Nuk
რა უარყოფითი გავლენა აქვს სოცმედიას

თარიღი: 08 თებერვალი, 2022

რა არის დაპოსტვის ფსიქოლოგიური მოტივაცია,  რა როლი აქვს სოციალურ და ემოციურ გავლენას, რა უარყოფითი გავლენა აქვს სოცმედიას – ამ და სხვა თემებზე ფსიქოლოგმა ნუცა საღარაძემ ისაუბრა.

 

რა არის დაპოსტვის ფსიქოლოგიური მოტივაცია?
ადამიანები სხვადასხვა შინაარსის მასალას/ინფორმაციას აქვეყნებენ სოციალური ქსელის საშუალებით. ამის მიზეზებია:
1. ფიზიოლოგიური საჭიროება – ადამიანები, ხანდახან აქვეყნებენ/აზიარებენ კონკრეტული შინაარსის ინფორმაციას სარგებლის მიღების მიზნით, რომელიც შეეხება ჯანმრთელობას ან კარგად ყოფნას;

2. უსაფრთხოება /თავი იგრძნონ უსაფრთხოდ – ფიზიკური, მენტალური და ფინანსური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, როდესაც ისინი ირჩევენ გამოაქვეყნონ გარკვეული მასალა სოციალურ ქსელში;

3. სიყვარული/მიკუთვნებულობა: მომხმარებლებს, ზოგადად, სურთ ინფორმაციის გამოქვეყნება, რათა იგრძნონ სოციალური აღიარება ან მხარდაჭერა რაიმე სასურველი ჯგუფის ან კონკრეტული ინდივიდის მხრიდან;

4. პატივისცემა: აღიარების და მიღწევებისთვის დაჯილდოების სურვილი ადამიანების უპირველესი ინსტინქტია. ადამიანებს უყვართ საკუთარ თავზე საუბარი. ჩვენი ტვინის ჯილდოს მაძიებელი ნაწილი აქტიურდება, როცა ჩვენს გრძნობებსა და გამოცდილებას ვუზიარებთ სოციალურ მედიაში.

5. თვით აქტუალიზაცია – მოთხოვნილებების იერარქიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. სოციალურ მედიაში ეს ასპექტი ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანები აზიარებენ თავიანთ წარმატებებს – ახალი სამუშაოს შოვნა, რთული პროექტის დასრულება და სხვა მიღწევები. სოციალური და ემოციური გავლენა თამაშობს ყველაზე მნიშვნელოვან როლს ინდივიდების სოციალურ ქსელში ინფორმაციის გაზიარების ქცევაში. ერთ ერთ კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს დააკვირდნენ საკუთარი ინფორმაციის გაზიარების ქცევას და აღერიცხათ ყოველდღიურად დღიურში თუ როგორი იყო ეს ჩვევა.

 

ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა რომ სოციალური და ემოციური გავლენა თამაშობს ყველაზე მნიშვნელოვან როლს ინდივიდების სოციალურ ქსელში ინფორმაციის გაზიარების ქცევაში. თუმცა დადებითი მხარეც გააჩნია სხვადასხვა კვლევების მიხედვით სარგებელიც შეიძლება მიიღოს ადამიანმა.

 

რა უარყოფითი გავლენა აქვს სოცმედიას?

სოციალურმა მედიამ შეიძლება გამოიწვიოს შურის გრძნობა. ეს იწვევს ეჭვიანობას და შეუძლია შექმნას ერთ-ერთის მანკიერი ციკლი; ადამიანები აქვეყნებენ სრულყოფილი ცხოვრების სურათებს, მათი საუკეთესო „მე“-ს ვერსიას, მაგრამ ძნელია ამის გათვალისწინება სხვებთან შედარებისას. მეტი მეგობარი არ ნიშნავს მეტ სოციალურს, არ ნიშნავს უკეთეს სოციალურ ცხოვრებას რეალურ ცხოვრებაში. პირიქით, სოციალური მედიის გამოყენება შეიძლება იყოს მარტოხელას გამოცდილება. სოციალური ქსელის მოხმარება, კერძოდ როდესაც ვიწყებთ სოციალურ შედარებას, გავლენას ახდენს ფიქრებზე: “სხვა ადამიანი უფრო უკეთესია ვიდრე მე, სხვა უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე მე, სხვა ადამიანები უკეთესად ატარებენ დროს, უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე მე“. აისახება ფიზიკურ შეგრძნებებზე – როგორიცაა უძილობა, არაპროდუქტიულობა/უენერგიობა გრძნობები –დაბალი თვითშეფასება, დაბალი თვითდაჯერება, ეჭვიანობა, მოწყენილობა ქცევები – რეალური ურთიერთობების თავიდან აცილება, უფრო მეტი დროის გატარება სოციალურ ქსელში, ძილის ხარისხის გაუარესება.

წყარო: https://fortuna.ge