თარიღი: 13 ივლისი, 2016
საფრთხე, რომელიც ქალს ზაფხულში ემუქრება...
ზაფხულის მზის აქტიურობა ქალბატონების უმრავლესობას საცურაო აუზებისა და ზღვის კურორტებისკენ უბიძგებს დასასვენებლად და გასარუჯად. აქტიურ დასვენებას რა სჯობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს აუზზე თუ ზღვაზე სიამოვნებასთან ერთად გარკვეული საფრთხეებიც შეიძლება ელოდებოდეთ. დასვენებისა და ზაფხულის `რელაქსის~ შემდეგ ხშირად ჩნდება პრობლემები, რომელთა გამოც ქალს ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი და ზღვისა და აუზის შემდგომ გაჩენილი ინფექციების გამო მკურნალობა უწევს. რა შეიძლება იყოს ამ პრობლემების მიზეზი? ხშირ შემთხვევაში დამნაშავე სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებია, რომლებსაც თეთრად შლა, ქავილი, წვა თუ დისკომფორტი ახასიათებთ. თუ ქალმა დროთა განმავლობაში ყურადღება არ მიაქცია არსებულ მდგომარეობას, სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს და ისეთ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა, მაგალითად: საშვილოსნოს დანამატების ანთებითი დაავადებები და აქედან გამოწვეული სხვა გართულებები , შებერილობა, საკვერცხეების ტკივილი და სხვა. მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც ექიმთან არასასურველ ვიზიტს აგარიდებთ:
თავი შეიკავეთ ინტიმური დეზოდორანტების გამოყენებისაგან, ნუ გამოიყენებთ პარფიუმერულ საპნებს, არომატიზირებულ საფენებს, და ნუ გამოიყენებთ ტამპონებს.
დაიცავით პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესები.
უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ `მსუნთქავ~ საცვლებს, სინთეტიკური თეთრეული ხომ ვენტილაციას აძნელებს.
დიდხანს არ გაიჩეროთ სველი საბანაო კოსტიუმი, რადგან თბილი და ტენიანი გარემო ხელს უწყობს სოკოვან-ბაქტერიული ანთებითი პროცესის აღმოცენებას.
პროფილაქტიკის მიზნით კი აუზზე ან ზღვაზე ყოფნის პერიოდში შეიძლება მიმართოთ ისეთი ანტისეპტიკური (გამწმენდი) საშუალებების გამოყენებას, რომლებიც თქვენს ორგანიზმში არსებულ ნორმალურ მიკროფლორას არ თრგუნავენ და სასქესო ორგანოებს წმენდენ მხოლოდ არასასურველი პათოლოგიური ბაქტერიებისაგან.
ასეთი პრეპარატებიდან შეიძლება გამოვყოთ, გერმანული კომპანია STADA-ს პრეპარატი ჰექსიკონი, რომლის აქტიური ნივთიერება დროით კარგად გამოცდილი ანტისეპტიკია და რომელიც გამირჩევა მაღალეფექტურობით, მაქსიმალური უსაფრთხოებითა და ხელმისაწვდომობით . ჰექსიკონი იმდენად უსაფრთხოა რომ მისი გამოყენება ასევე თავისუფლად შეიძლება ორსულობის პირველივე თვეებიდანაც კი , მშობიარობამდე და ლაქტაციის პერიოდის ჩათვლით (რაც ბევრი ვაგინალურად სახმარი საშუალებისათვის არ არის დასაშვები) - როცა აუზზე და ზღვაზე ყოფნის სურვილი დიდია, მაგრამ დაინფიცირების საფრთხე უფრო დიდია.. ასევე არ არის შეზღუდული ჰექსიკონის გამოყენების ხანგრძლივობა და ჯერადობა წლის მანძილზე პროფილაქტიკის მიზნით. ჰექსიკონი და მისი მსგავსი სხვა პრეპარატები კიდევ ერთი პრობლემის, კერძოდ, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან აცილებასა და მკურნალობაშიც დაგეხმარებათ. ასეთი პრეპარატები ეფექტურია და პროფილაქტიკისთვისაც გამოგადგებათ ისეთი მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა: ტრეპონემა, ქლამიდია, ურეოპლაზმა თუ ტრიქომონა. ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ ჩამოთვლილ მიკროორგანიზმებს მეტად სერიოზული პრობლემების გამოწვევა ძალუძთ. დაგვეთანხმებით, გაცილებით ადვილია ჰექსიკონით ჩატარებული ნაკლებხარჯიანი პროფილაქტიკის გზით თავიდან აიცილოთ ამა თუ იმ დაავადების განვითარება, ვიდრე შემდგომში ჩაიტაროთ ხანგრძლივი, ძვირი და რთული მკურნალობა.. თანაც შეუძლებელია იმის წინასწარ თქმა ან განსაზღვრა, თუ რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ეს უკანასკნელი ქალბატონისთვის.
და ბოლოს, თუ მკითხველს სურს, ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი პრეპარატის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება, შეუძლია ამ საიტის მისამართით, www.stada.ru ისარგებლოს. ჩვენ კი მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ დაავადების მკურნალობას, პროფილაქტიკური ზომების მიღება ჯობს, ხოლო, თუ პროფილაქტიკის მიუხედავად საკუთარმა ორგანიზმმა მაინც გამოგიგზავნათ მცირეოდენი, მაგრამ მაინც საეჭვო სიგნალები, გართულებების თავიდან ასაცილებლად არ დაიწყოთ თვითმკურნალობა და მიაკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.