ცხელება - ეს არის ორგანიზმის არასპეციფიკური დაცვითი (იმუნური) რეაქცია, რომელიც ბავშვთა ინფექციური დაავადებების დროს ხშირად გვხდება. ცხელების დროს, ორგანიზმში ძლიერდება ფაგოციტოზი, იმატებს ინტერფერონის სინთეზი, ლიმფოციტების აქტივაცია-დიფერენცირება, ანტისხეულების წარმოქმნა. ყველაფერი ეს, კი, მიმართულია ვირუსების, კოკების და სხვა მიკროორგანიზმების ელიმინაციისაკენ.
რა იწვევს ორგანიზმში ტემპერატურის მატებას?
ეგზოგენური (ვირუსები, ბაქტერიები) და ენდოგენური პიროგენები-IL 1, IL 6, IF, თNF-რომლებიც გამოიყოფიან ბაქტერიების, ვირუსების დაშლის პროდუქტების სტიმულაციით. პიროგენების თერმორეგულაციის ცენტრზე (ჰიპოთალამუსი) მოქმედებით, ორგანიზმში ნორმად დგინდება უფრო მაღალი ტემპერატურა (38,5 0ჩ), რაც მიიღწევა კუნთების, ღვიძლის გაძლიერებული მუშაობით, პერიფერიული სისხლძარღვოვანი სპაზმით.
რა არის ჰიპერთერმია?
ტემპერატურა 37,2 0ჩ-38,0 0ჩ-სუბფებრილურია, 38,1 0ჩ-39,0 0ჩ -ფებრილური, 39,1 0ჩ&გტ; უწოდებენ -ჰიპერთერმიას. ჰიპერთერმია ითვლება ცხელების პათოლოგიურ ფორმად, რომლის დროს ორგანიზმში ხდება ტემპერატურის სწრაფი და არაადექვატური მატება.
ბავშვებში მნიშვნელოვანია გაირჩეს ჰიპერთერმიის ორი ტიპი: ,,წითელი,, და ,,თეთრი,,.
,,წითელი,, ჰიპერთერმია პროგნოზულად კეთილთვისებიანია. ამ დროს, კანის საფარველი მცირედ ჰიპერემიულია, შეხებისას-ცხელი, ნამიანი, კიდურები-თბილი, ბავშვის ქცევა არ იცვლება. სიცხის დამწევი პრეპარატები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი) ეფექტურია და მათი მიცემა სასურველია 38,5 0c -ს ზემოთ.
,,თეთრი,, ცხელების დროს, ადგილი აქვს მიკროცირკულატორულ და მეტაბოლურ დარღვევებს, ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების და სისტემების პროგრესირებადი დისფუნქცია. ობიექტურად: კანი ფერმკრთალია, აჭრელებული, ტუჩები და ფრჩხილები - ციანოზური, კიდურები - ცივი, გულისცემა მკვეთრად მომატებული, ბავშვი მივარდნილია. შესაძლოა, გამოხატული იყოს ფსიქომოტორული აღგზნება, განვითარდეს ბოდვითი რეაქციები, კრუნჩხვები. სიცხის დამწევ პრეპარატებზე ეფექტი მინიმალურია, ამიტომ, მათი დანიშვნა უნდა მოხდეს სპაზმოლიტიკებთან კომბინაციაში. ჰიპერთერმიის დროს, აუცილებლად, მიმართეთ ექიმს. ავტორი - ფიქრია ადეიშვილი. - პედიატრი-ინფექციონისტი
წყარო: ბოჭორიშვილის კლინიკა