ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის X ეროვნული კონგრესი
ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის X ეროვნული კონგრესი
                                    მისამართი: ქ. თბილისი, სასტუმრო "Radisson Blu Iveria" 
                                    თარიღი: 15/07/2018 
                                    
საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ეგიდით ქ. თბილისში, სასტუმრო "Radisson Blu Iveria-ში" ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
- ასთმის, ფქოდ-ისა და რესპირაციული ალერგიის VI ევროპული კონგრესი;
- ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის X ეროვნული კონგრესი;
- საერთაშორისო სკოლა/კონფერენცია -  "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში:
იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ";
კონგრესის მხარდამჭერი გახლდათ ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“. 
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩვენი კომპანიის ახალ პრეპარატებს და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კითხვით მიემართათ ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ თანამშრომლებისთვის.
ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და მომხსენებლებს საინტერესო და პროდუქტიული ღონისძიების ჩატარებისთვის.