ურტიკარია (ჭინჭრის ციება)
თარიღი: 17 თებერვალი, 2025
ჭინჭრის ციება გამოწვეულია იმუნოგლობულინ E-ს და არაიმუნოგლობულინ E-ს შუამავლობით, ასევე ჰისტამინის და სხვა ანთებითი მედიატორების გამონთავისუფლებით პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან.
მწვავე ჭინჭრის ციება გრძელდება 6 კვირამდე, ხოლო ქრონიკული 6 კვირაზე მეტხანს.
ქრონიკული ჭინჭრის ციების 80-90% უცნობი მიზეზით ვითარდება. ასეთ შემთხვევებში სპეციალური ლაბორატორიული კვლევები შეზღუდულად ტარდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პაციენტის ისტორია ან გასინჯვის შედეგები კონკრეტულ მიზეზზე მიანიშნებს.
იმუნოგლობულინ E-ით განპირობებული ურტიკარიიის შესაძლო მიზეზებია:
- კვებითი ალერგენები
- კონტაქტური ალერგენები
- ინსექტური ალერგენი (მწერის ნაკბენი)
- მედიკამენტური რეაქცია
- პარაზიტებით ინფიცირება
არაიმუნოგლობულინ E-ით განპირობებული ურტიკარიის შესაძლო მიზეზებია:
აუტოიმუნური დაავადებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ქრონიკული ჭინჭრის ციების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზს (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, კრიოგლობულინემია, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება).
- ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები
- ვასკულიტები
- ლიმფომა
- არაიმუნოლოგიური მექანიზმებით განპირობებული ურტიკარიის შესაძლო მიზეზებია:
- არაიმუნოლოგიური მექანიზმებით განპირობებული ურტიკარიის შესაძლო მიზეზებია:
- კონტაქტური ალერგენები
- კვებითი ფსევდოალერგენები (ჰისტამინოლიბერატორი პროდუქტები)
- ფიზიკური ფაქტორები: მზის სხივები, სიცივე, სითბო, ვიბრაცია, ზეწოლა
- სხეულის ტემპერატურის მატება (ქოლინერგული ურტიკარია)
- წყლის ზემოქმედება (აქვაგენული ურტიკარია)
- მასტოციტოზი
- მედიკამენტები (მასტოციტების პირდაპირი დეგრანულაცია)
მკურნალობის შერჩევა არის ინდივიდუალური ყველა პაციენტისთვის და ხდება ექიმის მიერ.