თარიღი: 23 თებერვალი, 2023
ადამიანის ორგანიზმი ფუნქციურად შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად, ეს არის: ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემა, მისი პოლარული მხარე - ნივთიერებათა ცვლის სისტემა და მათი გამაწონასწორებელი რიტმული სისტემა, რომელიც შეიცავს გულსა და ფილტვებს. ჯანმრთელობა სწორედ, რომ ამ სისტემებს შორის ჰარმონიული დამოკიდებულებაა. ამ ორი საპირისპირო პოლუსის ურთიერთშეთანხმებით ვითარდება მეხსიერება.
ადამიანი თავისი აღქმის ორგანოების საშუალებით უკავშირდება გარემოს. გარემო გარკვეული შთაბეჭდილებებით ზემოქმედებს მასზე. ეს შთაბეჭდილება მოქმედებს ადამიანზე, შემოიჭრება და გაშინაგნდება მასში. მიღებული ინფორმაცია ზემოდან ქვემოთ ჩაიძირება და ინახება. მისი შენახვის ადგილი არის არა ტვინი, არამედ ნივთიერებათა ცვლა. ის შთაბეჭდილება, რომელიც ადამიანმა თავის გრძნობის ორგანოების საშუალებებით გარემოდან აღიქვა, დავიწყებული უნდა იყოს. ეს პროცესი ათავისუფლებს ტვინში ადგილს ახალი ინფორმაციისა და შთაბეჭდილებისთვის. საჭიროების შემთხვევაში ის ამოტანილ უნდა იყოს ცნობიერებაში და ეს არის გახსენება. ტვინი, რომ მუდმივად ინახავდეს ინფორმაციას, ის ვერ შეძლებდა მის დავიწყებას და მუდმივად ცხადში ექნებოდა. ამით საფუძველი მიეცემოდა პათოლოგიის ჩამოყალიბებას. მეხსიერება არის სუფთად ადამიანური თვისება, რომელიც დავიწყებისაგან და გახსენებისაგან შედგება. მეხსიერების გარეშე ადამიანი არის წარსულისა და ისტორიის გარეშე, რომელიც მხოლოდ აწყმოზეა ორიენტირებული. მეხსიერება შემოდის დაახლოებით 2,5-3 წლის ასაკისთვის ანუ როდესაც ყალიბდება ადამიანური არსების ინდივიდუალობა, მისი ,,მე’’. ის საფუძველს უყრის თვითცნობიერების ჩამოყალიბებას. მაგალითად, როდესაც მე ვუყურებ ხეს, ის ახდენს ჩემს ემოციაზე, სამშვინველზე შთაბეჭდილებას. ხის ხატი რჩება ჩემს ცნობიერებაში ისე ცხადად, როგორც რეალობაშია. რაღაც დროის შემდეგ ის იძირება დავიწყებაში და უერთდება ჩემს მშვინვიერ ცხოვრებას, ე.ი. ხდება გაშინაგნება, მონელება - ზუსტად ისე, როგორც საკვები მოინელება. გახსენების დროს ის ამოტივტივდება ჩემს ცნობიერებაში და რადგან ჩემში გაშინაგნდა ანუ ჩემ შინაგან სამყაროს შეუერთდა, გახსენებისას ობიექტურ ინფორმაციას ახლავს ჩემი სუბიექტური განცდებიც. შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად გამდიდრებულია. ხანდახან ძალიან ძნელია რაიმეს გახსენება. საჭიროა მთელი ნებელობის დაძაბვა. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ რაიმეს გახსენება გინდათ ძაბავთ ხელებსა და ფეხებს, ბავშობაში ბევრ ჩვენთაგანს აღმოუჩენია, რომ სიარულისას ლექსს ადვილად სწავლობს. სამკურნალო პედაგოგიური მითითებიდან გამომდინარე, როდესაც ბავშვს აქვს მეხსიერების პრობლემა, სიარულისას ან სირბილისას უნდა დავამახსოვრებინოთ.
ამრიგად, ეს ადამიანური თვისება - მეხსიერება - ორი მნიშვნელოვანი, ურთიერთსაპირისპირო, ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირებული პროცესისგან შედგება, ეს არის დავიწყება და გახსენება. როდესაც თანხმობა მათ შორის ირღვევა, ცალ-ცალკე ან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ნივთიერებათა ცვლა და კიდურები სუსტია.
გახსენება და დავიწყება არა მარტო ფსიქოლოგიური ურთიერთკავშირების საქმეა, არამედ ის შეიძლება ორგანულ ნივთიერებებზე იყოს დამოკიდებული. ეს არის - ორგანიზმში ცილის მდგომარეობა. ცილა უმნიშვნელოვანესი ნაერთია, რომელიც სიცოცხლის საწყისს წარმოადგენს. ცილას გარკვეული კავშირი აქვს ორგანიზმის მეხსიერებასთან, კერძოდ, ორგანიზმის უნარი მსგავსის წარმოქმნის და იმუნური მეხსიერება. ცილას თვისება შეუკავშირდეს გოგირდს ან რკინას იწვევს ცნობიერების განვითარებას. ცნობიერება დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლასთან და პირიქით, ამის დამამტკიცებლად ორი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, ეს არის ფენილკეტონურია და ცელიაკია.
ფენილკეტონურიის დროს ღვიძლის ერთ-ერთი ენზიმის ნაკლოვანებაა, რომელსაც ჩვეულებრივ ცილის ერთ-ერთი ნაწილი - ფენილალანინი გადაყავს თიროზინში. ფერმენტის ნაკლოვანების დროს თიროზინი აღარ მიიღება და ფენილალანინის რაოდენობა იმატებს სისხლსა და თავ-ზურგტვინის სითხეში. მისი გამოყოფა ხდება შარდის გზით ფენილპირო ყურძნისმჟავის სახით. ასეთი ბავშები თავიდან ჯანმრთელები არიან, მაგრამ თუ შემდგომში ზომები არ იქნება მიღებული, განვითარდება ძლიერი გონებრივი ჩამორჩენა.
ცელიაკიის დროს ვერ ხდება მარცვლოვანი კულტურის ნახშირწყლების მონელება. ამ დროს ბავშვებს, ცხოვრების მე-2 წლიდან ეცვლებათ გუნებ-განწყობა, ზნე. მანამდე თუ იყვნენ მხიარულები, მერე ხდებიან ჯუჯღუნები და დეპრესიულები. ასეთი ბავშვი არის ძალიან გამხდარი, ჩამოკიდებული მუცლით და დიდი რაოდენობით განავლით. იქმნება შთაბეჭდილება რომ ბავშვი დაკარგულია ნივთიერებათა ცვლაში.
ცილის უნარი დაუკავშირდეს გოგირდს ან რკინას, განაპირობებს ორი კონსტიტუციური ტიპის ჩამოყალიბებას: ეს არის გოგირდოვანი და რკინის შემცველი ბავშვები.
გოგიროვანი ბავშვები ღია შეფერილობისანი არიან. მათთან გაძლიერებულია მეხსიერების დავიწყების ფაზა ანუ სუსტია გახსენების ფაზა. ასეთ ბავშვებთან ინფორმაციის დავიწყების პროცეში შეიძლება შევადაროთ ჭაობში ქვის ჩავარდნასთან, რომლის ამოღება თითქმის შეუძლებელია. ისინი აღზნებულები და მოუსვენრები არიან. სახლში თუ სკოლაში ყველაფერს ანგრევენ. ხანდახან მათ აქვთ სიწყნარისა და აპათიურობის ეპიზოდებიც, მაგრამ ამ დროსაც შინაგანად ძალიან აქტიურები არიან. მოუხერხებლობა მათი მთავარი ნიშანია. მათ ლატენტური რისხვა აქვთ, რომელიც შეტევებისას გამოვლინდება.
რკინის შემცველი ბავშვები შავგრემნები არიან, მათთან სუსტია დავიწყების ფაზა. მათ ახასიათებთ აკვიატებული აზრები. როდესაც უნდათ რაღაც, ამის გამო მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ იწუწუნონ და მოითხოვენ მანამ, სანამ საწადელს ვერ მიაღწევენ. ამ კონსტიტუციური ტიპის უკიდურესი ფორმა უკვე სამკურნალო პდაგოგიური სფეროს ნაწილია. ასეთი ბავშვები გაღვიძებისას რა შთაბეჭდილებასაც მიიღებენ, შეუძლიათ მთელი დღე ეს იმეორონ, ან მთლი დღე ტანსაცმელი ჩაიცვან-გაიხადონ.
ორივე კონსტიტუციას სხვადასხვა მიმართება აქვს სინათლის მიღებასთნ. პიგმენტი ორგანიზმს იცავს სინათლისაგან. სინათლის აღქმა ხდება თვალით, რომელიც ცნობიერი პროცესია, რომელიც თავთანაა კავშირში და ეს არის დაპირისპირება ანუ ანტიპათია. სინათლის მიღება ხდება კანიდანაც და ეს არის ქვეცნობიერი სიმპათია, რაც გამოიხატება ნივთიერებათ ცვლაში(კანის ანთება). ქერებთან ნივთიერებათა ცვლასთან კავშირი უფრო ძლიერია, ე.ი. არაცნობიერი, ხოლო ცნობიერი პროცესი - კავშირი თვალთან - სუსტი. ეს ყველაფერი პირიქითაა შავგრემნებთან.
ასეთ ბავშვებთან თერაპიის მნიშვნელოვანი კომპონენტია კვების ხასიათი.
გოგირდოვან ბავშვებთან აქცენტი უნდა გაკეთდეს მარილიან, ფესვისმიერ საკვებზე, უნდა აიკრძალოს ციტრუსები და ისეთი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს გოგირდს.
რკინის შემცველ ბავშვებთან რაციონში უნდა იყოს დიდი რაოდენობით ხილი და არომატული ნივთიერებები.