Plasmon
გლაუკომა

თარიღი: 27 აპრილი, 2018

ინტერვიუ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს წამყვან ოფთალმოლოგთან  პროფესორ ალექსანდრე ალექსიძესთან.

რა არის გლაუკომა?

გლაუკომა დღეისათვის განიხილება, როგორც მხედველობის ნერვის ნეიროპათია დამახასიათებელი ექსკავაციით თვალის ფსკერზე და აქედან გამომდინარე კლინიკური სიმპტომებით.

რა არის თვალშიგა წნევა?

თვალშიგა წნევა წარმოადგენს გლაუკომის ყველაზე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს. თვალის ჰიდროდინამიკის ამ ინტეგრალური მაჩვენებლის დონე განისაზღვრება თვალშიგა სითხის გამომუშავებისა და მის განდევნას შორის ბალანსით. გლაუკომის დროს ძირითადად აღინიშნება თვალშიგა წნევის განდევნის შეფასება, რაც იწვევს ამ მაჩვენებლის ზრდას ანუ თვალშიგა წნევის ჰიპერტენზიას.

რა არის ამ დაავადებების რისკ ფაქტორები?

გლაუკომის განვითარების უმთავრესი რისკ-ფაქტორებია თვალშიგა წნევის მომატება, ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, თვალის ტრავმა და მისი სხვა პათოლოგიური პროცესები, როგორიცაა მაგ. თვალშიგა ანთება.

რა სიმპტომები აქვს გლაუკომას?

გლაუკომის ძირითად სიმპტომებს განეკუთვნება: 

- თვალშიგა წნევის მომატება

- თვალის ფსკერის გამოკვლევისას ანუ ოფთალმოსკოპიის დროს მხედველობის ნერვის დამახასიათებელი გლაუკომატოზური ჩაღრმავება ანუ ექსკავაცია 

- მხედველობის ველის სპეციფიკური ცვლილებები, რომლებიც ფიქსირდება პერიმეტრულად ანუ მხედველობის ველის გამოკვლევის დროს.

გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკისთვის მიზანშეწონილია კომპიუტერული პერიმეტრის ჩატარება.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა სპეციალისტს?

თუ 40-45 წლის ზევით ასაკში მყოფ ადამიანს აღენიშნება მხედველობის პერიოდული დაბინდვა, ყრუ ტკივილი თვალის არეში ირიდაციით თავის შესაბამის ნახევარში, ფერადი რგოლების გაჩენა სინათლის წყაროზე (მაგ. ნათურაზე) ცქერისას, აუცილებლად უნდა მიმართოს თვალის ექიმს ამ დაავადების გამოსარიცხად.

როგორ ხდება ამ დაავადებების მკურნალობა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში?

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ტარდება ამ დაავადების, როგორც მედიკამენტოზური, ისე თანამედროვე ქირურგიული მეთოდით მკურნალობა. პირველადი მედიკამენტოზური მკურნალობის არაეფექტურობისას, ან დაავადების უარყოფითი დინამიკის შემთხვევაში, ჩვეულებრივ რეკომენდირებულია ამ დაავადებების ქირურგიული გზით მკურნალობა, მხედველობის ფუნქციების სტაბილიზაციის მიზნით.

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 10 44 44

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

მისამართი: ჩაჩავას 1