Plasmon
რატომ უნდა მივირთვათ თევზი?

თარიღი: 28 აპრილი, 2017

რატომ უნდა მივირთვათ თევზი?

თევზის წყალობით ორგანიზმი ითვისებს სასარგებლო ცილებსა და ვიტამინებს.

 

ის მდიდარია D ვიტამინით. D ვიტამინს კი მზის სხივების ვიტამინსაც  უწოდებენ, რომლის დეფიციტიც დეპრესიის განვითარებას უწყობს ხელს. ზამთარში მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის  ამ სასარგებლო ვიტამინის დეფიციტს.

 

თევზი ომეგა–3–ის საუკეთესო წყაროა. ომეგა–3 მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის დადებითად მოქმედებს ტვინსა და ნერვულ უჯრედებზე. თევზში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ იოდი, მინერალები და ვიტამინები. ხანდაზმულებში ამცირებს შემეცნებითი ფუნქციის დაქვეითების რისკს.

 

ომეგა–3 აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას, ზრდის საერთო ტონუსსა და ამტანობას, სასარგებლოა გულისთვის.

 

თევზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ხშირად მიირთმევს სწრაფი კვების პროდუქტებს, დიდი დოზით სვამს გაზიან და ტკბილ სასმელებს.

 

სხვა სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს ვკითხულობთ, რომ ცხიმიანი თევზი ანეიტრალებს იმ ზიანს, რომელსაც ორგანიზმი იღებს არაჯანსაღი პროდუქტებისგან.

 

მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად ძვალი სიმკვრივეს კარგავს. ძვლის სიმტკიცისთვის კალციუმია საჭირო. სწორედ თევზი შეიცავს დიდი დოზით კალციუმს. ეს გემრიელი პროდუქტი მდიდარია ცხიმოვანი მჟავით და ძალიან სასარგებლოა კანისა და თმისთვის. ომეგა–3 გიუმჯობესებთ გუნება–განწყობილებას. თევზი ჩინებულად ებრძვის დეპრესიას. თევზი აძლიერებს იმუნურ სისტემას. იმუნიტეტი მისი წყალობით უკეთ ებრძვის ინფექციებს. ხშირად მიირთვით ორაგული და სარდინი, რომელიც დაქვეითებული იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა.