თარიღი: 08 იანვარი, 2021
დღეს მსოფლიოს ჯანდაცვის სფერო თითქმის მთლიანად ჩართულია SARS CoV-2, Covid-19 ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შორის არიან ანთროპოსოფიულად ორიენტირებული ექიმებიც. გერმანიისა და შვეიცარიის არაერთ ანთროპოსოფიულ კლინიკასა და ამბულატორიაში წარმატებით მკურნალობენ ამ ინფექციით დაავადებული ნებისმიერი სიმძიმის პაციენტები. ჩვენ, თერაპიის სახლის ექიმები, მუდმივ კონტაქტში ვართ ევროპელ კოლეგებთან , რომლებიც გვიზიარებენ ამ სფეროში დაგროვილ გამოცდილებას.
კოვიდ-19-ის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია, ხშირად ალოგიკურიც. მას პოლიორგანული დაზიანება ახასიათებს და მეტიც, სცდება ორგანულ დონეს და ადამიანს მოიცავს მთლიანობაში- მას, როგორც ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ, ასევე როგორც გრძნობად-ემოციურ და მოაზროვნე ინდივიდუალობას . ამიტომ არის საჭირო აქ ჰოლისტიკური მიდგომა და ინტეგრაციული სამედიცინო ჩარევა. არაერთ სტატიაში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო ბევრ ქვეყანაში და მათ შორის მაგ. ჩინეთში, კლასიკურ სამედიცინო მიდგომის პარალელურად კომპლემენტარული მედიცინის და ფიტოთერაპიის გამოყენება.
ანთროპოსოფიული მედიცინა სწორედ ადამიანის მთლიანობაზეა ორიენტირებული და კომპლექსურად შეუძლია დახმარება. მისი მეთოდებით შესაძლებელია როგორც პრევენცია, ისე დაავადების ყველა ეტაპზე, ორგანოთა დამცავი, მათი ფუნქციის ხელშემწყობი, ანთების საწინააღმდეგო, ასევე ორგანიზმის თვითგანკურნების ძალებისა და მდგრადობის შემანარჩუნებელი ქმედება. მძიმედ მიმდინარე ინფექციის შემდგომი ნარჩენი მოვლენების შემთხვევაში კი, პაციენტებს სთავაზობს ეფექტურ სარეაბილიტაციო თერაპიას.
მსურს გაგიზიაროთ სასარგებლო რჩევები, რაც ვფიქრობ, არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ ჩემი კოლეგებისთვისაც საინტერესო იქნება.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თვითდანიშნულება გაუმართლებელია და მედიკამენტის მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.
SARS-CoV-2-ის პროფილაქტიკა:
ზოგადი პრევენციული ღონისძიებები:
· ყოველდღიური რიტმების დაცვა (ძილ-ღვიძილის, კვების და სხვა)
· რეგულარული მოძრაობა (ევრითმია, ბუნებაში სეირნობა)
· საკმარისი სინათლე და მზე
· საკუთარი სხეულის სითბოს დაცვა (ფეხის აბაზანა მდოგვით)
· ჯანსაღი კვება
· საკმარისი ძილი (სასურველია 7 საათი)
· ალკოჰოლზე, სიგარეტზე და შაქარზე უარის თქმა
· შინაგანი სიმშვიდე, სიფხიზლე და ოპტიმიზმი
· ჩაი მაგ. ჯანჯაფილის, ლიმონის, თავშავას , სალბის - შეიძლება თაფლით დამტკბარი.
