Plasmon
ონკოლოგიურ დაავადებათა ინტეგრაციული თერაპია

თარიღი: 02 აგვისტო, 2020

სტატიის ავტორიექიმი თამარ ვაშაკიძე

კიბო არის დაავადება, რომელიც წარმოადგენს უამრავი სპეციალისტის მრავალმხრივი კვლევისა და შესწავლის საგანს, რადგან ამ დაავადებას სოციალური თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ავადმყოფობა დაავადებულ ადამიანს სცდება და მისი ოჯახის წევრებს და მეგობართა წრესაც მოიცავს, მას თან ახლავს შიშის და ტრაგედიის განცდა.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კვლევის შედეგად დიდი მიღწევებია მედიცინაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს დაავადება იშვიათი გამონაკლისების მიუხედავად დაუძლეველ პრობლემად რჩება.

ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კონვენციონალურ მედიცინაში მიღებულ მყარად განსაზღვრულ მიდგომასთან და მკურნალობის სქემებთან ერთად, რაც დაავადებას ითვალისწინებს და არა დაავადებული ადამიანის ინდივიდუალურ თვისებებს, მოთხოვნილებებს და საჭიროებებს, მკურნალობის პროცესში გამოყენებულ იქნასინტეგრაციული ’’ მიდგომა. ინტეგრაციული ნიშნავს ყველა კონკრეტული სიტუაციისთვის აზრიანი თერაპიული ღონისძიების ერთად თავმოყრას და დაავადების წინააღმდეგ შეძლებისდაგვარად მრავალი მხრიდან შეტევას. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი წარმატებული გამოსავალი.

კიბო შეიძლება ბევრი რამ იყოს: დაავადება, ბედისწერა, შანსი, ცხოვრების დრამა ან ტრაგედია, ბიოგრაფიული გარდატეხის წერტილი. მიუხედავად ყველაფრისა, კიბო არის ბიოლოგიური პროცესი, რაც ცხოვრებას მიეკუთვნება. ადამიანის სხეულში დღის განმავლობაში მილიონობით უჯრედი კვდება, მათი ჩანაცვლება ხდება ახლით. უჯრედები მრავლდებიან და შვილეულ უჯრედებს გადასცემენ მემკვიდრეულ ინფორმაციას. ამ მასშტაბურ პროცესში ხდება შეცდომებიც და არანორმალური, სიმსივნური უჯრედებიც წარმოიქმნება. იმუნური სისტემა მათ ამოიცნობს და ანადგურებს, მაგრამ თუ გადაგვარებული უჯრედები ბევრია, ან იმუნური სისტემა არის სუსტი, ის ამ ბრძოლაში წაგებული რჩება და ერთეული სახეშეცვლილი უჯრედი სიმსივნის განვითარებას უდებს საფუძველს. ეს პროცესი ბევრი ფაქტორით შეიძლება იქნას ხელშეწყობილი. ასეთი გარეგანი ფაქტორებია მაგ. შემცირებული მიკროელემენტების, ვიტამინების, სასარგებლო საკვები ნივთიერებების მიღება. ალკოჰოლი, ნიკოტინი, საკვების მავნე დანამატები, დაბინძურებული გარემო, ვირუსები. შინაგანი ფაქტორებია: სტრესი, ემოციური დატვირთვა, ქრონიკული გადაღლა. ასევე ცნობილია ზოგიერთი სიმსივნის მემკვიდრეული ხასიათი.

კიბოთი დაავადება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სიმსივნე. ეს დაავადება ერთი ორგანოს ფარგლებს სცდება და მთელ ადამიანს მოიცავს, მის არა მხოლოდ ფიზიკურ დონეს, არამედ ემოციურ და სულიერ სფეროსაც. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ თანადგომას, რათა შენარჩუნდეს შინაგანი წონასწორობა და სიმშვიდე.

სასკოლო მედიცინის მიზანია სიმსივნის განადგურება. ამისათვის 3 კლასიკურ ხაზს იყენებს: მეტალს(სკალპერი), სხივს(რადიაციული თერაპია) და ქიმიას (ქიმიოთერაპია). ამ მეთოდებთან დაკავშირებით არსებობს დიდი გამოცდილება და კვლევების შედეგებზე დაყრდნობილი სტატისტიკა.

