Nuk
რა არის სოკოვანი დაავადება და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან?

თარიღი: 04 ივლისი, 2020

რა არის სოკოვანი დაავადება და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან?

საუბრობს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი დერმატოლოგი, ევროპისა და ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიების წევრი ქალბატონი ცირა ლეონიძე

 

კანის ინფექციური დაავადებებიდან ყველაზე ხშირია სოკოვანი დაავადებები. ისინი გვხვდება მოსახლეობის დაახლოვებით 20 % – ში. 100 000 სახეობის სოკო ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში, მაგრამ მხოლოდ მათი ნაწილია დაავადების გამომწვევი ადამიანსა და ცხოველებში. დაავადების გამომწვევი სოკოები აზიანებენ ადამიანის კანს, თმას , ფრჩხილს, ზოგიერთი იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას. რაც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიშიც იყოს. კანის სოკოს გამრავლება დამოკიდებულია ადამიანის კანის მდგომარეობაზე. სოკოს გამრავლებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა25–30 C ტემპერატურა. ინფიცირება შეიძლება მოხდეს პირდაპირი გზით, სხვადასხვა საგნებთან დაავადებულ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტის გზით. ფართო გავრცელებისა და მაღალი კონტაგიოზურობის (ადვილად გადამდები) გამო სოკოვანი ინფექციები იწვევენ დიდ ინტერესს. ზოგიერთი სოკოვანი დაავადებით უპირატესად ავადდებიან ბავშვები. (მაგ. თავის თმიანი ნაწილის მიკროსკოპია, ტრიქოფიტია). მოზრდილებში უფრო ხშირია ნაოჭების ფრჩხილების დაზიანება. სოკომ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, შესაძლოა გადაიზარდოს ეკზემაში, განვითარდეს ბრონქიალური ასთმაც კი. სოკოთი დაავადებული ადამიანი წარმოადგენს ინფექციის წყაროს როგორც ოჯახის წევრებისათვის ასევე გარშემო მყოფთათვის. ამიტომ სიკოთი დაავადებულებს ეკრძალებათ სპორტულ დაწესებულებებში და საცურაო აუზებზე სიარული, ასევე მომსახურების სფეროში მუშაობა.

სოკო განსაკუთრებით სწრაფად მრავლდება ნესტიან და ცხელ გარემოში. ამიტომ წყლის პროცედურების შემდეგ აუცილებელია კარგად გამშრალება, განსაკუთრებით თითებს შორის, საზარდულის ნაოჭების, იღლიის ფოსოების არეში. საუნაში აბანოში სპორტულ დაწესებულებებში მიზანშეწონილი არ არის ფეხშიშველი სიარული, არ არის რეკომენდებული სხვისი ფეხსაცმლის ხმარება, უნდა მოვერიდოთ ფეხის ტრავმირებას, ჭარბ ოფლიანობას, ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ვიწრო.

ზოგიერთი სოკოვანი დაავადებებისათვის დამახასიათებელია სეზონურობა და დაავადების მასიურობა. ადამიანში სოკოვანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს: ჰიპო ავიტამინოზი, ენდოკრინული დაავადებები (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი)  ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები, კანის მდგომარეობა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს სქესს, პროფესიას. ორგანიზმის ქრონიკული ინფექციური დაავადებები აქვეითებენ ორგანიზმის რეაქტიულობას, იცვლება ოფლის შემადგენლობა, კანის თმის მდგომარეობა, ირღვევა ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირება. ყოველივე ეს ხელს უწყობს ორგანიზმში არსებული პარაზიტული სოკოების გამრავლებას და დაავადების განვითარებას.

უკვე დაავადებული კანის მკურნალობაში მოწოდებულია როგორც ადგილობრივი ასევე სისტემური პრეპარატები, თუმცა სოკოს საწინააღმდეგო მალამო ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ის გამოიყენება კანის ფრჩხილის თმის დაზიანების დროს.

სააფთიაქო ქსელებში მრავლადაა სასარგებლო და ნაკლებად საჭირო ანტიმიკოზური მალამოები და კრემები. სოკოს მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაზიანებულ კერაში კერატოლიზური (ქერცლის მოსაშორებელი) მალამოების ხმარება.

 

დღესდღეობით ქართულ ბაზარზე არსებობს ერთადერთი კომბინირებული პრეპარატი ფუნგოტერბინი ნეო – კრემი და გელი , რომელიც ერთდროულად შეიცავს ტერბინაფინს სოკოზე მოქმედი აქტიური ნივთიერება, დიბუნოლი და შარდოვანა – რომლებიც ხასიათდებიან კერატოლიზური დამარბილებელი მოქმედებით. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ფუნგოტერბინ ნეოს გამოყენებისას ერთდროულად ვიღებთ სამ ეფექტს– სოკოს საწინააღმდეგო, ამქერცლავი და დამარბილებელი ეფექტი. ფუნგოტერბინ ნეოს გამოყენება შესაძლოა სხულის ნებისმიერ ადგილზე. სწორად მასში შემავალი შარდოვანას გამო ეფექტურია მისი გამოყენება ფრჩხილის სოკოსა და ფეხის ქუსლებზე  ნახეთქების არსებობისას (რომელიც ხშირად ასოცირებულია სოკოვან ინფექციასთან). ფუნგოტერბინ ნეო – ს მოქმედება  ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით, ანუ მოქმედებს სოკოს სახეობების ყველა სახეობაზე– ტერბინაფინის ხარჯზე, ხოლო შარდოვანასა და დიბუნოლის ხარჯზე აქვს კერატოლიზური, დამარბილებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება . შარდოვანა ასევე ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების ღრმა შეღწევას კანში, რაც მკურნალობას ბევრად ეფექტურს ხდის. ფუნგოტერბინ ნეო გელი ან კრემი გამოიყენება კანის გასუფთავებულ კანზე 2–3 ჯერ დღეში , დაზიანებულ კერაში ჯანმრთელ კანზე  გადასვლით. ფუნგოტერბინ ნეო–ს  გამოყენება შესაძლებელია პროფილაქტიკის მიზნითაც, აუზზე და ზღვაზე ყოფნის შემდეგ, ტერფის სოკოვანი დაავადების თავიდან აცილების მიზნით. ფუნგოტერბინი ნეო წაისმევა ფეხის თითებს შორის, ფეხის გულებზე და ფრჩხილებზე, კანის კარგი გამშრალების შემდგომ. სოკოთი დაზიანებული კანის, ტერფის ფრჩხილის გასუფთავება ჯერ კიდევ არ ნიშნავს განკურნებას. სოკოს უჯრედები ხანგრძლივად რჩება ამ  უბნებში, ამიტომ საჭიროა ფუნგოტერბინ ნეოს უფრო ხარნგრძლივი ხმარება ვიდრე ეს ზოგადად არის რეკომენდებული. პარალელურად აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა და პერიოდულად სამკურნალო საშუალების საპროფილაქტიკოდ გამოყენება.