თარიღი: 13 დეკემბერი, 2019
ვასეირნოთ თუ არა ბავშვები ძლიერი ყინვის დროს?
სეირნობა რომ აუცილებელი და სასარგებლოა, ამაზე ყველა თანხმდება. აუცილებელია, რომ მშობლებმა განსაზღვრონ როდის, რა პირობებში და სად უნდა ასეირნონ ბავშვები.
ჩვენს ქვეყანაში, განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან, ყინვა არც ისე ხშირად გვაწუხებს. შესაბამისად ჩვენი ორგანიზმი არ არის მიჩვეული ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას.
როგორც გამოცდილი პედიატრები გვირჩევენ, არ არის აუცილებელი ვითამაშოთ გმირი მშობლების როლი და ექსტრემალურ პირობებში ბავშვები გარეთ გავასეირნოთ.
ძლიერი ყინვის შემთხვევაში თუ ბავშვს თუნდაც ერთი კვირა არ გაასეირნებთ, ამით არაფერი დაშავდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი ამინდის დროს მშობლები ბავშვებს გარეთ ეტლით ასეირნებენ. პატარები თავს მეტნაკლებად თბილად, ქარისგან დაცულად და კომფორტულად გრძნობენ, მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხანი გრძელდება. თუ ბავშვს არ აქვს მოძრაობის საშუალება, ისიც მალე გაიყინება და დაემსგავსება ეტლზე ხელებმიყინულ დედიკოს ან მამიკოს.
გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილებს ჯანმრთელი და ხალისიანი მშობლები სჭირდებათ.
თუ მაინც გადაწყვეთ სეირნობას აუცილებლად გაითვალისწინეთ!
- დაიმახსოვრეთ, როდესაც ყინავს, ტანსაცმლით ბავშვის გადახურება შეუძლებელია. ზედმეტი სითბო იკარგება სუნთქვის დროს. ამიტომ ყინვაში ბავშვებს თბილად უნდა ეცვათ.
- აკონტროლეთ ბავშვი, შეუმოწმეთ ხელები და ცხვირი. გამოიყენეთ ყინვისგან დამცავი მალამოები.
- სახლიდან გასვლამდე ბავშვს ცხვირი გამოუწმინდეთ და გაძნელებული სუნთქვის შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური წვეთები.