Plasmon
არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა - ბუნებრივი საშუალება წონის კლებისთვის

თარიღი: 14 ნოემბერი, 2023

არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა - ეს არის ნატურალური პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის მხოლოდ მცენარეული კომპონენტები.  პრეპარატს აქვს „ბიო“ ნიშანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ორგანული პროდუქტი, რაც მაღალი ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებელია.

არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა, როგორც პრეპარატის სახელწოდებიდან ჩანს, განკუთვნილია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. რა თქმა უნდა, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დღიური კალორაჟის შემცირების და ფიზიკური აქტივობის პარალელურად. ასევე მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.

არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის, ცხიმის დაშლის პროცესის დაჩქარებას, ორგანიზმიდან ტოქსინების და მავნე ნივთერებების, ჭარბი უჯრედშორისი სითხის გამოდევნას. ასევე პრეპარატის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ე.წ. „ფორთოხლის ქერქის“ პრევენცია, კანის და კანქვეშა ქსოვილების ელასტიურობის შენარჩუნება, ზოგადად ორგანიზმის ტონუსის და ენერგიის შენარჩუნება წონის კლების პარალელურად.

არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა წარმოადგენს 30 დღიან კურსს. მის შემადგენლობაში შედის დასალევი ხსნარი ამპულებში, რომლებიც განაწილებულია განსხვავებული შემადგენლობის და მოქმედების მიხედვით 3 ეტაპად: 1. დეტოქსი, 2. სტარტერი, 3. ბუსტერი.  

 

1 ეტაპი - დეტოქსი: ამზადებს ორგანიზმს წონის კლებისთვის - წმენდს მას ჭარბი სითხის, ტოქსინებისა და შლაკებისგან.

ბაბუაწვერას ფესვი - აქვს შარდმდენი ეფექტი. უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის და შლაკების გამოდევნას; შავი ანწლის ნაყოფი - ხელს უწყობს ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნას; შავი ბოლოკი - შეიცავს ორგანულ გოგირდს, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დრენაჟს, უზრუნველყოფს ტოქსინების ელიმინაციას.

2 ეტაპი - სტარტერი: გახდომის პროცესის დასაწყისი. ამ ეტაპზე ხდება ცელულიტის წარმოქმნის პროფილაქტიკა.

მატე - ხელს უწყობს ცხიმების დაშლას და მათ გარდაქმნას ენერგიად. აქვს მატონიზირებელი ეფექტი, დაგეხმარებათ, „გადატვირთოთ თქვენი ელემენტები“; კამის თესლი - ააქტიურებს ორგანიზმის დრენაჟულ ფუნქციებს, ხელს უწყობს ჭარბი სითხისა და ტოქსინების გამოდევნას; ყურძნის ექსტრაქტი - აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აძლიერებს ქსოვილებიდან ტოქსინების გამოყოფას; ანანასი - ხელს უწყობს ლოკალიზებული ჭარბი ცხიმის მოცილებას, ამცირებს „ფორთოხლის კანის“ შესახედაობას.

3 ეტაპი - ბუსტერი: გახდომის ძირითადი ფაზა. ამ ეტაპზე ხდება სხეულის ფორმების ჰარმონიზება, დაგროვილი შლაკების გამოდევნა, ენერგეტიკული ბალანსის და ორგანიზმის ტონუსის აღდგენა.

მწვანე ჩაი - გამოიყენება მხოლოდ არაფერმენტირებული ჩაის ახალგაზრდა ფოთლები, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმის ბუნებრივ მეტაბოლიზმს; გუარანა - აძლიერებს ცხიმის წვის პროცესს; ქაფურა - ხელს უწყობს ჭარბი სითხისა და შლაკების გამოყოფას ორგანიზმიდან; მწვანე ყავის მარცვლები - ეხმარება ორგანიზმს ენერგეტიკული ბალანსის და ტონუსის აღდგენაში.

 

არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა რეკომენდებულია მხოლოდ მოზრდილთათვის; მიიღება 1 ამპულა გახსნილი ½ ჭიქა წყალში ან ხილის წვენში, აუცილებელია ეტაპების თანმიმდევრობის დაცვა.

არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა წარმოებულია საფრანგეთში, კომპანია არკოფარმას მიერ.

 

არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34

საიტზე https://arkopharma.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 599 09 09 09