Nuk
ატოპიური დერმატიტი

თარიღი: 27 აპრილი, 2020

რა არის ზოგადად ალერგია  და რას გვეტყვით მის გამოვლინებებზე  და გავრცელების სიხშირეზე?

მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად მატულობს ალერგიული დაავადებები, განსაკუთრებით კი - განვითარებულ ქვეყნებში. დღეისთვის  მსოფლიო მოსახლეობის 30%-40% ალერგიულია სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ. შესაბამისად საქართველოშიც აღინიშნება მისი  სიხშირის მატება.

ალერგია არის გენეტიკური წინასწარგანწყობის დაავადება, რომლის განვითარებაც დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე.   ალერგიის დროს აღინიშნება  მომატებული მგრძნობელობა ისეთი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ უნდა იწვევდეს გართულებებს ადამიანის ორგანიზმში.  იგი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით: ქავილი, გამონაყარი, სურდო , თვალების გაწითლება, შეშუპება,  ხველა,  სუნთქვის გაძნელება და სხვა.

ალერგია ვლინდება სხვადასხვა დავაადების სახით - ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, ასთმა, ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და ანაფილაქსიური შოკი.

ასაკობრივი თვალსაზრისით რომელი დაავადება ვლინდება ყველაზე ადრეულ ასაკში? ადრეულ ასაკში ალერგია ყველაზე ხშირად ვლინდება ატოპიური  დერმატიტის სახით . მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა  სახელითაც მოიხსენებენ  -  ეგზემა,  ნეიროდერმატიტი, დიათეზი.

ტოპიური დერმატიტის მანიფესტაცია აუცილებლად ხდება  2 წლამდე, ყველაზე ხშირად იწყება 1 წლამდე ასაკში. იგი შესაძლოა გამოვლინდეს 2 თვის ასაკშიც კი.

მისი გავრცელება სიხშირე ბავშვებში 9-10% მდე მერყეობს.

 

რა არის ატოპიური დერმატიტი და რა იწვევს მას?

ატოპიური დერმატიტი არის  კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის ქავილით, სიწითლით და ამ სიმპტომების პერიოდული განმეორებადობით. განსაკუთრებით ხშირია მისი გამწვავების შედეგები ბავშვებში.

 

რა არის  ატოპიური დერმატიტის განვითარების მიზეზები?

ატოპიური დერმატიტის განვითარება  80 %-ზე მეტ შემთხვევაში განპირობებულია არასრულფასოვანი კანის  თვისებიდან მომდინარე დაავადებით , რას ნიშნავს ეს  -  ატოპიური დერმატიტი ვითარდება იმ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ ცილა   ფილაგრინის დეფიციტი. ეს არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია კანში წყლის შეკავებაზე და ,შესაბამისად, კანის დატენიანებაზე.   სწორედ კანის არასრულფასოვნება იწვევს ყველა სიმპტომს, რომელიც ახასიათებს ატოპიურ დერმატიტს - სიმშრალეს , ქავილს, სიწითლეს ( ჰიპერემიას) . კვებითი  ან კონტაქური ალერგია  ამ შემთხვევაში არის მდგომარეობის გამამწვავებელი და არა გამომწვევი.  

ატოპიური დერმატიტის გამოვლინება  შეიძლება პროვოცირებული იყოს სხვადასხვა  ალერგენებთან კონტაქტით, როგორებიცააა  : ირიტანტები (შალი ან სინთეტური ტანსაცმელი, საპნები), კონტაქტური ალერგენები, კვებითი ფაქტორები, საინჰალაციო ალერგენები, ასევე კლიმატი  და გარემო ფაქტორები.

შემთხვევათა მხოლოდ 20% -შია შესაძლებელი, რომ კვებითი ალერგია იყოს ამ დაავადების გამომწვევი.

ატოპიური დერმატიტის განვითარების  რისკი იზრდება ალერგიული რეაქციების მიმართ მემკვიდრეობითი მიდრეკილების შემთხვევაში.

