანი სუნთქვა ჰაერის უკმარისობა შრომის უნარის დაქვეითება ამოსუნთქვისა და/ან ჩასუნთქვის გაძნელება მწეველები &გტ; 40 წლის რისკის ფაქტორები როგორიცაა მწეველობა, გენეტიკური და პროფესიული ფაქტორები. ანესთეზიის წინ, კარდიოვასკულური და თორაკალური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე მოსალოდნელ გართულებათა რისკის შეფასება ბრონქო-პულმონური დაავადებების მართვა, სიმძიმის შეფასება კურნალობის ეფექტურობის კონტროლი.
სპირომეტრიული კვლევა ითვლება ოქროს სტანდარტის კვლევად ბრონქული ასთმისა და მწეველის ბრონქიტის (ფქოდ-ი) დიაგნოსტიკაში.
წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი