თარიღი: 31 ივლისი, 2023
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებულია ახალი მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ალფა-გალის სინდრომის შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე.
რა არის ალფა-გალი?
ალფა-გალი (გალაქტოზა-α-1,3-გალაქტოზა) არის შაქრის მოლეკულა, რომელიც გვხვდება ძუძუმწოვრების უმეტესობაში. ითვლება, რომ ტკიპები, რომლებიც იწვევენ ალფა-გალის სინდრომს, ატარებენ ალფა-გალის მოლეკულებს იმ ცხოველების სისხლიდან, რომლებსაც ისინი ჩვეულებრივ კბენენ
როგორია AGS-ის სიმპტომები?
ალფა-გალის სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გამოვლინებებით:
- ჭინჭრის ციება ან ქავილი გამონაყარი
- ტუჩების, თვალის ქუთუთოების, ენისა ან ხორხის შეშუპება
- ცემინება, სურდო
- გულისრევა ან ღებინება ან დიარეა
- მუცლის ძლიერი ტკივილი
- ხველა, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
- თავბრუსხვევა, თვის ტკივილი, სისუსტე, მიბნედილობა
- არტერიული წნევის ვარდნა
სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ხორცის ან რძის პროდუქტების, ან ალფა-გალის შემცველი სხვა პროდუქტების (მაგალითად, ჟელატინის შემცველი მედიკამენტების) მიღებიდან 2-6 საათის შემდეგ.
AGS-ის რეაქციები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასვა ადამიანებსთვის და შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან მძიმემდე ან სიცოცხლისთვის საშიშამდეც კი. ანაფილაქსიის დროს (სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში რეაქცია, რომელიც მოიცავს მრავალ ორგანოთა სისტემას) საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა ალფა-გალის სინდრომი?
AGS -ის დიაგნოსტირება ხდება ალერგოლოგის მიერ პაციენტის დეტალური ისტორიის, ფიზიკური გამოკვლევისა და სისხლის ტესტის მეშვეობით, რომელიც იკვლევს სპეციფიურ ანტისხეულებს (თქვენი იმუნური სისტემის მიერ წარმოებულ ცილებს) ალფა-გალის მიმართ სისხლის შრატში.
რა შეგვიძლია გავაკეთო ალფა-გალის სინდრომის თავიდან ასაცილებლად?
ზოგადად ტკიპების ნაკბენის პრევენცია მნიშვნელოვანია ტკიპისმიერი დაავადების პროფილაქტიკისთვის და შესაძლოა შეამციროს AGS-ის განვითარების შანსებიც.
- მოერიდეთ ბალახიან, გაუვალ ადგილებს, სადაც შეიძლება იყოს ტკიპები
- დაამუშავეთ ტანსაცმელი და ხელსაწყოები პერმეტრინით, თუკი მოგიწიათ ბუნებაში მუშაობა
- გამოიყენეთ გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ (EPA) რეგისტრირებული მწერების საწინააღმდეგო საშუალებები
ბუნებაში ყოფნისას ატარეთ შარვლები და გრძელსახელოებიანი მაისურები
სახლში დაბრუნებისას :
დაათვალიერეთ სამოსი ტკიპების შემცველოვაზე
მიიღეთ შხაპი და და დაითვალიერეთ სხეული
თუ ხედავთ მიმაგრებულ ტკიპას, დაუყოვნებლივ ამოიღეთ იგი პინცეტით და ადგილი ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით
დაამუშავეთ თქვენი შინაური ცხოველები და ეზო ტკიპებზე
წყარო: www.cdc.gov