Plasmon
შუა ყურის ანთება ანუ ოტიტი

თარიღი: 23 მაისი, 2018

ოტიტი ყურის ანთებაა, ყველაზე ხშირად გავრცელებულია შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი. მოზრდილებზე ხშირად პატარებში, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება. შუა ყურში ანთებითი პროცესის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, ზოგადი ინფექცია და ორგანიზმის იმუნური სტატუსის დასუსტება. შუა ყურის მწვავე ანთებას უმთავრესად ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები იწვევს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ზედა სასუნთქი გზების შეშუპებით მიმდინარე ალერგიული რეაქციები

შუა ოტიტისთვის დამახასიათებელია: 

ყურის ტკივილი - ძლიერად გამოხატული ან ეტაპობრივად მზარდი, რომელიც ზოგჯერ თავის შესაბამის ნახევარში ირადიაციას განიცდის;

დაგუბება და ხმაური ყურებში, რომელიც ხშირად პულსაციის შეგრძნებაში გადადის;

სმენის დაქვეითება;

სხეულის ტემპერატურის მომატება (ბავშვებში შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს);

დაფის აპკის ჰიპერემია 

დიაგნოსტიკა 

შუა ყურის ანთების დიაგნოსტირებისთვის ტარდება ოტოსკოპია,  რომლის დროსაც ხდება გარეთა სასმენ მილის და დაფის აპკის დათვალიერება.

სმენის დაქვეითების შემთხვევაში  ტარდება - აუდიომეტრია.

შუა ყურის ანთების ფორმები და მიმდინარეობა

შუა ოტიტი შესაძლებელია მიმდინარეობდეს როგორც მწვავედ ასევე ქრონიკულად .მწვავე ოტიტი გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს ცხვირიდან ან ცხვირ-ხახიდან ინფექციის შუა ყურში გავრცელების შედეგია. მწვავე ოტიტის სიმპტომებია მფეთქავი ტკივილი ყურში, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან (უმეტესად - პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ კი დაავადების პირველივე საათებში). ჩვილ ბავშვებში ხშირია მოუსვენრობა და ძილის დარღვევა  

ოტიტის დროს მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კონსულტაცია დაავადების დიაგნოსტირება.

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 10 44 44