Plasmon
ალერგია სეზამზე

თარიღი: 10 თებერვალი, 2025

სეზამის ალერგია არის კვებითი ალერგია სეზამის თესლზე ან სეზამის ზეთზე, რომელსაც სეზამის მცენარისგან ვიღებთასეთ დროს იმუნური სისტემა რეაგირებს სეზამზე, თითქოს ის მავნე ნივთიერებაა და ცდილობს მის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს იწვევს ალერგიულ რეაქციას.

სეზამის ალერგია აშშ-ში ყოველი 1000 ადამიანიდან 2-ს აწუხებს, რაც მას მეცხრე ადგილზე აყენებს ყველაზე გავრცელებულ კვებით ალერგენებს შორის. როგორც ჩანს, სეზამის მიმართ ალერგია გახშირდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამიტომ ის შეემატა 8 ყველაზე ალერგიულ საკვებ ალერგენს და დიდი რვიანი სეზამის გამო დიდ ცხრიანად შეიცვალა.

სეზამის ალერგიის მქონე ბავშვების დაახლოებით 20%-დან 30%-ი 6 წლის ასაკი
თვის გადალახავს მას. ზოგიერთი ადამიანისთვის კი ეს ალერგია ცხოვრების ბოლომდე დარჩება. ასევე სეზამის მიმართ ალერგია შესაძლებელია განვითარდეთ ზრდასრულ ასაკში.

სეზამი ითვლება თესლად და არა თხილეულად. თხილი არის ხმელი ხილი, რომელსაც აქვს ერთი თესლი და მყარი ნაჭუჭი, როგორც კაკალი. სეზამის ალერგიის მქონე ადამიანები ზოგჯერ ალერგიულები არიან სხვა თესლებისა და თხილეულის მიმართაც.

როდესაც სეზამის ალერგია გაქვთ, თქვენი იმუნური სისტემა ზედმეტად რეაგირებს სეზამზე. ის ათავისუფლებს ანტისხეულებს, რომელსაც ეწოდება იმუნოგლობულინი E (IgE)
 კონკრეტულად ამ პროტუქტის მიმართ. თუმცა ბოლო კვლევებით ვლინდება, რომ ანაფილაქსიური რეაქცია შეიძელბა გამოიწვიოს, როგორც სეზამის ცილამ, ისე სეზამის ცხიმმაც (არა-IgE-ით განპირობებული დაუყოვნებელი ტიპის რეაქცია), ხოლო სეზამში არსებულმა უცნობმა ალერგენმა გამოიწვიოს მწვავე საკვები პროტეინით ინდუცირებული ენტეროკოლიტის სინდრომი ან ეოზინოფილური ეზოფაგიტი. სეზამზე შესაძლებელია არა-IgE-ით განპირობებული დაყოვენბული ტიპის ჰიპერმგრძნობელობაც გამოვლინდეს ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სახით.

როდესაც სეზმის მიმართ მგრძნობიარე პაციენტები მიირთმევენ თუნდაც მცირეოდენ სეზამს, მათი იმუნური სისტემის მიერ ხდება გამოანთვისუფლება ჰისტამინისა და სხვა ნივთიერებების, რომლებიც იწვევენ ანთებას ისეთ ადგილებში, როგორიცაა კანი, თვალები, ფილტვები, ხორხი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და სხვ., რაც იწვევს სეზამის ალერგიის სიმპტომებს.

მეცნიერები არ არიან დარწმუნებულები, რატომ უვითარდება ზოგიერთ ადამიანს კვებითი ალერგია, მაგრამ ალერგია ხშირად მემკვიდრულია. ასევე თუ თქვენ გაქვთ სხვა საკვების მიმართ ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით პოლინოზი ან ეგზემა, უფრო სავარაუდოა, რომ სხვა ტიპის ალერგიული დაავადებებიც განგივითარდეთ.

როგორია სეზამის ალერგიის სიმპტომები?
იმუნოგლობულინი E (IgE) -ით განპირობებული სეზამის ალერგიის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება სწრაფად, საკვების მიღბიდან რამდენიმე წუთში.

მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- წითელი ფერის ამობურცული გამონაყარი კანზე (ცნობილი, როგორც ურტიკარია ან ჭინჭრის ციება) სხეულის ნებისმიერ ადგილზე
ჩხვლეტის ან ქავილის შეგრძნება პირის ღრუში
ტუჩებისსახის ან თვალების შეშუპება
კუჭის ტკივილი ან ღებინება

ფრო სერიოზული სიმპტომებია:
ამ უფრო სერიოზული რეაქციის შესატყვისი ტერმინი არის ანაფილაქსია.
ჯანდაცვის პროფესიონალების უმეტესობა ალერგიულ რეაქციას ანაფილაქსიად მიიჩნევს, როდესაც ის მოიცავს სასუნთქ სისტემას ან გავლენას ახდენს გულის რიტმზე ან არტერიულ წნევაზე. ანაფილაქსიის დროს ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ერთი ან მეტი სიმპტომი შეიძლება იყოს წარმოდგენილი.

ექსტრემალურ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, განვითრდეს ზოგადი სისუტე, მიბნედილობა, გონების დაბინდვა, შეგრძნება რომ რაღაც საშინელება ხდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი და ცნობიერების დაკარგვა და, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება იყოს ფატალური.

უფრო სერიოზულ სიმპტომებს ხშირად უწოდებენ ABC (ინგისური აბრივიატურით) სიმპტომებს და შეიძლება შეიცავდეს:
AIRWAY (სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომები) - ხორხის, ენის ან ზედა სასუნთქი გზების შეშუპება (დაჭიმულობის შეგრზნება ყელის არეში, ხმის შეცვლა, ყლაპვის გაძნელება).
BREATHING (სასუნთქი სისტემის მხრივ სიმპტომები) მსტვინავი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება
CIRCULATION (სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ ჩივილები) - თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, უეცარი ძილიანობა, დაღლილობა, დაბნეულობა, კანის სიფერმკრთალე, გონების დაკარგვა , წნევის ვარდნა.

როგორ დავადგინოთ სეზამის ალერგია?
მნიშვნელოვანია მიმართოთ ალერგოლოგს მაშინაც კი, თუ თქვენი სიმპტომები მსუბუქად იყო გამოხატული, რადგან შესაძლებელია მომავალში რეაქცია უფრო სერიოზული სიმპტომებით გამოვლინდეს.

ალერგოლოგი განიხილავს თქვენს სამედიცინო ისტორიას და სიმპტომებს. ალერგიის დიაგნოსტიკაში დასახმარებლად ტარდება ტესტირება კანის სინჯით, სისხლით და პროვოკაციული ტესტებითაც. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს, როგორც უშუალოდ სეზამზე, ასევე მულტიალერგენული ტესტების მეშვეობით, როდესაც ჯერ კიდევ ეჭვი არ არის მიტანილი კონკრეტულ ალერგენზე.

პროტეინები, რომლებსაც ოლეოზინები ეწოდება, პასუხისმგებელია სეზამის ალერგიის დაახლოებით მესამედზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია გამოწვეული იყოს არა მხოლოდ სეზამის ცილით, არამედ ცილითაც, ან უცნობი ალერგენით. კანისა და სისხლის ტესტირებით მიღებული უარყოფითი პასუხი, არ გამორცხავს სეზამის მიართ ალერგიას და ასეთ დროს საჭიროა პროვოკაციული ტესტების ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პროვოკაციული სინჯები და ასევე კანის პრიკ ტესტი სეზამზე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და საჭიროა მათი განსაკუთრებული სიფთხილით ჩატარება განსაკუთრებულ პირობებში პაციენტის ინფორმირებულობითა და თანხმობით.

