Plasmon
გაჯეტები და ბავშვები

თარიღი: 26 თებერვალი, 2024

ელექტრონული მოწყობილობები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა და ამის შეცვლა შეუძლებელია. ასე რომ,  მშობლებმა თავადაც უნდა ისწავლოთ და შემდეგ ასწავლოთ შვილს/შვილებს  ციფრულ სამყაროში სწორედ  ცხოვრება.

როგორ გავაკეთოთ ეს? რათა თან შევინარჩუნოთ თბილი ურთიერთობა და თან თავიდან აიცილოთ გაუთავებელი უკმაყოფილება? - კითხვებზე პასუხობს პედიატრი თეა შავთვალაძე

სმარტფონები, პლანშეტები და ლეპტოპები მუდმივი თანამგზავრია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვინაიდან  გაჯეტები შეიცავს მნიშვნელოვან ფუნქციებს, რომლებიც გვჭირდება, როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში, ისინი ყოველთვის ჩვენს სიახლოვეს არიან.

არ დაგავიწყდეთ თქვენი შვილებიც მუდმივად ახლოს არიან თქვენთან, ძალიან ყურადღებით აკვირდებიან თქვენს ქმედებებსა და საქმიანობას.

შობლებს არ  დაგავიწყდეთ,რომ პატარებს  სჭირდებათ სიყვარული, ურთიერთობა და კომუნიკაცია, რათა მათაც განავითარონ სხვადასხვა უნარები ცხოვრების ასპარეზზე.

არავისთვის არაა ახალი, რომ შვილები მშობლების სარკე არიან.

ბებია-ბაბუები ან მშობლები  ხშირად ამბობენ გაჯეტებზე :„რა იპოვეს ამ მოწყობილობებში! აი, ჩვენ ბავშვობაში …...“ – და ავიწყდებათ, რომ მათი შვილები სხვა, ახალ სამყაროში იზრდებიან და შეიძლება სხვა ინტერესები ჰქონდეთ. გარდა ამისა, კომპიუტერული თამაშები არ არის მხოლოდ განებივრება, არამედზოგიერთ შემთხვევაში უკვე მათთვისაც  თანატოლებთან კომუნიკაციისა და საზოგადოებაში გარკვეული სტატუსის მოპოვების დამატებითი შესაძლებლობა.მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ყველაფერს თავის დრო აქვს.

ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ გაჯეტების კონტროლით გამოყენება,რადგან თავად  ექიმებიც ან ფსიქოლოგებიც  კი არ მოველოდით იმ მასიურ მავნე ზეგავლენაზე, რაც გაჯეტების უკონტროლო გამოყენებამ გამოიწვია.

ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ევროპაში მრავლად ჩატარდა სხვადასხვა ტიპის კვლევები,რის საფუძველზეც ჩვენ ექიმებს,პედიატრებს,ნევროლოგებსა თუ ფსიქოლოგებს შეგვიძლია ხმა ავიმაღლოთ,რასაც რა თქმა უნდა ჩვენი ქართველი ექიმების კერძო პრაქტიკა და გამოცდილება ემატება.

2015 წელს  გერმანიაში ჩატარებულ კვლევი- დაკვირვებამ, თუ როგორ ურთიერთობენ დედები შვილებთან, აჩვენა,  შემდეგი ცვლილებები დედა-შვილის  ინტერაქციაში.მაგალითად თუ ურთიერთობაში  დედა იყენებს დიდი დროით სმარტფონს:

- ბავშვთან ვერბალური კომუნიკაცია 20%-ით მცირდება.

- ბავშვთან არავერბალური კომუნიკაცია (ჩვენება, მართვა) მცირდება 39%-ით.

- ბავშვის წახალისება ან მხარდაჭერა გარკვეული მოქმედების ან აქტივობის დამოუკიდებლად განსახორციელებლად 28%-ით ნაკლები ხდება.

 

ერთ-ერთი გერმანელი ლოგოპედის გადმოცემით:“ბავშვთა ენობრივ სფეროში მეტყველების თერაპევტის მრავალწლიანი გამოცდილებიდან მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვთან მშობლისფ  თვალის კონტაქტი, შედეგად ბავშვის ენის ათვისების წინამორბედი უნარი, რა თქმა უნდა, ასევე შემცირებულია.“

 პირველი სიმბოლური ჟესტები ბავშვებს  6- 12 თვის ასაკისთვის უყალიბდებათ და უძლიერდებათ ყოველდღიურობაში მშობლებთან ერთად და თუკი ბავშვი მშობელს სულ გაჯეტებთან ერთად ხედავს და არსებობს ჟესტებისა თუ ემოციების სიმცირე,რა თქმა უნდა მერე ბავშვსაც ვერ მოვთხოვთ იმ განვითარებას ,რაც ჩვენ დავაკელით და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები ბაძავენ ქცევას, განსაკუთრებით დედის ქცევას (შდრ. Locke, 1993).

შეჯამებით, შეიძლება ითქვას, რომ მშობლის მიერ სმარტფონებთან ხშირი დამოკიდებულება, ბავშვის გარემოში განვითარებას აფერხებს, როგორც ეს ბოლო წლების რამდენიმე კვლევამ აჩვენა (შდრ. Konrad et al., 2021).

 

სად არის გამოსავალი? როგორ გავხადოთ ინტერნეტ კომუნიკაცია უსაფრთხო ჯერ უფროსებისთვის და მერე შვილებისთვის? ან ერთად?

როცა ბავშვი უკვე მიჩვეულია-მშობელი უნდა გაერკვეს იმაში,რომ გაითავისოთ თქვენი შვილები თქვენ არ ხართ  და უმჯობესია, მხარი დაუჭიროთ ბავშვის ინტერესს, გაარკვიოს, რა მოსწონს ამა თუ იმ თამაშში და რატომ. ბოლოს და ბოლოს, თქვენს ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობა და ერთმანეთის პატივისცემაა. და არანაირი ბრძოლა, მკაცრი კონტროლი და აკრძალვები.

მშობლებს მოვუწოდებ გაერკვენენ  და შემდეგ ბავშვები გაარკვიონ და დაარწმუნონ იმაში,რომ  გაჯეტების უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი  შედეგები: მხედველობის ნაადრევი პრობლემები, ემოციური გადატვირთვა, სოციალიზაციის სირთულეები, ვარჯიშის ნაკლებობა, ჯანმრთელობის პრობლემები და აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება(ლუდომანია). ეს უკანასკნელი გამოიხატება რეალური ცხოვრების ვირტუალურით ჩანაცვლებაში.

 აგრეთვე ასეთი დამოკიდებულებით დაავადებულ ადამიანს ავიწყდება საკვების, წყლისა და ძილის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება,უქვეითდება იმუნიტეტი.დროთა განმავლობაში ,ხშირ შემთხვევაში  უფასურდება  სხვა ინტერესები და ღირებულებები,სიზარმაცე მატულობს   და ბავშვი  ნელ-ნელა წყვეტს სწავლას.

არ უნდა ურიოთ მიზეზი და შედეგი . მშობელს არც ის  უნდა გამოეპაროს ,რომ : თუ ბავშვი დიდ დროს ატარებს ვირტუალურ სამყაროში,შესაძლოა  ეს ნიშნავს, იმას რომ ის იქ იმალება ,მაგალითად პრობლემებისა და სირთულეებისგან სკოლაში, ოჯახში ან ურთიერთობებში. თუ ის რეალურ სამყაროში თავს წარმატებულად, ჭკვიანად და თავდაჯერებულად არ გრძნობს, ამას თამაშში დაეძებს. ამიტომ, პირველ რიგში, ყურადღება  მიაქციეთ ბავშვთან ურთიერთობას. და თუთქვენი დამოკიდებულების და მეთოდების შეცლით ბავშვის დამოკიდებულება არ იცვლება, მიმართეთ სპეციალისტს.