· ქაცვი, კვრინჩხი, ასკილი
მედიკამენტები:
იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ინფექციისადმი მდგრადობისთვის:
· რკინის პრეპარატები (Meteoreisen comp. (Wala), Infludoron (Weleda), Pyrit, Levico, Prunus spinosae (თერაპიის სახლის აფთიაქი)
· პოტენცირებული ქაფური (თერაპიის სახლის აფთიაქი) - ააქტიურებს სითბურ პროცესებს
· მწარე ნივთიერებები (Amara Tropfen (Weleda) , Bitterelexier, Gentiana comp. (Wala))
· თუთია, სელენი, ვიტ.D
· ეხინაცეას შპრეი ( Echinacea Mund und Rachen Sprei-Wala) - (ინფექციის შეჭრის ჭიშკარში ლორწოვანის გამაჯანსაღებლად მოქმედებს მის შემადგენლობაში შემავალი სალბი, გულყვითელა და ეხინაცეა) შიში ასუსტებს იმუნურ სისტემას, შიშის დამძლევად მოქმედებენ
· ოქროს პოტენცირებული პრეპარატები (Aurum/Vallerianae (Wala), Aurum Lavandula, Neurodoron(Weleda))
კოვიდ-პაციენტები გრიპოზული სიმპტომებით, პნევმონიის გარეშე:
კოვიდ-19-ის მანიფესტაციის პირველი სტადია, ვირუსის რეპლიკაციის ფაზა, მსუბუქი ზედა სასუნთქი გზების ანთების ნიშნებით.
· Infludoron (Weleda)
· Meteoreisen comp.(Wala)
· Gelsemium comp. (Wala)
· Argentum/Echinacea (Weleda)
· Cardiodoron (Weleda)
· Pulmo/Vivianit (Wala)
· Gentiana Lutea10%, Gentiana Magenglobuli. (Wala)
გარეგანად:
· Bronchialbalsam (Wala) , ან ჯანჯაფილის საფენი გულმკერდზე. ლიმონიანი საფენები მაღალი ტემპერატურის დროს.
კოვიდ-ინფილტრატი, პნევმონია:
ზემოდ ჩამოთვლილ მედიკამენტებს ემატება
· Pneumodoron 1 და 2 (Weleda)
გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის:
· Cardiodoron (Weleda)
პოტენცირებული ოქრო შიშის დაძლევისა და შინაგან სიმშვიდისთვის:
· Aurum /Vallerianae (Wala)
· Aurum /Lavandula (Weleda)
· Neurodoron (Weleda)
ასევე ამოსუნთქვის ხელშემწყობია
· Bryophillum Conche ან Bryophillum Pulv. (თერაპიის სახლის აფთიაქი)
იმუნური სისტემისთვის:
მწარე ნივთიერებები - Amara Tropfen (Weleda), Gentiana Magenglobuli (Wala), Artemisia Abs. (თერაპიის სახლის აფთიაქი)
მრავალფეროვანი გარეგანი ზემოქმედებები: გულმკერდზე, ღვიძლზე, თირკმელზე საფენები (მდოგვის, ფარსმანდუკის, ჯანჯაფილის).
სუნთქვითი ვარჯიშები, სამკურნალო ზეთებით შეზელვები და სხვა.
გადაჭარბებული ანთების, სეფსისური მიმდინარეობის დროს, კოაგულოპათიის, კარდიომიოპათიის, ნეფროპათიის, მიკტოცირკულაციის დარღვევის შემთხვევაში დამხმარე მედიკამენტებს აღარ ვასახელებ, რადგან ამ მდგომარეობის მართვას მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს!
რეკონვალესცენციის პერიოდი:
· Ferrum met. Praep. D6 (Weleda, Wala )
· Roseneisen/Graphiti Glob. (Wala)
· Levico, Levico comp. (Weleda, Wala )
· Cardiodoron (Weleda)
· ჯანჯაფილით თირკმლის და ფარსმანდუკით - ღვიძლის საფენი
· მზე, სეირნობა, ხელოვნებით თერაპია, სამკურნალი ევრითმია, რიტმული მასაჟი.
გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ადამიანები, ბუნების ნაწილი ვართ და მასთან ბრძოლა და მისგან დისტანცირება კი არა, არამედ მისი მოვლა და ინტეგრაცია გვესაჭიროება. ბუნებაში არსებული განმაკურნებელი ძალები კი ხელს შეგვიწყობს ჯანმრთელობის შენარ ჩუნებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას
ექიმი თამარ ვაშაკიძე