Plasmon
ტერფის თანდაყოლი ან შეძენილი პათოლოგია

თარიღი: 09 დეკემბერი, 2020

ტერფის თანდაყოლი ან შეძენილი პათოლოგია. მათი მკურნალობა ორთოპედიული საშუალებების გამოყენება ბავშვთა ასაკში 

ტერფი როგორც ორგანო შედგება ბიომექანიკურად რთული ანატომიური კომპონენტებისგან. მის შემადგენლობაში შედის 26 ძვალი, 42 კუნთი და მრავალი იოგოვანი გადაბმა, რომლის მეშვეობითაც ხდება ტერფის სწორი ფუნქციონირება.

ბავშვთა ასაკის თანდაყოლილ ერთ-ერთი უხშირეს პათოლოგიას წარმოადგენს ტერფის ექვინოვარუსული დეფორმაცია, მისი მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში კონსერვატიულია-კორექცია ხდება ეტაპობრივად თაბაშირის ნახვევებით. (პონცეტის მეთოდი) რთული დეფორმაციის შემთხვევაში საჭირო ხდება აქილევსის მყესის ტენოტომია-ჩაჭრა აღნიშნული მკურნალობის გაგრძელება ხდება გამზიდავი ორთოპედიული ბრეისის გამოყენებით გარკვეული ვადით.

შეძენილი დაავადებებიდან აღსანიშნავია ქუსლის ძვლის ოსტეოქონდროპათია (შინცის დაავადება), რომლის მიზეზს წარმოადგენს ქუსლის აპოფიზის ადექვატური სისხლის მიმოქცევის მოშლა.  გვხვდება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში (8-10წ. გოგონები. 10-14წ ბიჭები). ხშირია აქტიურ სპორტსმენებში, მოცეკვავეებში.

ახასიათებს შემდეგი ჩვილები:
- ქუსლის მიდამოს ტკივილი
- სიარულის გაძნელება-კოჭლობა
- შეშუპება

დიაგნოსტირება ხდება რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე.
მკურნალობის პროცესში დამხმარე საშუალებას წარმოადგენს ორთოპედიული სილიკონის განმტვირთავი ჩანართები.

 

ტერფის ვალგუსური დეფორმაცია- pes valgus  სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გამოვლინდება დაახლოებით 3-6 წლის ბავშვებში. მისი ნიშნებია ტერდის შიდა ზედაპირის თაღის დაწევა ქვემოთ. ქუსლი თითებთან ერთად გადახრილია ლატერალურ გარეთა მხარეს.

დროული გამოვლინების შემთხვევაში კონსერვატიული მკურნალობის დროს საკმაოდ კარგი შედეგიანობით გამოირჩევა და  პრიორიტეი ენიჭება გერმანული კომპანია ბაუერფეინდის (Bauerfeind® Junior Foot Orthosis) ღაბაშებს.

 

ბრტყელტერფიანობა pes planus-დიაგნოზი რომელსაც ხშირად გაიგონებთ ბავშვთა ორთოპედთან ვიზიტის დროს. ტერფის ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე გამოყოფენ განივ, სიგრძივ და კომბინირებულ ბრტყელტერფიანობას. თანდაყოლილს და შეძენილს. ხოლო გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია:
- ჭარბი წონა, სიმსუქნე;
- მჯდომარე ცხოვრების წესი, დაბალი ფიზიკური დატვირთვა;
- კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობა;
- არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;
- ფეხსაცმლით ზედმეტად  ხანგრძლივი  სიარული (ბავშვმა მეტი დრო უნდა გაატაროს ფეხშიშველი);
- გადატანილი დაავადებები (რაქიტი, პოლიომიელიტი, ცერებრალური დამბლა)
- ტრავმები (ფეხის, ტერფის მოტეხილობები).

არა საოპერაციო, ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში გამოიყენება ორთოპედიული ღაბაშები რომლებიც შეიძლება იყოს საპროფილაქტიკო და სამკურნალო. მათი სწორი შერჩევაც ხდება ტერფის ანაბეჭდის აღების ან ოპტიკო-ელექტრონული პლანტოგრაფის დასკვნის საფუძველზე. მკვეთრი დეფორმაციის შემთხვევაში კეთდება დამატებითი ტერფების რენტგენოლოგიური ან CT კვლევა ტერფის დატვირთვის პროცესში. საპროფილაქტიკო სუპინატორი შეირჩევა მხოლოდ ბავშვთა  ორთოპედის მიერ. ასევე ამ შემთხვევაშიც უპირატესობა ენიჭება ხარისხიანი და სწორი ტერფის ბიომექანიკური თვისებებიდან გამომდინარე შექმნილ ღაბაშებს, როგორიცაა გერმანული კომპანია ბაუერფეინდი-Bauerfeind®.


დამხმარე საშუალების მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ტერფის სამკურნალო ვარჯიშები, რომლიც ენიშნება პაციენტს იდივიდუალურად, ორთოპედიული საშუალებებიდან კარგ შედეგებს იძლევა ტერფის მასაჟორი ბალიში და გასაფენი ხალიჩები.

 

მშობლებო! იყავით ყურადღებით, გაიარეთ კონსულტაცია ბავშვთა ორთოპედთან რათა მოახდინოთ დროული გამოვლინება და რეაგირება,  უკეთესი და კეთილსაიმედო შედეგისთვის!  გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარებს ჯანმრთელობას!