უპირველეს ყოვლისა, იყავით თანმიმდევრული და ლოგიკური თქვენს მოთხოვნებში. ჩამოაყალიბეთ თქვენი შინაგანი დამოკიდებულება და წესები. თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვი დღეში 2 საათზე მეტს არ ითამაშებს, მაშინ ამაში გამონაკლისი არ უნდა იყოს. ნუ გადაუხვევთ დადგენილ ჩარჩოებს, რადგან  გაგიჭირდებათ მათში დაბრუნება.

თუ რამეს აკრძალავ, მაშინ დაეყრდენი ფაქტებს და არა შიშს, არეულობას და გაუგებრობას. მაგალითად, ისაუბრეთ იმაზე, რომ ეკრანის შუქი,გამოსხივება  აუარესებს  ხედველობას. თუმცა, საკუთარ ცოდნაში დარწმუნებული უნდა იყოთ: თუ ამ თემაზე სტაბილური პოზიცია არ გაქვთ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ბავშვში  ეჭვს გამოიწვევს.

დაეთანხმეთ ბავშვს,  მის თამაშის სურვილში,მაგრამ დაუწესეთ თქვენი წესები,მაგალიათად: გაკვეთილების დასრულების შემდეგ,სადილის შემდეგ 30 წუთი და ა.შ. მთავარია, თამაშის დრო მკაცრი აკრძალვებით ,კონფლიქტიარ განისაზღვროს,რათა უკუშედეგი არ დადგეს.ზოგჯერ დაუთმეთ კიდევაც,იმისთვის, რომ ბავშვს მოტივაცია მისცეთ, მაგალითად-დაასრულოს თამაში მშვიდად. გამოიყენეთ 10 წუთიანი წესი: თუ დროის გასვლის შემდეგ ის მოწყობილობას ზედმეტი ახირებისა და წყენის გარეშე დახურავს, მეორე დღეს შეძლებს კიდევ 10 წუთით ითამაშოს და აშ.

მშობლებმა არ შეცვალოთ ცოცხალი კომუნიკაცია თქვენს შვილებთან -  გაჯეტებით!!!

ზოგჯერ საკმარისია მშობლის  ქცევის თვალყურის დევნება იმის გასაგებად, თუ რატომ იქცევა ბავშვი ასე თუ ისე.

დააკვირდით, რამდენ დროს ატარებთ თავად მშობლები ეკრანის წინ.

გაქვთ თუ არა თქვენ და თქვენს შვილს საერთო ინტერესები და ერთად გატარებული დრო რამდენია და საკმარისია თუ არა?

ნუ დასჯით და არ წაახალისოთ თქვენი შვილი ხრიკებით და კომპიუტერული თამაშებით!

ამასთან არ დაგავიწყდეთ,რომ თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია თვითკონტროლზე და ნებისყოფაზე, ყალიბდება 21-25 წლის ასაკითვის. ამიტომ დაეხმარეთ ბავშვს და ნუ მოითხოვთ მისგან იმას, რასაც ზრდასრული ყოველთვის ვერ გააკეთებს.

როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებთ და ახალ წესებს ადგენთ, მოემზადეთ, რომ ეს ცვლილებები ერთ ღამეში არ მოხდება. ამას დრო დასჭირდება. და არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს აქვს უფლება არ დაეთანხმოს, იყოს გაბრაზებული ანნ განაწყენებული. ზრდასრული ადამიანის საქმეა გაუძლოს ბავშვის გრძნობებს და დაეხმაროს მას ცხოვრებაში.

ახალბედა დედებისთვის კი ,რომელთა შვილები ეხლა იბადებიან ან ეხლახანს დაიბადნენ,მეტი შანსი აქვთ უკეთესად მართონ სიტუაციები.უნდა იცოდნენ გაჯეტების მავნე ზემოქმედების შესახებ და ორსულობაშივე შეიმუშაონ  გეგმა შვილთან საურთიერთობოდ, ამ თემასთან დაკავშირებით.

 

სხვადასხვა კვლევების თანახმად და და სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერების რჩევებით, 2 წლამდე,ზოგჯერ 4 წლამდე ასაკში ერთხმად საერთოდ აკრძალულია გაჯეტების (მათ შორის ტელევიზორის) გამოყენება.

Schau-hin.info-ს ინფორმაციით მეცნიერები-0-დან 2 წლამდე გაჯეტების გამოყენებას კრძალავენ ,2-5 წლამდე 10-20 წუთით არის დასაშვები, 5 წლამდე ბავშვებს გაჯეტების  გამოყენებას დღეში მაქსიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ურჩევს. 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დღეში ერთ საათამდე.

პროფ. ნორბერტ ნეუსი რეკომენდაციას უწევს გაჯეტების გამოყენებას 4 წლამდე არ განიხილავს, 4-6 წლის ასაკში  დღეში დაახლოებით 20-დან 30 წუთამდე  და დაახლოებით 30-დან 45 წუთამდე დღეში 7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

klicksafe-ის რჩევა ცოტა უფრო გულუხვია: 30 წუთი დღეში 4-დან 6 წლამდე. 7-დან 10 წლამდე ბავშვებს ეძლევათ დღეში მაქსიმუმ 60 წუთი  ეკრანებთან დროის გასატარებლად. თუმცა, მედიის ყოველდღიური გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული!!!

11-დან 13 წლამდე, klicksafe რეკომენდაციას უწევს ეკრანთან დროის გატარებას დღეში 90 წუთის განმავლობაში. 
(ამ კვლევაშიც 4 წლამდე არ განიხილება გაჯეტების გამოყენება).

უკიდურესად არასასურველია გაჯეტების გამოყენება: მაგალითად, ჭამის დროს და ძილის წინ!!!!

მაქსიმალურად უნდა შეეცადონ მშობლები,13 წლის ასაკამდე  ბავშვებს უკონტროლოდ არ  მისცენ მულტიფუნქციური სმარტფონები,რათა ბავშები დაცულნი იყვნენ უკონტროლოდ შესვლისგან  ინტერნეტში,ძალადობისა და ბულინგისგან,ამით -  უზრუნველყოფთ  თქვენი შვილების უსაფრთხოებას !!! განვითარების შეფერხებასა და სწავლაში ჩამორჩენას!!!აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  არიდებას!!!

მშობლებო არ დაგავიწყდეთ გაჯეტებთან ხშირად ყოფნით ქვეითდება ბავშვების იმუნიტეტი,ისინი მოკლებულნი არიან როგორც ფიზიკურ,ასევე რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ  გონებრივ აქტივობას.

დაუკვირდით ბავშვებს,შეიძლება თქვენი შვილი იყო კარგი იმუნიტეტის,იყო ფიზიკურად აქტიური გარკვეული პერიოდი და როგორც კი ის მიეჯაჭვა გაჯეტებს, ხშირ შემთხვევაში იწყება ხშირი გაციება,მარტივი ინფექციების გართულებულად გადატანა და ა.შ.

მშობლებო თავად დაკავდით მეტად ფიზიკური აქტივობით, სუფთა ჰაერზე,ბუნებაში ოჯახური გასვლებით, შვილებთან ერთად!!!

ბავშვის იმუნიტეტმა ,რომ სრულყოფილად იმუშაოს,იგი აქტიური ფიზიკური აქტივობით თანატოლებთან ერთად ან ბუნებაში სეირნობით დღეში მინიმუმ 2 საათით უნდა იყოს დაკავებული.

ხშირი ფიზიკური აქტივობები და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან,ნელ-ნელა  ბავშვებს გამოიყვანს გაჯეტებზე მიჯაჭვული მდგომარეობიდან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!ს

სტატიის ავტორი - პედიატრი თეა შავთვალაძე