ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი არის სათაო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის, ეპიდზედამხედველობის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის მომსახურებაზე და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაზე.“ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულმა ცენტრმა” დღეს არსებული სახით ჩამოყალიბებამდე ხანგრძლივი და პროგრესული გზა განვლო. ცენტრი 1989 წელს დაარსდა “შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის” სახით და დაარსების დღიდან სათავეში უდგას ბატონი თენგიზ ცერცვაძე.ცენტრი აღჭურვილი იყო სამეცნიერო კვლევითი და კლინიკური ლაბორატორიებით, სადაც ხდებოდა აივ ინფექცია/შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა. წლების განმავლობაში ქვეყანაში აივ ინფექციის შემთხვევების ზრდის პარალელურად მიმდინარეობდა ,,შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის” განვითარება, ინერგებოდა უახლესი კვლევის ლაბორატორიული მეთოდები, კერძოდ:
1984 – ELISA and Immunophenotyping of CD3, CD4, CD8 lymphocytes
1985 – Western blot
1995 – Qualitative PCR (Polimerase Chain Reaction)
1996 – Quantitative PCR (Polimerase Chain Reaction)
1999 – HIV and HCV Genotyping
2004 – HIV Genotypic resistance testing
2001 წელს ,,შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი” გაერთიანდა ,,ინფექციური პათოლოგიის ცენტრთან” და ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება , ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”.,,სააქციო საზოგადოება, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” დაფუძნებულია ყოფილი სახაზინო საწარმოების “ინფექციური პათოლოგიის ცენტრის” და “შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის” ბაზაზე. იგი ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებაა. ყოფილი სახაზინო საწარმო “ინფექციური პათოლოგიის ცენტრი” დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა 1953 წლიდან, ხოლო ყოფილი სახაზინო საწარმო “შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი” - 1989 წლიდან. სააქციო საზოგადოება წარმოადგენს ყოფილი სახაზინო საწარმოების უფლებამონაცვლესა და სამართალმემკვიდრეს”.
ამჟამად ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე კვლევით-დიაგნოსტიკური ლაბორატორიებით აღჭურვილ ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკულ დაწესებულებას დსთ-ს ქვეყნებს შორის.
საქმიანობა
ცენტრი წარმოადგენს სამედიცინო პროფილის ლიცენზირებულ საწარმოს, რომლის ძირითადი საქმიანობის საგანია მიღებული ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა. ცენტრი არის ინფექციური დაავადებების, შიდსის, სხვადასხვა გენეზის იმუნოდეფიციტებისა და იმუნური სისტემის პათოლოგიის სხვა ფორმების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ქვეყანაში მათი დანერგვის საკითხების მაკოორდინირებელი, სამკურნალო-პროფილაქტიკური, სამეცნიერო, საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური და საორგანიზაციო-მეთოდური დაწესებულება.
სამედიცინო დახმარება (სტაციონარი, დღის სტაციონარი, პოლიკლინიკა, ბინაზე მომსახურების ბიურო).
სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო პროფილური დახმარება.
სამედიცინო დიაგნოსტიკა.
მოზრდილი მოსახლეობის და ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სამედიცინო დახმარება.
საექსპერტო სამედიცინო საქმიანობა.
სამეცნიერო-კვლევითი სამედიცინო საქმიანობა.
სამედიცინო პროფილაქტიკა.
ეპიდზედამხედველობა.
სამედიცინო რეაბილიტაცია.
საორგანიზაციო-მეთოდური საქმიანობა.
სანიტარული განათლება.
სამედიცინო უმაღლესი და საშუალო განათლება.
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება.
სააფთიაქო სტრუქტურის შექმნა და ფარმაცევტული საქმიანობა.
პოლიგრაფიული და საგამომცემლო საქმიანობა.
აუდიო-ვიდეო პროდუქციის წარმოება.
შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას და სამეცნიერო კვლევას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
აივ ინფექცია/შიდსი;
ვირუსული ჰეპატიტები, ჰერპესის ჯგუფის ვირუსებით გამოწვეული ინფექციები;
ინფექციური დაავადებები იმუნოკომპრომიტირებულ პირებში;
ორსულთა პათოლოგიის გამომწვევი და ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა თანდაყოლილი ინფექციები;
იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
აუტოიმუნური დაავადებები.
სტრუქტურა
აივ ინფექცია/შიდსი აღმოჩენის დღიდან მსოფლიოს უდიდეს პრობლემად ითვლება. იგი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს და მისი გავრცელების არეალი სულ უფრო მეტად ფართოვდება. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გაერთიანდა ამ დაავადებასთან საბრძოლველად, რაც გულისხმობს დაავადების გავრცელების შეჩერებას, დაავადებულთა მკურნალობასა და მოვლას. შიდსთან ბრძოლის გლობალურ პროცესში აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყანა. საქართველოში შექმნილია აივ ინფექცია/შიდსის კონტროლის სახელმწიფო სამსახური, იგი შედგება შემდეგი რგოლებისაგან:
აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პროგრამების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო (CCM) (თავმჯდომარე ქვეყნის პირველი ქალბატონი სანდრა რულოვსი);
შრომის, ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის სამინისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი;
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი;
აივ ინფექცია/შიდსის ნებაყოფილებითი კონსულტირებისა და ტესტირების ცენტრები საქართველოს 6 რეგიონში;
აივ ინფექცია/შიდსის რეგიონალური სადიაგნოსტიკო 64 ლაბორატორია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში.
,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრი" წარმოადგენს შიდსთან ბრძოლის ღონისძიებების განმახორცილებელ დაწესებულებას, სადაც სხვა ინფექციურ დაავადებებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აივ ინფექცია/შიდსს. შიდსის საწინააღმდეგო სამსახურს ცენტრის ტერიტორიაზე დათმობილი აქვს ცალკე შენობა და გააჩნია საკუთარი სტრუქტურა. რომელიც შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ადმინისტრაციული განყოფილება
სამეცნიერო განყოფილება
კლინიკური განყოფილება
ეპიდემიოლოგიური განყოფილება
მართვის სისტემების განყოფილება
კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია
ვირუსოლოგიის ლაბორატორია
მიკრობიოლოგიის ლაბორატორია
სეროლოგიის და კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორია
ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია