ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი მასის შემცირებითა და ძვლოვანი ქსოვილის მიკროარქიტექტურის რღვევით, რაც იწვევს მოტეხილობის რისკის გაზრდას. ოსტეოპოროზი ვითარდება, როდესაც ძვლოვანი მასა მცირდება იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ორგანიზმს შეუძლია განაახლოს იგი. შედეგად ძვალი ხდება მყიფე, მსუბუქი ტრავმა ან დაცემაც საკმარისია მოტეხილობის მისაღებად.
ოსტეოპოროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს მოტეხილობის განვითარებამდე - იგი „ჩუმი დაავადებაა“. ოსტეოპოროზი აზიანებს ყველა ძვალს ორგანიზმში, თუმცა ყველაზე ხშირად მოტეხილობები ვითარდება ხერხემალში, მაჯისა და ბარძაყის ძვლებში. ხშირია მენჯის, წინამხრის და მცირე წვივის ოსტეოპოროზული მოტეხილობები. ხერხემლისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა სიკვდილობის მაღალ რისკთანაა ასოცირებული - პაციენტების 20% იღუპება ბარძაყის ყელის მოტეხილობიდან 6 თვის განმავლობაში.
ოსტეოპოროზი - გავრცელებული დაავადებაა - მსოფლიოშიოსტეოპოროზული მოტეხილობაყოველ 3 წამში ერთხელ ვითარდება, 50 წ ასაკის ზემოთ ყოველ მესამე ქალს და ყოველ მე-5 მამაკაცს უვითარდება ოსტეოპოროზული მოტეხილობა. ქალებში ოსტეოპოროზის რისკი ძუძუს, საკვერცხის ან საშვილოსნოს კიბოს რისკზე უფრო მაღალია, ხოლო მამაკაცებში _ პროსტატის კიბოს რისკს აჭარბებს. ოსტეოპოროზული მოტეხილობის მქონე პაციენტების 50%-ს ახალი მოტეხილობის განვითარების რისკი აქვთ, რაც კიდევ უფრო იზრდება ყოველ მომდევნო მოტეხილობასთან ერთად.
ოსტეოპოროზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზრდადიპრობლემაა
მოტეხილობის რისკის ზრდა ასაკთან ერთად იმატებს არა მხოლოდ ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირების, არამედ ხანდაზმულ ასაკში დაცემის რისკის მატების გამოც. ხანდაზმულთა პოპულაცია კი ზრდადი პოპულაციაა, რის გამოც ოსტეოპოროზული მოტეხილობებისთვის დახარჯული ადამიანური და ფინანსური რესურსების დანაკარგი დიდია.
ოსტეოპოროზი პედიატრიული დაავადებაა გერიატრიული გართულებებით - ანუ, ასაკში განვითარებულ ოსტეოპოროზული მოტეხილობის სათავე ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდია - ჩონჩხის ფორმირება ჯერ კიდევ დაბადებამდე ხდება, იგი წარმოადგენს ორგანიზმის საყრდენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და უფრო მეტიც, რჩება სიკვდილის მერეც, საუკუნეების მანძილზე...
იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ნაყოფის ჯანსაღი ძვალი, საჭიროა ორსულობის პერიოდში ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებით უზრუნველყოფა ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის. მრავალი კვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში გამოვლინდა ორსულებში კალციუმისა
ექიმი-ენდოკრინოლოგი - ნაზიბროლა ჩირაძე
კლინიკა "დიაკორი"