თარიღი: 16 ნოემბერი, 2017
გვხვდება ერითროციტებში და გადამწყვეტი როლი აკისრია – უჯრედებს ჟანგბადით ამარაგებს. კვების რაციონში რკინით მდიდარი პროდუქტი ანემიისგან დაგიცავთ.
ერითროციტი ქსოვილებს ჟანგბადით ამარაგებს. რკინა ჰემოგლობინის მთავარი კომპონენტია. ორგანიზმი რკინას ითვისებს კვების რაციონიდან და ასევე ერითროციტებიდან. როცა ჟანგბადის, რკინისა და ერითროციტების დონე საკმარისი არაა, იზრდება ანემიის საფრთხე. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია: მტვრევადი ფრჩხილები, დაღლილობა, საერთო სისუსტე და სხვა.
რკინა სასარგებლოა იმუნიტეტისთვის და განსაკუთრებით ხანდაზმულთა იმუნური სისტემისთვის. ასაკის მატებასთან ერთად ზოგიერთი ადამიანის იმუნიტეტი სუსტდება. თუ ხანდაზმული, საკვები ნივთიერებებით მდიდარი რაციონით არ იკვებება, არსებობს რკინის დეფიციტის განვითარების საფრთხე. ამის გამო კი იმუნიტეტი სათანადოდ ვეღარ შეებრძოლება ინფექციებს. T ლიმფოციტი ინფექციებთან ბრძოლის მთავარი საშუალებაა და ლიმფოციტი სწორედ რკინით მდიდარ საკვებს საჭიროებს.
თუ ვარჯიშის მოყვარული ბრძანდებით გაითვალისწინეთ, რომ კვების რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ რკინა. ამ ჯადოსნური მინერალით მდიდარი პროდუქტი ფიზიკური აქტივობის შემდეგ დაღლილობის შეგრძნებისგან გაგათავისუფლებთ ან მის დონეს დააქვეითებს. რკინა ენერგიას შეგმატებთ. ის კუნთის ფუნქციობაზე დადებითად აისახება.
რკინა აუცილებელია თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის.
წყარო: https://kirurgia.ge