Nuk
ხველა – რეფლექსი, რომელიც გვიცავს

თარიღი: 22 მარტი, 2022

სად შევიძინოთ ფლავამედი

 

ხველარეფლექსი, რომელიც გვიცავს და სიმპტომი, რომელსაც მკურნალობა სჭირდება

 

მიზეზები, თვისებები და მკურნალობის გზები

დღეს, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის და ერთი წამოხველებაც კი გვანერვიულებს, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იწვევს ხველას, როდის უნდა ავღელდეთ და როგორ უნდა ვიმკურნალოთ ყველაზე მარტივად და ეფექტურად.

 

მარტივად რომ აგიხსნათ, ხველა არის რეფლექსი, რომელიც სხეულის სპონტანურ, ავტომატურ რეაქციას გამოხატავს და ისეთივე ბუნებრივია, როგორც ცემინება და თვალის დახამხამება. ხველის დროს სასუნთქ გზებში იჭრება გამღიზიანებელი, რომელსაც ნერვები მაშინვე აფიქსირებს და თავის ტვინში განგაშს აგზავნის, პასუხად კი იღებს კუნთების რეაქციას, რაც სველი ან მშრალი ხველის მიზეზი ხდება.

ნორმალურ მდგომარეობაში, ხველა სასუნთ გზებს ასუფთავებს ისეთი გამღიზიანებლებისგან, როგორიცაა, მაგალითად, მტვერი, ზედმეტი ლორწო და სხვა. ზოგადად კი, ხველა არის ჩივილი, რომლითაც ექიმს ყველაზე ხშირად მივმართავთ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან გამომწვევი მიზეზი ბევრია, გართულება კიმარტივი.

ხასიათითა და თვისებებით, ხველა სხვადასხვანაირია. მაგალითად, შეიძლება იყოს მშრალი ან სველი, მწვავე ან ქრონიკული, სპაზმური ან ნორმალური. ეს ყველაფერი კი გამომწვევ მიზეზებსა და გართულების ხარისხზეა დამოკიდებული. ყველაზე ხშირად, ეს მიზეზი ზემო სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციაა, რომელსაც ჩვენ ხშირადგაციებადმოვიხსენიებთ, სინამდვილეში კი მსუბუქად მიმდინარე რინო-ფარინგიტს, ტრაქეიტს ან რინო-სინუსიტს ვგულისხმობთ. ასეთ დროს ვახველებთ საშუალო სიხშირით, გვაქვს მცირე ნახველი, გვაწუხებს სურდო და სხეულის მომატებული ტემპერატურა. ამგვარგაციებასყელის ტკივილიც ახასიათებს. თუმცა, თუ ყურადღებით ვიქნებით, ბევრ სითხეს მივიღებთ და ჩვენს ორგანიზმს შესაბამისი მედიკამენტით მივეხმარებით, 5-10 დღეში ყველა სიმპტომი გაივლის. მაშინ კი, თუ ხველა 2-3 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდება, ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები გარდაუვალი გახდება. თუმცა, ყველა შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ვმკურნალობთ არა ხველას, არამედ იმ მიზეზებსა და დაავადებებს, რაც მას იწვევს.

ხველის ასეთივე ხშირად გავრცელებული მიზეზებია ბაქტერიები, ალერგიები, თამბაქოზე დამოკიდებულება, ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობა და ემოციური ფონიც კი. გრიპით გამოწვეულ ხველას ჯერ სიმშრალე, შემდეგ კი ჩირქიანი ნახველი ახასიათებს. მწვავე ბრონქიტის დროს სუნთქვის პრობლემები და გამჭვირვალე ფერის ნახველი ჩნდება, პნევმონიის დროს კი ხშირია ტკივილი ფილტვის არეში და წითური შეფერილობის ნახველითუ ხველას თან ახლავს სისხლიანი ან ჩირქიანი ნახველი, ტემპერატურა და/ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, ეს ნიშნავს, რომ ექიმთან ვიზიტის გადადება აღარ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ .. სველი ხველა გაწუხებთ სწორი მედიკამენტით პრობლემის მოგვარებას თავადაც შეძლებთ. სველ ხველაში ვგულისხმობთ პროდუქტიულ ხველას, რომელსაც თან ახლავს ნახველის გამოყოფა. იმისათვის, რომ ხველა არ გახდეს შემაწუხებელი, დამაუძლურებელი და დამთრგუნველი, აუცილებელია ამოხველების პროცესს ხელი შევუწყოთ და სველი ხველა წამლის დახმარებით გავახშიროთ. ეს სასუნთქ გზებს ნახველისგან გაათავისუფლებს და ხელს შეუშლის დაავადების შემდგომ განვითარებას. ხველის საწინააღმდეგო საშუალებების დამოუკიდებლად მიღება შეიძლება არაუმეტეს 4-5 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ამ დროის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან უფრო გაუარესდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

რომ შევაჯამოთ, რეკომენდაციები ასეთია:

- განსაზღვრეთ, ხველა მშრალია თუ სველი (პროდუქტიული თუ არაპროდუქტიული, ნახველიანი თუ ნახველის გარეშე);
- განსაზღვრეთ, რომელი დაავადების სიმპტომია ხველა და რამ გამოიწვია მისი გახშირება;
- თუ ხველა მშრალი და ხშირია და პარალელურად ტკივილსაც იწვევს, ექიმთან ვიზიტი აღარ გადადოთ;
- არ გადადოთ ვიზიტი მაშინაც, თუ მედიკამენტების მიღების მიუხედავად, ხველა 2-3 კვირაზე მეტ ხანს გრძელდებათუ ხველა სველია, მაშინ აუცილებლად მიიღეთ მედიკამენტი, რომელიც ნახველის გათხელებას დაეხმარება და მის ამოხველებას გაამარტივებს;
- დაბოლოს, ყველა შემთხვევაში, მიიღეთ ბევრი თბილი სითხე, დაუმეგობრდით თაფლსა და ლიმონს და შეიქმენით გარემო, რომელიც გამოჯანმრთელებაში განწყობითაც დაგეხმარებათ

 

სად შევიძინოთ ფლავამედი