თქვენ ჩვეულებრივ იტარებთ საკვების პროვოკაციულ ტესტს ალერგოლოგიურ კლინკაში, სადაც ალერგოლოგი აკვირდება რეაქციებს თქვენს მიერ მირთმეული მცირე რაოდენობის სეზამის ზეთის (ტაჰინის) დროს, შემდეგ რაოდენობა იზრდება დროთა განმავლობაში, სანამ ექიმი ახდენს და აკონტროლებს თქვენ ალერგიულ რეაქციაზე დაკვირვებას. კლინიკა ასეთ დროს მზად არის გადაუდებელი დახმარებისთვის, აღჭურვილია საჭირო მედიკამენტებით სერიოზული რეაქციის შემთხვევაში, რაზეც პაციენტს წინასწარ არის ინფორმირებული და თანახმაა ასეთ კლვევაზე.

სეზამის ალერგიის მკურნალობა
სეზამის ალერგიის განკურნება შეუძლებელია. მისი მართვის მთავარი გზა სეზამის თავიდან არიდებაა.
ექიმმა შეიძლება მოგაწოდოთ ალერგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ მოემზადოთ ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში მისი მართვისთვის. გეგმა ასახავს რომელი სიმპტომები ითვლება მსუბუქად და რომელი სერიოზულად და შეიცავს ინსტრუქციებს, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ რომელიმე ტიპის რეაქცია განვითარდება. სეზამის ალერგიის მქონე ბავშვებისთვის ეს გეგმა გამიზნულია მასწავლებლებთან, მწვრთნელებთან და ბავშვის მომვლელებთან გასაზიარებლად.

მსუბუქი ალერგიული რეაქციის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ანტიჰისტამინის მიღებას. უფრო სერიოზული რეაქცია ხშირად მოითხოვს ეპინეფრინის აუტოინექტორის გამოყენებას, რომელსაც თქვენი ექიმი გამოგიწერთ.

თუკი განვითრდა ანაფილაქსია, დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ ეპინეფრინი და დაუაკვშირდეთ გადაუდებელი დახმარების ბრიგადას. მაშინაც კი, თუ თქვენი სიმპტომები კონტროლს ექვემდებარება, საჭიროა დაკვირვება ხომ არ ვითარდება სიმპტომების მომდევნო ტალღა.

ცხოვრება სეზამის ალერგიით
სეზამის თესლი და სეზამის ზეთი ის ინგრედიენტებია, რაც ბევრ საკვებშია. 2023 წლის იანვრიდან საკვების მწარმოებლებს კანონის მიხედვით მოეთხოვებათ სეზამის, როგორც ალერგენის, საკვების ეტიკეტზე დატანა.
2023 წლამდე მომზადებულ საკვებ ეტიკეტებზე შეიძლება არ იყოს მითითებული სეზამი. მანამდე დამზადებული არაფუჭებადი საკვები, როგორიცაა სანელებლები, რომლებიც შეიძლება ჯერ კიდევ იყოს თქვენს საკუჭნაოში, შეიძლება შეიცავდეს სეზამს, მაგრამ არ იყოს ეტიკეტირებული.
რესტორნებში საჭიროა გააფრთხილოთ თქვენი ალერგიის შესახებ სეზამის მიმართ, რათა დარწმუნდნენ, რომ თქვენი საკვები არ შეიცავს სეზამს ან თქვენს საჭმელს არ ჰქონდა გვერდითი კონტაქტი სეზამთან.
სოციალურ ღონისძიებებზე, სადაც სხვები საჭმელს ამზადებენ, ყოველთვის ჰკითხეთ სეზამის ინგრედიენტების შესახებ. იფიქრეთ საკუთარი საკვების თან წაღებაზე, თუ არ ხართ დარწმუნებული.

