თარიღი: 10 აგვისტო, 2018
ექიმ-ენდოკრინოლოგი მარიამ ასათიანი - ორგანიზმში D და B ვიტამინების დეფიციტი და მისი შევსების მარტივი მეთოდები.
– ქალბატონო მარიამ, რას წარმოადგენს თავად D ვიტამინი?
– D ვიტამინი განსაკუთრებული ჰორმონია, რომელიც კანში წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედებით. არსებობს D ვიტამინის ორი ტიპი – D 2-ვიტამინი, იგივე ერგოკალციფეროლი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების შემოქმედებით წარმოიქმნება და D 3-ვიტამინი, იგივე ქოლიკალციფეროლი, რომელიც კანში სინთეზირდება. D 3-ვიტამინს ძირითადად თევზი – სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული შეიცავს. აღსანიასნავია, რომ D ვიტამინი საკმარისი ოდენობით, 30-40%-ით აძლიერებს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, დეფიციტის შემთხვევაში კი, ორგანიზმი კალციუმის მხოლოდ 10-15%, ფოსფორისას კი – 60% შეიწოვს.
– მართალია, საქართველო მზიან ქვეყანად ითვლება, მაგრამ D ვიტამინის ნაკლებობა მაინც აქტუალური პრობლემად რჩება. საინტერესოა რა იწვევს D ვიტამინის დეფიციტს?
– D ვიტამინის დეფიციტის მთავარი მიზეზი მზის არასაკმარისი ზემოქმედება და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებაა, რომელთა დაახლოებით 95% თითქმის 30-ჯერ ამცირებს D ვიტამინის სინთეზსს. სხვათაშორის, ბუნებრივად მუქი ფერის კანის ადამაინს D ვიტამინის საჭირო არაოდენობის მისაღებად, 3-5-ჯერ უფრო დიდხანს სჭირდება მზის სხივების ექსპოზიცია, ვიდრე ღია ფერის კანის ადამიანს, ამასთანავე, დაახლოებით 33 გრადუსია საჭირო, რათა მოხდეს D ვიტამინის სინთეზი.
– როგორია D ვიტამინის დეფიციტის მაჩვენებლები სამხრეთის და ჩრდილოეთის ქვეყნებში?
– D ვიტამინის ნაკლებობის პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია, თუმცა განსაკუთრებით მწვავედ დეფიციტს ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში განიცდიან. მართალია, ასეთი ქვეყნები მზის ექსპოზიციის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან, მაგრამ მოკლებული არიან D ვიტამინით გაჯერებულ პროდუქტს. გარდა ამისა, ევროპის ბევრ ქვეყანაში თითქმის არცერთი პროდუქტი არ შეიცავს D ვიტამინს, რადგან 1950 წელს ბავშვების D ვიტამინით მასიური ინტოქსიკაციის შემდეგ კანონით აიკრძალა ნებისმიერი და პირველ რიგში რძის პროდუქტის D ვიტამინით გაჯერება.
– რა სახით ვლინდება D ვიტამინის დეფიციტი?
– D ვიტამინის დეფიციტის პირველი გამოვლინება ჭარბი ოფლიანობაა. აღსანიშნავია, რომ D ვიტამინის ნაკლებობა კალციუმის, ფოსფორისა და ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევას იწვევს ანუ ნაწლავებში მცირდება კალციუმის და ფოსფორის შეწოვა, რაც თავის მხრივ, ძვლის მინერალიზაციის დეფექტის მიზეზი ხდება. ბავშვებში ძვლის დაბალი მინერალიზაცია რახიტს იწვევს, ზრდასრულებში კი, არღვევს წონასწორობას.
– რა კატეგორიის ადამიანები მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფებს?
– D ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია პირველ რიგში დიაბეტს, ჭარბ წონას და მეტაბოლურ სინდრომს ახასიათებს, დეფიციტი აღენიშნებათ მათაც, ვინც უცხიმო დიეტას იცავს ან ცხიმის შეწოვის პრობლემები აქვს.
– როგორ ავირიდოთ თავიდან D ვიტამინის დეფიციტი?
– ზრდასრულისთვის მზის აბაზანის მინიმალური ერითემული დოზა დაახლოებით 10 ათასი საერთაშორისო ერთეულით ტაბლეტირებულ მიღებას უტოლდება. ერითემული დოზა 24 საათის განმავლობაში მზის ზემოქმედებას გულისხმობს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ხელოვნურად ხდება D ვიტამინის შევსება ტაბლეტების ან წვეთების სახით. ზრდასრულებში პროფილაქტიკურ დოზად მინიმუმ 800 საერთაშორისო ერთეული ითვლება, თუმცა, დოზის 1500-2000 ერთეულამდეც შეიძლება გაზრდა.
– არიან თუ არა ორსულები განსაკუთრებუილი რისკის ჯგუფში და აუცილებელია თუ არა მათი გამოვიკვლევა D ვიტამინის დეფიციტზე?
