თარიღი: 07 თებერვალი, 2025
სიახლე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე – აშვა ანტი-სტრესი – ბუნებრივი ანტისტრესული და დამამშვიდებელი საშუალება ჰარმონიის აღსადგენად!
სტრესი ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციაა ყოველდღიურ გარე გამღიზიანებელზე, ყოფით გამოწვევებზე. თუმცა, ხანგრძლივი და ძლიერი სტრესი გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე, ამიტომ მასთან დროულად გამკლავება მნიშნელოვანია.
აშვა ანტი-სტრესი GM PHAღMA-ს გერმანული ხარისხის, ინოვაციური საშუალებაა და კარგი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც სტრესის წინააღმდეგ მსუბუქ და ბუნებრივ საშუალებას ეძებს.
ინდური აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტისგან და სხვა ბუნებრივი კომპონენტებისგან მიღებული ინოვაციური კომბინაციის საშუალებით, აშვა ანტი-სტრესი მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვას და გაღიზიანებას, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ნებისმიერი მიზეზით განპირობებული სტრესის, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მიმართ და რაც მთავარია, არ იწვევს შეჩვევას!
მიიღეთ აშვა ანტი-სტრესი, თუ გაქვთ:
• სტრესი და მომატებული გაღიზიანებადობა
• შფოთვა
• ზოგადი სისუსტე, ასთენია
• შრომისუნარიანობის დაქვეითება
• ძილის დარღვევები
• მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
• მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება
აშვა ანტი-სტრესის მიღება რეკომენდებულია 18 წლის ასაკიდან - 1 კაფსულა დღეში, ერთჯერადად, კვების დროს.
სტრესმა, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ თუ მდგომარეობასთან დამოუკიდებლად გამკლავება გიჭირთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
აშვა ანტი-სტრესი– ყოველდღიურ სტრესთან გასამკლავებლად!
მოიკითხეთ პსპ-სა და სხვა ძირითად სააფთიაქო ქსელებში