Plasmon
არკორელაქსი სტრესი -  ნევროლოგიური პრობლემების დროს

თარიღი: 13 თებერვალი, 2024

არკორელაქსი სტრესი - ფიტო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სტრესულ სიტუაციაში ნერვული სისტემის დასაცავად, სტრესთან მარტივად ადაპტაციისა და გამკლავებისთვის. 

 

არკორელაქსი სტრესის კონტროლის მოქმედება განპირობებულია მასში ორი ადაპტოგენური მცენარის შემცველობით მაგნიუმთან და B6 ვიტამინთან ერთად. ადაპტოგენური მცენარე ხასიათდება უნიკალური თვისებით - „მიხვდეს" რა ჭირდება ადამიანის ორგანიზმს სტრესულ სიტუაციაში საუკეთესო პასუხისთვის: ასტიმულირებს მას დაღლილობის, გამოფიტვის, ენერგიის ნაკლებობის დროს და ამშვიდებს დაძაბულობის მატების დროს. 

 

არკორელაქს სტრესის კონტროლში შემავალი სიბერიული ჟენშენი ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ გამძლეობას (+26%), როდიოლა აძლიერებს ემოციურ რეზისტენტობას (+32%), მაგნიუმის გლიცეროფოსფატი B6 ვიტამინთან ერთად აქვეითებს დაღლილობის და „გამოფიტვის" შეგრძნებას. 

 

არკორელაქსი სტრესი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. არ იწვევს მიჩვევას. 

 

არკორელაქსის ყოველი 2 ტაბლეტი შეიცავს: სიბერიული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტს - 300მგ; როდიოლას ფესვის ექსტრაქტს - 180მგ;  მაგნიუმს - 60მგ; B6 ვიტამინს - 1,4მგ.

 

შფოთვის და ზომიერი სტრესის დროს რეკომენდებულია დღიურად 2 ტაბლეტის მიღება დილაობით. 

 

ინტენსიური სტრესის დროს (მაგალითად, მოახლოებული გამოცდები, სამსახურებრივი სტრესი): დასაშვებია დღიურად 3 ტაბლეტის მიღება (2 დილით, 1 საღამოს).

 

არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34

საიტზე https://arkopharma.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 599 09 09 09