Plasmon
„ართროსტოპი რაპიდი პლუსი“ შექმნილია ევროპის რევმატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით!

თარიღი: 05 თებერვალი, 2019

 

თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ გავრცელებულ დაავადებაზე - ოსტეოართრიტზე, მის სიმპტომებზე, განვითარების რისკ-ფაქტორებზე, მკურნალობისა და პრევენციის თემაზე რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, აკად. . წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის განყო-ფილების ხელმძღვანელი -ნი ლევან შალამბერიძე გვესაუბრა.

 

ოსტეოართრიტი საკმაოდ გავრცელებული სახსრის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავა-დებაა, რომელიც სახსრის ნორმალური სტრუქტურის მექანიკური დარღვევების, კაფსულის პათოლოგი-ური შეცვლისა და ხრტილის დაზიანების შედეგად ვითარდება. უმეტესად მსხვილი სახსრების: მუხლის, მენჯ-ბარძაყის, ასევე ხერხემლის ქვედა სეგმენტისა და მტევნის დაზიანებით ვლიდება. ოსტეოართიტი შესაძლოა იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი ოსტერათრიტი ვითარდება დაუზიანებელ სახსარზე და მიმდინარეობს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებით, რის შედეგადაც ხდება ხრტილოვანი საფარველის პროგრესირებადი ცვეთა, ძვლების ზედაპირის საფარველის გარეშე დარჩენა და ძვლოვანი წანაზარდების განვითარება. შედეგად პაციენტს მოძრაობის დროს აღენიშნება ტკივილი და სახსრის ირგვლივ ვიზუალური ცვლილებები. მეორადი ოსტეოართრიტი კი ვითარდება უკვე დაზიანებულ სახსარზე, რის გამომწვევადაც სხვადასხვა მიზეზები გვევლინება. განვითარების მიზეზად მიიჩნევა ასევე ასაკი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, მიკროელემენტების (კალციუმის, ვიტამინი D-, მაგნიუმის, ფოსფორის, მანგანუმის ) დეფიციტი.

 

ძირითადად რა სიმპტომებით ვლინდება ოსტეოართრიტი?

როგორც ავღნიშნეთ, ძირითადი შეტევის წერტილს წარმოადგენს მსხვილი სახსრები და შესაბამისად ტკივილის შეგრძნება სწორედ ამ მიდამოებში წარმოიშობა. სახსრის ტკივილი და დისკომფორტი შესამჩნევი ხდება მაგალითად დილით ადგომისას, კიბეებზე მოძრაობისას, ხანგრძლივი დგომის და ფიზიკური დატვირთვისას. შეიმჩნევა სახსრის ირგვლი შესივება, ე.წ ხრაშუნის შეგრძნება, სახსრის ირგვლივ კუნთების ზომაში შემცირება და სახსრის დეფორმაცია, რასაც საბოლოო ჯამში შრომის უნარიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებამდე მივყავართ.

 

როგორ შეიძლება მოხდეს ოსტეოართრიტის პრევენცია და როგორია თანამედროვე რეკომენდაციები ოსტეოართრიტის მკურნალობასთან დაკავშირებით?

 მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ექიმის მხრიდან დაავადების დიაგნოსტირება. პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი, დინამიური ცხოვრების წესის დაცვა, სწორი კვება და სპორტი. მკურნალობის ამოსავალ წერტილს ტკივილისა და ანთების კუპირება, ცხოვრების ხასიხსის გაუმჯობესება და დაავადების შეფერხება წარმოადგენს. ოსტეოართრიტის მართვა კომპლექსურ თერაპიას საჭიროებს, სადაც გვიწევს ზოგიერთი ფიზიოპროცედურებისა და ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენ-ტების ერთად გამოყენება. ხშირად, პაციენტი სანამ ექიმთან მივა ეწევა თვითმკურნალობას და უჩივიან კუჭ-ნაწლავის პრობლემას, არტერიულ ჰიპერტენზიას, ალერგიულ რეაქციებს და . ამიტომ გვიწევს მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტური კომბინაციის ძიება, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს სწრაფ და გახანგრძლივებულ თერაპიულ ეფექტს, მეორეს მხრივ იქნება გამორჩეული უსაფრთხოების მაღლი დონით. თუნდაც ერთი კონკრეტული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, მსოფლიო მედიცინაში აპრობირებულია საპრევენციოდ ე.წ „ქონდროპროტექტორების“ გამოყენება, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებენ დაავადების გამწვავების რისკს და ხელს უწყობენ სახსრის სტრუქტურულ და ფუნქციურ გაუმჯობესებას.  მინდა ავღნიშნო ევროპული ბრენდიართროსტოპი რაპიდი პლუსი“, რომელიც შექმნილია ევროპის რევმატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციების დაცვით და დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება საქართველოს სამედიცინო საზოგადოების მხრიდან.  იგი გამდიდრებულია იმ მნიშვნელო-ვანი ნივთიერებებით, რომლებიც ოსტეოართრიტის მართვის პროცესში უზრუნველყოფენ როგორც სიმ-პტომების: ტკივილის, დისკომფორტის, მოძრაობის შეზღუდვის სწრაფ კუპირებას, ასევე ხელს უწყობენ ხრტილოვანი ქსოვილის, მყესების, იოგების, სინოვიური გარსისა და სხვა კომპონენტების სიჯანსაღეს. ბალანსირებული, სწორად შერჩეული კომბინაცია გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების მართვის პროცესს და ახდენს დაავადების პროგერსის შეფერხებას ადრეულ სტადიაზევე.  ამიტომ, პაციენტიართროსტოპი რაპიდი პლუსის  მიღებიდან ძალიან მოკლე დროში გრძნობს შვებას და სწორი მკურნალობის ფონზე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომართროსტოპი რაპიდი პლუსი არ აღიზიანებს კუჭ-ნაწავის ტრაქტს, არ იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას, ალერგიულ რეაქციებს და გვაძლევს საშუალებას ეფექტურად გამოვიყენოთ ხანგრძლივი თერაპიის დროსაც.