თარიღი: 23 დეკემბერი, 2021
თუ თქვენს პატარას ალერგია აწუხებს, იცოდეთ, რომ ერთეული გამონაკლისი არ ხართ. ალერგიული დაავადებები მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად მატულობს. დღეისთვის მსოფლიო მოსახლეობის 30%-40% ალერგიულია სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ. ალერგიული რეაქცია თავს იჩენს სხვადასხვა სიმპტომით: ქავილი, გამონაყარი, სურდო, თვალების გაწითლება, შეშუპება, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა. ალერგია ვლინდება სხვადასხვა დავაადების სახით: ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, ასთმა, ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და ანაფილაქსიური შოკი.
ატოპიურ დერმატიტზე უფრო დეტალურად ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბიძინა კულუმბეგოვი გვესაუბრება.
- რა ტიპის დაავადებაა ატოპიური დერმატიტი?
- ალერგია
ძალიან ხშირია ადრეულ ასაკშიც და ამ პერიოდში ის უმეტესად ატოპიური დერმატიტის სახით ვლინდება. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ - ეგზემა, ნეიროდერმატიტი, დიათეზი. ატოპიური დერმატიტის მანიფესტაცია აუცილებლად ხდება 2 წლამდე, უხშირესად იწყება 1 წლამდე ასაკში და მისი გავრცელების სიხშირე ბავშვებში 9-10%-მდე მერყეობს.
ატოპიური დერმატიტი ეს არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება - რომელიც გამოიხატება კანის სიმშრალით, ქავილით, სიწითლით. დაავადებას ახასიათებს სიმპტომების პერიოდული გამწვავება.
- რა იწვევს ატოპიურ დერმატიტს?
- ატოპიური დერმატიტის შემთხვევების 80%-ში ვითარდება იმ ბავშვებში, რომელთაც ცილა ფილაგრინის დეფიციტი აღენიშნებათ. ეს არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია კანში წყლის შეკავებაზე და, შესაბამისად, კანის დატენიანებაზე. სწორედ კანის არასრულფასოვნება, ბარიერის დარღვევა, იწვევს ატოპიური დერმატიტის მახასიათებელ ყველა სიმპტომს: სიმშრალეს, ქავილს, სიწითლეს
(ჰიპერემიას).
ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ კვებითი ან კონტაქური ალერგია ამ შემთხვევაში არის მდგომარეობის გამამწვავებელი და არა - გამომწვევი.
- ყველაზე ხშირად კანის რომელ უბნებზე ვლინდება ატოპიური დერმატიტის სიმპტომები?
- გამოყოფენ ატოპიური დერმატიტის 3 ასაკობრივ ჯგუფს: ჩვილები - 0-2 წლამდე, ბავშვთა ასაკი - 2-დან 12 წლამდე და მოზრდილებში - 12 წლის ზემოთ.
ყოველ მათგანს განსხვავებული ნიშნები და ლოკალიზაცია ახასიათებს.
ახალშობილთა ფორმის დროს პროცესი ძირითადად ლოკალიზებულია სახის და თავის არეში _ აღინიშნება ლოყების სიმშრალე, აქერცვლა, ჰიპერემია, თავის არეში გნეისი (ქერქები). შესაძლოა კანის სიმშრალე და ჰიპერემია გამოხატული იყოს კიდურების გამშლელ ზედაპირებსა და სხეულზე. დაავადების გამწვავება ხშირად ვლინდება დამატებითი კვების დაწყებისას.
ბავშვთა ფორმას (2-12 წელი) ახასიათებს პროცესის ლოკალიზაცია უპირატესად კიდურების მომხრელი ზედაპირის კანზე, ყელზე, იდაყვის და მუხლის ფოსოებში და მტევნის ზურგზე.
შემთხვევათა 90 -93%-ში დაავადება 12 -13 წლის ასაკამდე უკუგანვითარდება და მხოლოდ 7-8% გადადის მოზრდილთა დერმატიტში. ამ შემთხვევაში მისი მართვა მთელი ცხოვრების განმავლობაშია საჭირო.
- როგორ ხდება დაავადების მკურნალობა?
- ატოპიური დერმატიტის მკურნალობის ძირითადი პრინციპი დაფუძნებულია კანის სწორ მოვლაზე, სრულფასოვან დატენინებასა და გამწვავებების მკურნალობაზე. რაც უფრო სრულფასოვანია კანის მოვლა, მით უფრო იშვიათია დაავადების გამწვავება, რომლის მკურნალობაც უფრო რთულია.
მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება მხოლოდ გამწვავებების დროს და მიმართულია გამოხატული სიმპტომების საწინააღმდეგოდ. თუ პაციენტს აღენიშნება ქავილი, გამოიყენება პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ქავილს. ადგილობრივი ჰორმონალური, იგივე სტეროიდული კრემები და მალამოები ან სტეროიდის ძალის არაჰორმონული კრემები (მალამოები) გამოიყენება მხოლოდ გამწვავების დროს გარკვეულ უბნებზე ხანმოკლე დროით. მათი არჩევა და დოზირება უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ.
- როგორც აღნიშნეთ, ატოპიური დერმატიტის მკურნალობაში მთავარი როლი კანის სწორ მოვლას ენიჭება. რას ნიშნავს კანის სწორი მოვლა?
- თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ ატოპიური დერმატიტის დროს აუცილებებლია კანის ყოველდღიური ჰიგიენა. ეს გულისხმობს აბაზანის მიღებას ყოველდღე თბილი წყლით. აბაზანის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10-12 წუთი, რადგან ხანგრძლივი აბაზანა კანს მეორადად გამოაშრობს. აბაზანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული კანის დამატენიანებელი საშუალება, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი უკეთესად შეიწოვება და გაცილებით ეფექტურია.
ასევე კვლევებით არის დადასტურებული, რომ ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკის მქონე ბავშვებში კანის სრულფასოვანი დატენიანების ადრეული დაწყება ხელს მის განვითარების.
- როგორ უნდა შევარჩიოთ კანის დამატენიანებელი საშუალებები სწორად?
- კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი საშუალება არის რამდენიმე სახის: ემოლენტები (ლუბრიკანტები) - მცენარეული ცხიმები და ეთერზეთები, ოკლუზიური ნივთიერებები - ვაზელინი, პარაფინი, ცვილი, ჰუმექტანტები - შარდოვანა, რძის მჟავა, გლიცერინი.
ჩვენს ბაზარზე არის ამ საშუალებების დიდი არჩევანი, მაგრამ მათ შორისაც საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება. მოვლის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით, ბოლო პერიოდში ერთი სასიამოვნო სიახლე გვქონდა. ეს არის ბრენდი „სეტაფილი", რომელსაც აქვს 70-წლიანი გამოცდილება კანის მოვლის საშუალებების შექმნაში და ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. „სეტაფილის" მწარმოებელი კომპანია „გალდერმა" მსოფლიო ლიდერია დერმატოლოგიური პრეპარატების და მოვლის საშუალებების შექმნაში. ბრენდს აქვს სპეციალური ხაზი - Cetaphil Pro Eczema შექმნილი ატოპიისადმი მიდრეკილი კანის მოსავლელად. ის აერთიანებს ორ პროდუქტს: Cetaphil Pro Eczema ტანის დასაბანი საშუალება და Cetaphil Pro Eczema დამატენიანებელი ლოსიონი. იგი განსხვავდება სხვა მსგავსი პროდუქტებისგან იმით, რომ მის შემადგენლობაში, გარდა დამატენიანებელი ინგრედიენტებისა, შედის ცილა ფილაგრინის შემადგენელი ნივთიერებები. ეს სწორედ ის ცილაა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანში წყლის შეკავებაზე და კანის დატენიანებაზე. ასევე შეიცავს ხელოვნურ კერამიდებს. სწორედ მათი საშუალებით Cetaphil Pro Eczema ხელს უწყობს კანის უჯრედების და ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ჰიდრატაციის გაუმჯობესებას. პროდუქტები გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს ქავილსა და სიწითლეს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ გავრცელებულ პრობლემასთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გამწვავებების სწორი მკურნალობა, რომელიც აუცილებლად უნდა მართოს სპეციალისტმა, ისე კანის სრულფასოვანი მოვლა და დატენიანება. კანის მოვლის დროს უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია როგორც დასაბანად, ასევე დასატენიანებლად, რომელიც გააუმჯობებესებს კანის მდგომარეობას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გამწვავების სიხშირეს და ინტენსივობას.