ოპერაცია სასურველია შეძლებისდაგვარად რადიკალური იყოს. შემდგომი ქიმიოთერაპია მოწოდებულია დარჩენილი პათოლოგიური უჯრედების გამრავლება-გავრცელების საწინააღმდეგოდ. რადგან მისი მოქმედება მთელ ორგანიზმზე ვრცელდება, კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დანიშვნის რეჟიმი. ადგილობრივი რეციდივის პროფილაქტიკისთვის , ან დარჩენილი სიმსივნის დესტრუქციისთვის გამოიყენება სხივური თერაპია. მისი ზემოქმედებით სამწუხაროდ პათოლოგიურ კერასთან ერთად მიმდებარე ჯანსაღი ქსოვილებიც ზიანდება. ჩატარებული ღონისძიებების შედეგის შენარჩუნებისთვის შედარებით ხანგრძლივად ინიშნება ჰორმონოთერაპია ან იმუნოთერაპია.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმსივნის გამანადგურებელ თერაპიას თან ახლავს არასასურველი გვერდითი მოვლენები და თანმხლები გართულებები, რაც პაციენტის ზოგად მდგომარეობას თრგუნავს , აუარესებს როგორც იმუნურ სისტემას, ისე გუნება-განწყობილებას. ამიტომაც თანამედროვე ონკოლოგიაში კონვენციონალური მეთოდი განივრცობა კომპლემენტარული მეთოდებით. მათ შორის ანთროპოსოფიული მედიცინა მოწინავე ადგილზეა. როგორც სამეცნიერო კვლევებით, ისე ექიმების და პაციენტების ხანგრძლივი პოზიტიური გამოცდილებით დასტურდება მისი ეფექტურობა. ეს მეთოდი არ არის ალტერნატიული, არამედ განავრცობს სასკოლო მედიცინას.

ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანს ანთროპოსოფიული მედიცინა სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ , ისე არამედიკამენტოზურ თერაპიებს. ცენტრალური სამკურნალო საშუალებაა მცენარე ფითრი. უკვე ასწლიანი ევროპული გამოცდილების არის ფითრის წვენისგან ქარხნული წესით დამზადებული შვეიცარული წარმოების კანქვეშ საინექციო ამპულები ისკადორი. არსებობს აგრეთვე გერმანული წარმოების ფითრის სხვა პრეპარატები: აბნობა, ისკუცინი ან ჰელიქსორი.

ფითრის ექსტრატში არსებული აქტიური ნივთიერებები (ლექტინები და ვისკოტოქსინი) ციტოტოქსიურია, პათოლოგიურად შეცვლილი უჯრედების აპოპტოზს იწვევს , ამით ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედთა ზრდას და გავრცელებას. ამდენად ფითრის პრეპარატები ეხმარება კონვენციალურ მეთოდებს მიზნის მიღწევაში (სიმსივნის განა დგურებაში), და ამავე დროს იმის გამო, რომ მათ იმუნომოდულატორული მოქმედება აქვთ, პაციენტის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს. ძლიერდება ორგანიზმის ბრძოლის უნარი.ფითრით თერაპია ხელს უწყობს ენდორფინების გადმოტყორცნას, რისი წყალობითაც უკან იხევს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, უძილობა, უმადობა, ტკივილი. უმჯობესდება გუნება-განწყობილება. მსუბუქდება ქიმიოთერაპიის თანმხლები გვერდითი მოვლენები და შესაძლებელი ხდება ქიმიოთერაპიის სრული კურსის გავლა.

ფითრის პრეპარატების დანიშვნა და დოზირების რეჟიმის წარმართვა ხდება შესაბამისი გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. მკურნალობის დაწყება სასურველია დიაგნოზის დასმისთანავე და გრძელდება როგორც ქიმიოთერაპიის პარალელურად, ისე მისი დასრულების შემდეგაც რეციდივის პრევენციისთვის. არამედიკამერტოზური თერაპიები: სამკურნალო ევრითმია, ხელოვნებითი თერაპია, რიტმული მასაჟი და მრავალფეროვანი გარეგანი ზემოქმედებები შესაძლებელს ხდის, რომ