იმისათვის, რომ თქვენი იმუნური სისტემა მზად იყოს ვირუსისა და ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად, საჭიროა საკმაოდ მარტივი ქმედებები:
შეეცადეთ სრულყოფილად მოაგვაროდ უძილობის პრობლემა, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია დღე-ღამეში 7-9, ხოლო ასაკოვანი ადამიანებისათვის 7-8 საათიანი ძილი, თინეიჯერებისთვის 10-11 სთ - ძილის დროს, სხეულის რეგენერაციის პროცესი, მეტად სრულყოფილი ხდება და მეტად მზადყოფნაშია ახალ პრობლემასთან საბრძოლველად
მიირთვით ყველაზე მრავალფეროვანი საკვები, რათა მიიღოთ ყველა საჭირო საკვები ნივთიერება და ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია სხეულის იმუნური რეაქციების კარგი ეფექტურობისთვის და უშფოთველი ძილისთვის
დაიცავით ძილის ხელშემწყობი ფაქტორები არსებულ გარემოში - სუფთა ჰაერი, თქვენთვის კომფორტული ტემპერატურა საძინებელში და ძილის წინ მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება
ერთ - ერთი უძველესი და გამოცდილი მეთოდი უძილობასთან ბრძოლაში არის ფიტოთერაპია (ფიტოთერაპია (ბერძ. “phyton” - მცენარე, “therapeia” მკურნალობა) - იგი სამკურნალო მცენარეებისა გამოყენებას გულისხმობს. რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო ამ პრობლემის და მასთან დაკავშირებული უარყოფითი გავლენის მოგვარების საკითხს, არამედ აგიმაღლებთ განწყობას და სრულიად სხვა თვალით დაგანახებთ ხვალინდელ დღეს!
ამის მაგალითია ისეთი კომპონენტები, როგორიცაა:
გვირილა - ხასიათდება შფოთვის, შიშის დასაძლევად, უძილობის პრობლემის მოსაგვარებლად
სერენზო - ნატურალური კომპონენტია, რომელიც მიიღება ფორთოხლისა და გუმი არაბიკასაგან. ხასიათდება დამამშვიდებელი ეფექტით, ხელს უწყობს ხანგრძლივი სტრესით გამოწვეულ გონებრივ და ფიზიკურ სიჯანსაღეს
ცაცხვი - ხასიათდება საძილე ეფექტით და სპაზმოლიზური მოქმედებით