 

როგორ ამოვიცნოთ დაავადება?

ბავშვებში დერმატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები არის მშრალი, აქერცვლადი კანი, შესაძლოა გამოხატული იყოს  სიწითლე და  სხვადასხვა სახის გამონაყარი.

 

სხეულის რომელ უბნებზე  ვლინდება კანის დაზიანება?

გამოყოფენ ატოპიური დერმატიტის 3 ასაკობრივ ჯგუფს:   ჩვილები  0-2 წლამდე, ბავშვთა ასაკი 2-12 წლამდე,  მოზრდილებში 12 წლის ზემოთ, ყოველ მათგანს დამახასიათებელი  ნიშნები და ლოკალიზაცია ახასიათებს.

ახალშობილთა ფორმის  დროს პროცესი ძირითადად ლოკალიზებულია სახის და თავის არეში -  აღინიშნება ლოყების სიმშრალე, აქერცვლა  , ჰიპერემია, თავის  არეში  გნეისი ( ქერქები) , შესაძლოა კანის სიმშრალე და ჰიპერემია გამოხატული იყოს  კიდურების გამშლელი ზედაპირებსა და სხეულზე .

ხშირად დაავადების გამწვავება ვლინდება  დამატებითი კვების დაწყებისას.

ბავშვთა ფორმას (2-12 წელი) ახასიათებს პროცესის ლოკალიზაცია  უპირატესად კიდურების მომხრელი ზედაპირის კანზე, ყელზე, იდაყვის და მუხლის ფოსოებში და მტევნის ზურგზე.

შემთხვევათა 90 -93%-ში  დაავადება   12 -13 წლის ასაკამდე  უკუგანვითარდება და მხოლოდ   7-8%  გადადის მოზრდილთა  დერმატიტში . ამ შემთხვევაში მისი მართვა ხდება იმავე პრონციპებით მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა ?

დაავადების დიაგნოსტიკა უნდა მოხდეს სპეციალისტების მიერ სიმპტომების და ანამნეზის შეკრებისა და ანალიზის საფუძველზე.

ატოპიური დერმატიტის  მკურნალობის ძირითადი პრინციპი  დაფუძნებულია  კანის სწორ მოვლაზე,  სრულფასოვან  დატენინებაზე და გამწვავებების მკურნალობაზე . რაც უფრო სრულფასოვანია კანის მოვლა, მით უფრო იშვიათია დაავადების გამწვავება, რომლის მკურნალობაც უფრო რთულია.

დაავადების პრევენციის და მკურნალობის ქვაკუთხედია კანის სწორ მოვლა და დატენიანება.

მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება მხოლოდ გამწვავებების დროს და მიმართულია  გამოხატული სიმპტომების  საწინააღმდეგოდ.

თუ პაციენტს აღენიშნება ქავილი - გამოიყენება  პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ქავილს.

ადგილობრივი  ჰორმონალური იგივე სტეროიდული  კრემები  და  მალამოები  ან სტეროიდის ძალის არაჰორმონული კრემები (მალამოები)  გამოიყენება მხოლოდ გამწვავების დროს გარკვეულ უბნებზე ხანმოკლე დროით. მათი არჩევა და დოზირება უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ატოპიური დერმატიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია კანის სწორი მოვლა , რადგან ეს საშუალებას გვაძლევს   კანს დავეხმაროთ ბარიერული ფუნქციის შესრულებაში, შევამციროთ წყლის კარგვა მისი ზედაპირიდან და  დავატენიანოთ კანი.  შედეგად იშვიათად მწვავდება დაავადება და უფრო ნაკლებად არის ჰორმონალური მალამოების გამოყენების საჭიროება. კვლევების მიხედვით, ემოლიენტების გამოყენება ამცირებს კორტიკოსტეროიდების საჭიროებას 50% - ით და აძლიერებს მათ ეფექტურობას

გვიამბეთ  კანის  სწორი  მოვლის შესახებ.  

