Plasmon
შშმ-პირის სტატუსის მიღება

თარიღი: 20 სექტემბერი, 2016

ინფორმაცია შშმ-პირის სტატუსის მიღებაზე

შეზღუდული შესაძლებლობის განმარტება კანონით:
შესაძლებლობების შეზღუდვა არის დაავადების,ტრავმის ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედითუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება მისი სოციალური დაცვა.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის მეთოდი:
კანონმდებლობით დადგენილი შშს-ს დადგენის ინსტრუქციის მიხედვით სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ირჩევს სამედიცინო დაწესებულებებს რომელსაც ანიჭებს გარკვეული ვადით(2 წლით) უფლებას ჩაატარონ შეფასება, ექსპერტიზა და სხვადასხვა ვადით დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსი. ინსტრუქციაშივე მოცემულია ნუსხა იმ ანატომიური და გონებრივი დეფექტების რომლებიც შეიძლება გახდეს მიზეზი სტატუსის მინიჭების.

არასრულწლოვან ბავშვისთვის სტატუსის მინიჭება:
სამედიცინო დაწესებულებას რომელსაც უფლება აქვს განსაზღვროს მიანიჭოს სტატუსი შშ-პირებს უფლება აქვთ არასრულწლოვან ბავშვს მიანიჭონ სტატუსი 2 წლით,5 წლით ან 18 წლამდე ერთჯერადად ეს განისაზღვრება იმ პათოლოგიური მდგომარეობის სიმძიმის, რეააბილიტაცია გაუმჯობესების პროცესებიდან გამომდინარე რომელშიც შშმ-პირი იმყოფება.

ექსპერტის შემდეგ ვის უნდა მივმართოთ:
პენსიის დანიშვნისთვის აუცილებელია შშმ-პირმა მიაკიტხოს სოციალური სააგენტოს იმ რაიონულ ცენტრს სადაც არის დარეგისტრირებული და განცხადება შეითანოს რაიონული ცენტრის უფროსის სახელზე.

სოც. მომსახურების სააგენტოში წარსადგენი საბუთების სია:
1. პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად.
2. სამედიცინო საწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.
3. საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმონა ასლთან ერთად.
4. მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. შშმ-პირი ბავშვის შემთპიხვევაში-ბავშვის დაბადების მოწმობა ასლთან ერთდ.

სახელმწიფო სოც. დახმარების პერსიის ფინანსური ოდენობა:
1. პირველი ჯგუფის შშმ პირი(მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა)-150 ლარი 
2. მეორე ჯგუფის შშმ პირი(მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა)-100 ლარი
3. მესამე ჯგუფის შშმ პირი(ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა)-70 ლარი(ამ ჯგუფის შშმ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიშნება ფინანსური ბენეფიტი თუ მისი დაავადება საკანონმდებლო დეფექტების ნუსხაშია შესული)

იმ სოციალურ სამედიცინო დეფექტების სია რომლების მიხედვითაც გაიცემა შშმ-პირის სტატუსი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
18 წლამდელი ბავშვები- http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1102.pdf
ზრდასრულები- http://www.parliament.ge/files/1412_23906_543596_statusisgansazRvrisshesaxeb_final.doc
იქიდან გამომდინარე რომ საექსპერტიზო დაწესებულებების შერჩევა ხდება ყოველ 2 წელიწადში და მისამართები მუდმივად ცვალებადია გთხოვთ მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505