თარიღი: 17 ნოემბერი, 2023
რა არის ჩუტყვავილა?
ჩუტყვავილა არის მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მე-3 ტიპის ჰერპეს ვირუსი (ვარისელა-ზოსტერის ვირუსი-VZV). ამ დროს მთელს სხეულზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს და თან ახლავს გაციების მსგავსი სიმპტომები. ჩუტყვავილას გამომწვევი ვირუსი მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში ცხოვროს და მრავლდება. გარდა ჩუტყვავილასი VZV შეუძლია სარტყლისებური ლიქენის გამოწვევაც. გარემოში ვირუსი ძალიან სწრაფად იღუპება, მაგრამ ძალიან ონტაგიოზურია (გადამდებია).
როგორ ვლინდება ჩუტყვავილა?
ჩუტყვავილა იწყება ცხელებით, თავის, ყელის ან მუცლის ტკივილით და გამონაყრით.. ეს სიმპტომები შეიძლება გაგრეძელდეს რამდენიმე დღე. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება მუცელზე, ზურგზე და სახეზე შემდგომ კი ვრცელდება მთელს სხეულზე. (2-5 დღის განმავლობაში) გამონაყარი დასაწყისში ვლინდება წითელი ლაქების სახით, რომლებიც შემდგომ გარდაიქმნება გამჭვირვალე, სითხით სავსე ბუშტუკად (ვეზიკულად). შემდგომში ბუშტუკების ადგილას ჩნდება ქერქი, რომელიც 7 დღის ვადაში შრება და ძვრება უკვალოდ, იშვიათ შემთხვევაში ტოვებს მცირე ნაწიბურს.
არის თუ არა ჩუტყვავილა გადამდები?
დიახ! ჩუტყვავილა ძლიან გადამდები ინფექციაა, ის ვრცელდება როგორც ჰაერ-წვეთოვანი გზით (ხველა, ცემინება) და კონატქური გზით. დაავადება გადამდებია გამონაყრის გაჩენამდე 2 დღით ადრე მანამ სანამ ყველა ვეზიკულა არ დაიფარება ფუფხით. ინკუბაციური პერიოდი 11-23 დღე.
• გართულებები:
გართულებები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: ვირუსით გამოწვეული გართულებები და ჩუტყვავილათი დაავადებისას სხვა მიკრობებით დასნებოვნება. პირველ შემთხვევაში შეიძლება ანვითარდეს:ენცეფალიტი, მენინგიტი, თირკმლის დაზინება, პნევმონია. მეორე სახის გართულებებს მიეკუთვნება შუა ყურის ანთება, ლიმფური კვანძის გადიდება, ბუშტუკის დაინფიცირება. აღნიშნული გართულებების გამო ექიმთან დროულ ვიზიტს და დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი როლი უჭირავს დაავადების მიმდინარეობასა და გამოსავალში.
• მკურნალობა:
მკურნალობისას მნიშვნელოვანია ავირიდოთ ვეზიკულის დაინფიცირება, რასაც ავადმყოფის სათანადო მოვლა სჭირდება, საჭიროა ქავილის შესამცირებელი და ანტივირუსული მედიკამნეტის გამოყენება.
• პროფილაქტიკა:
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო ვაქცინაციის ჩამონათვალში არ შედის, შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება მშობლის სურვილით, რომელიც ტარდება ორ ეტაპად. 12-15 თვეზე და შემდგომ 4-6 წელზე. პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია ავადმყოფის იზოლაცია.
• აუცილებელია ექიმთან ვიზიტი კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის
მიხედვით მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვისა და შემდგომი
გართლებების თავიდან აცილების მიზნით.
ავტორი: ექიმი-ინფექციონისტი: სოფიო ილურიძე