Nuk
უფასო გასინჯვები
უფასო გასინჯვები

ქ. თბილისი, კრწანისის ქუჩა N12
თარიღი: 25/09/2024

GM PHARMA, რომლის მისიაც არის რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება, წელსაც უერთდება გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კამპანიას და უფასო სამედიცინო მომსახურებას გთავაზობთ!

 

თბილისში, კლინიკაში - New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი, ნებისმიერ მსურველს, 4 დღის განმავლობაში, სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია მიიღოს:

 

• კარდიოლოგთან კონსულტაცია,

• ელექტროკარდიოგრაფია,

• ექოკარდიოგრაფია (საჭიროებისამებრ)

 

გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი კარდიოვასკულური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა. კარდიოვასკულური დაავადებების გავლენას ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი განიცდის და ის მსოფლიოში სიკვდილიანობის N1 მიზეზია. თუმცა, გახსოვდეთ - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უმეტესობის პრევენცია დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით შესაძლებელია!

 

GM PHARMA-ს მხარდაჭერით, თბილისში უფასო კონსულტაცია და კარდიოლოგიური კვლევები, 26, 27, 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება.

 

აუცილებელია წინასწარ ჩაწერა -- ტელ: 0322 190190

 

მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისის ქუჩა N12, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“

 

 

GM PHARMA ემსახურება მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

 

ისარგებლეთ GM PHARMA-ს შეთავაზებით და იცხოვრეთ მშვიდი გულით