– ქალბატონი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, ამიტომ ყველა ორსულმა უნდა მიიღოს D ვიტამინი დღეში სულ მცირე 600 ერთეულით. თუმცა არაა გამორიცხული საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. მართალია, მაქსიმალური დღიური ნორმა ორსულებში 4000 ერთეულს შეადგენს, მაგრამ ზოგიერთი გაიდლაინით უსაფრთხო დოზა 10 000 ერთეულამდეცაა გაზრდილი.
– როგორ ხდება D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტირება?
– D ვიტამინის კონცენტრაცია სისხლში 25-ჰიდროქსი-ვიტამინ-D-ით განსაზღვრება. ჩვენს კლინიკაში მსგავსი კვლევა უახლესი აპარატურით, აბსოლიტური სიზუსტით კეთდება და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომია.
– რამდენად აუცილებელია D ვიტამინის კონცენტრაციის პრევენციის მიზნიტ შემოწმება?
– ვფიქრობ, აუცილებელია, რადგან შესაძლოა ადამიანს არ ჰქონდეს ჩივილები, თუმცა კვლევისას მკვეთრი დეფიციტი გამოვლინდეს.
– რამდენად გეხმარებათ D ვიტამინის დეფიციტის დროული გამოვლენა?
– D ვიტამინის დეფიციტის დროული დიაგნოსტიკა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის, რაც ერთის მხრივ D ვიტამინის კორექციაში გვეხმარება, მეორეს მხრივ კი, თანმხლები დაავადებების მკურნალობაში.
– არანაკლებ საინტერესოა რას წარმოადგენს B ვიტამინი?
– ვიტამინი B 12 იგივე ციანკობალამინი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რადგან სისხლის წარმოქმნაში, ნახშირწყლებისა და ცილების ცვლის პროცესში მონაწილეობს. მისი დეფიციტი ანემიას ისწვევს, საერთო სისუსტე, დალილობა, სიარულის გაძნელება და ფეხების ტკივილი ახასიათებს. გარდა ამისა, ვიტამინი B 12 გადამწყვეტ როლს ასრულებს ნერვების საფარის მიელინური გარსის წარმოქმნაში.
– როგორ ხდება ორგანიზის მიერ B ვიტამინის შეთვისება?
– ვიტამინ B 12-ს ძირითადად რძის და ზღვის პროდუქტი, კვერცხის ცილა და საფუარი, საქონლის გულ-ღვიძლის პაშტეტი და ენა შეიცავს. მინიმალური დღიური ნორმა დაახლოებით 3 მიკროგრამს შეადგენს, ამიტომ, თუ ადამაინი ხორცს, რძეს და კვერცხს მიირთმევს, ვიტამინ B 12-ის დაახლოებით 15 მიკროგრამს მიიღებს. გარდა ამისა, რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ შემწვარი ან ჩაშუშული ღვიძლის და საფუარის ნებისმიერი სახით მიღება, რადგან ციანკობალამინი ბევრად ეფექტურია B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად.
– რა სიმპტომებით ხასიათდება B ვიტამინის დეფიციტი?
– როგორც უკვე ავღნიშნე B ვიტამინის დეფიციტს საერთო სისუსტე, დაღლილობა და განსაკუთრებით ფეხების ტკივილი ახასიათებს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია დიაბეტიანი პაციენტებისთვის, რომლებიც მეტფორმინს იღებენ, რადგან მედიკამენტი ვიტამინ B 12-ის დეფიციტს იწვევს. ამიტომ პირველ რიგში მათთვისა აუცილებელი ვიტამინის ინექციით ან ტაბლეტის სახით მიღება. გარდა ამისა, ვიტამინ B 12-ის დეფიციტი აღენიშნებათ მათაც, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს.
– როგორ ხდება B ვიტამინის ნაკლებობის დიაგნოსტირება და დეფიციტის შევსებაა?
– B ვიტამინის დეფიციტი სისხლის ანალიზით დგინდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენს კლინიკაში მაქსიმალური სიზუსტით და საკმაოდ შეღავათიან ფასად შეიძლება კვლევის ჩატარება. დეფიციტის დადგენის შემთხვევაში კი, მისი შევსება ტაბლეტებით ან ინექცით ხდება, რაც ძალიან სწრაფად იძლევა პოზიტიურ შედეგს.
– რამდენად მიზანშეწონილია ვიტამინების თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება?
– ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ხშირია თვითნებური მკურნალობის შემთხვევები, რაც დაუშვებელია, რადგან გაჯანსაღების ნაცვლად თავისუფლად შეიძლება მივიღოთ უკუშედეგი, რადგან მაგალითად D ვიტამინის ჭარბი მოხმარება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიას იწვევს. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად უსაფრხოა ვიტამინების ექიმის დანიშნულებით მიღება და მხოლოდ მისი რეკომენდაციის გათვალისწინება.
წყარო: http://fortuna.ge