თანამედროვე  კვლევებით და რეკომენდაციებით დადგენილია, რომ ატოპიური დერმატიტის დროს აუცილებებლია კანის ყოველდღიური ჰიგიენა,  რაც გულისხმობს   აბაზანის მიღებას ყოველდღე თბილი წყლით. აბაზანის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10 - 12 წუთი, რადგან ხანგრძლივი აბაზანა კანს მეორადად გამოაშრობს.

აბაზანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული  კანის დამატენიანებელი საშუალება,  რადგან ასეთ შემთხვევაში იგი უკეთესად შეიწოვება და გაცილებით  ეფექტურია.

ასევე კვლევებით არის დადასტურებული, რომ   ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკის მქონე ბავშვებში კანის სრულფასოვანი დატენიანების  ადრეული დაწყება  ხელს უშლის ატოპიური დერმატიტის განვითარების.

 

როგორ უნდა შევარჩიოთ  კანის დამატენიანებელი საშუალებები სწორად?

კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი საშუალება  არის რამდენიმე სახის:  ემოლენტები (ლუბრიკანტები) - მცენარეული ცხიმები და ეთერზეთები, ოკლუზიური ნივთიერებები - ვაზელინი, პარაფინი, ცვილი, ჰუმექტანტები  - შარდოვანა , რძის მჟავა, გლიცერინი.  

ჩვენს ბაზარზე არის ამ საშუალებების დიდი არჩევანი, მაგრამ მათ შორისაც საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება.

სულ ცოტა ხანია , რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ბრენდი ,,სეტაფილი“, რომელსაც  აქვს 70 წლიანი გამოცდილება კანის მოვლის საშუალებების შექმნაში და ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.  

სეტაფილი არის კომპანია გალდერმას  პროდუქცია, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი დერმატოლოგიური პრეპარატების და მოვლის  საშუალებების შექმნაში.

სეტაფილ რესტორადერმის ტანის დასაბანი  საშუალება და დამატენიანებელი   ლოსიონი ,  სპეციალურად არის შექმნილი ატოპიისადმი მიდრეკილი კანის მოსავლელად.  იგი განსხვავდება სხვა მსგავსი პროდუქტებისგან იმით, რომ მის  შემადგენლობაში,  გარდა  დამატენიანებელი ინგრედიენტებისა, შედის ცილა ფილაგრინის, შემადგენელი ნივთიერებები. ეს სწორედ ის ცილაა,  რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს  კანში წყლის შეკავებაზე და კანის დატენიანებაზე. ასევე შეიცავს ხელოვნური კერამიდებს.   სწორედ მათი საშუალებით  სეტაფილ რესტორადერმი ხელს უწყობს კანის უჯრედების აღდგენას , ბარიერული ფუნქციის  და ჰიდრატაციის გაუმჯობესებას. 

სეტაფილ რესტორადერმზე ჩატარებულია კლინიკური კვლევები, რომლებიც ადასტურებენ მის ეფექტურობას და უსაფრთხოებას.

სეტაფილ რესტორადერმის ტანის დასაბანი  ქაფი , საპნის შემცველობის გარეშე ნაზად და საფუძვლიანად ასუფთვებს კანს.    ხოლო, სეტაფილ რესტორადერმის დამატენიანებელი ლოსიონის   შეიწოვება სწრაფად,  გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს ქავილსა  და სიწითლეს და  ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.  

 

რომ შევაჯამოთ ყოველივე ზემოთ თქმული ატოპიური დერმატიტის მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვანია  როგორც  გამწვავებების სწორი მკურნალობა, რომელიც აუცილებლად  უნდა მართოს  სპეციალისტმა,  ისე კანის სრულფასოვანი მოვლა და დატენიანება . კანის მოვლის დროს უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც გააუმჯობებესებს კანის მდგომარეობას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გამწვავების სიხშირეს და ინტენსივობას.