როგორ ავიცილოთ თავიდან სეზამის მიღება
ზოგჯერ საკვები, რომელიც შეიცავს სეზამს, აშკარა შესამჩნევია, მაგალითად სეზამის თესლი გაფორმებული პური, მაგრამ ყოველთვის არ არის ადვილი იმის დადგენა, არის თუ არა სეზამი საკვებ ინგრედიენტებს შორის. თუ სეზამის ალერგია გაქვთ, მოერიდეთ საკვებს, რომელიც შეიცავს შემდეგს:

სეზამის მარცვლები (სხვა მარცლეულიც თუკი არ ართ დარწმუნებული)

სეზამის ზეთირომელიც ხშირად გამოიყენება აზიურ კერძებში

სეზამის ფქვილი

ტაჰინისეზამის პასტა (ზოგჯერ იწერება ტაჰინა ან თეჰინა)

სეზამის მარილი ან გომასიო

ბენიბენის თესლი

Gingelly ან ჯინჯელის ზეთირომელიც ხშირად გამოიყენება ინდურ კერძებში

ჰალვასეზამის პასტისგან დამზადებული კანფეტი

ჰუმუსი


ურადღება მიაქციეთ სეზამის ამ ალტერნატიულ ტერმინებს ეტიკეტებზე ან მენიუში:
სესამოლი
სესმოლინა
სიმ სიმი
ტილ

სეზამის შესაძლო წყაროები:
ცომეული, როგორიცაა ჰამბურგერის ფუნთუშები, პური, ბაგელი, ნამცხვარი, ბრტყელი პური
პურის ნამსხვრევები, პურის ჩხირები, მარცვლეული, კრეკერი, ღვეზელები, მარინადები, სალათები, სოუსები, სუპები
ფალაფელი
არომატიზებული ბრინჯი, სუპები
გრანოლა და მუსლი
მწვანილი, სანელებლები, საწებლები, დრესინგები
მარგარინი
დამუშავებული ხორცი, ძეხვეული
რიზოტო (ბრინჯის კერძი)
სეზამის მარილი
ტემპევეგეტარიანული ბურგერები
მცენარეული ზეთი (შეიძლება შეიცავდეს სეზამის ზეთს)
აზიური, ინდური და ახლო აღმოსავლეთის სამზარეულოს კერ
ძები
ცილოვანი და ენერგეტიკული სამელები
სუში
გარკვეული საკვების თავიდან აცილებასთან ერთად, მოერიდეთ ჯვარედინ კონტაქტსაც. მაგალითად, დარწმუნდით, რომ არ იყენებთ დანას, რომელიც სხვამ გამოიყენა ჰუმუსის სენდვიჩის დასაჭრელად.

 

სეზამის არასაკვები წყაროები
თქვენ შეგიძლიათ სეზამთან შეხება საკვების გარდა სხვა ნივთირებებით გქონდეთ. ეს მათთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვისაც სეზამზე ალერგიული კონტაქტური დერმატიტი აღენიშნება.
ასეთი პროდუქტებია:
წებოვანი სახვევები
კოსმეტიკა, თმის მოვლის საშუალებები, სუნამოები, საპნები, ტუჩსაცხი, მზისგან დამცავი საშუალებები, დამატენიანებლები
მედიკამენტები
ფუნგიციდები
ინსექტიციდები
შინაური ცხოველების საკვები
სეზამის ფქვილი ფრინველისა და პირუტყვის საკვებში
საკვები  დანამატები
სუნამოები
შეამოწმეთ ეტიკეტები, რომ ნახოთ, არის თუ არა ჩამოთვლილში Sesamum indicum ( სეზამის სამეცნიერო სახელი).

როგორ ჩ
ვანაცვლოთ?
სეზამის ინგრედიენტების რამდენიმე ალტერნატივა არსებობს:
გამოიყენეთ ყაყაჩოს თესლი და ჩიას თესლი, როგორც სეზამის თესლის შემცვლელი.
სეზამის ზეთის ნაცვლად გამოიყენეთ სხვა არომატული ზეთი, როგორიცაა ზეითუნის ან ავოკადო.
ტაჰინის ნაცვლად, სცადეთ მზესუმზირის კარაქი ან სოიოს თხილის კარაქი.

https://www.webmd.com/allergies/sesame-allergy
https://www.anaphylaxis.org.uk/fact-sheet/sesame-allergy


https://foodallergycanada.ca/allergies/sesame/

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31786253/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC11736677/

https://www.mdpi.com/2313-5786/1/1/1