Plasmon

საფენისმიერი დერმატიტი ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში

თარიღი: 15 მაისი, 2019

ყველა ოჯახი მოუთმენლად ელის იმ ბედნიერებას, რომელიც შვილის დაბადებას ახლავს თან, თუმცა ოჯახური სიმყუდროვე და იდილია შესაძლოა იოლად დაარღვიოს ერთი შეხედვით ისეთმა უწყინარმა გარემოებამ, როგორიცაა საფენთან დაკავშირებული პრობლემა. ბავშვის კანი ნაზი და ძალზედ მგრძნობიარეა, შესაბამისად, სათუთ მოპყრობას საჭიროებს.

გამოყელვა ახალშობილებისა და ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვების ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი პრობლემაა, რო­მე­ლიც ვლინ­დე­ბა კა­ნის სა­ფენ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი მი­და­მო­ე­ბის: დუნ­დუ­ლო­ე­ბის, ბოქ­ვე­ნის, გე­ნი­ტა­ლი­ე­ბი­სა და ბარ­ძა­ყის შიდა ზე­და­პი­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით. გამოყელვის სიმძიმე და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ფე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის სიხ­ში­რე­ზე, საფენის  ხა­რისხზე, ბავშვის  პირ­ვე­ლად ტუ­ა­ლეტ­სა და  ჰი­გი­ე­ნა­ზე.

 

კა­ნის და­ზი­­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბია:
ხა­ხუ­ნი, მა­ცე­რა­ცია, მა­ღა­ლი PH გა­რე­მო და ახალ­შო­ბი­ლებ­ში გა­ნავ­ლის მა­ღა­ლი ფერ­მენ­ტუ­ლი აქ­ტი­ო­ბა. სა­ფენ­ში შარ­დი­სა და გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით იზ­რდე­ბა ტე­ნი­ა­ნო­ბა, რაც საფენის ქვეშ ზრდის კა­ნის მა­ცე­რა­ცი­ა­ს, ცვლის მის მიკრობიოტას, ასუსტებს კანის ბარიერულ ფუნქციას და იწვევს მისი მთლიანობის დარღვევას . შედეგად, იზრდება ბაქტერიული აგენტებისა და ქი­მი­უ­რი გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბი­ს (მაგ. საპონი) შეღ­წე­ვა­დო­ბა და დაინფიცირების რისკები. ამასთან ერთდ, განავალში არსებული ფერმენტები იწვევს ანთებას, აზიანებს და აღიზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს.

ახალშობილობის ასაკიდანვე მნიშვნელოვანია მეტი დადებითი ემოცია და ნაკლები სტრესი, ხოლო ზემოთ აღწერილი მდგომარეობები, როგორიცაა: დამწვრობა,  სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი და ტკივილი, დღის მანძილზე ბავშვის ჭირვეულობის, ტირილის, გაღიზიანებისა და ღამის მშვიდი ძილის დარღვევის მიზეზი ხდება. 

 

საფენის დერმატიტის გამომწვევი მიზეზები:

ჩვი­ლებ­ში ნაწლავების ხშირი მოქმედება, კა­ნის მუდ­მი­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გამო, ლო­კა­ლუ­რად ზრდის სა­ფე­ნისმიერი  დერ­მა­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. საფენის ქვეშ გამოყელვის ალბათობა იზრდება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში, აგრეთვე ანტიბიოტიკების არარაციონალური და ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში.

 

როგორ ავარიდოთ თავი საფენის დერმატიტს:

სა­ფე­ნის ხში­რი გამოცვლა, (6-8-ჯერ დღე­ში);

ჰა­­რი­სა და მზის აბა­ზა­ნე­ბი;

კა­ნის ნაზი გა­სუფ­თა­ვე­ბა თბილი წყლითა და ფიზიოლოგიური PH-ის შემცველი საშუალებებით;

სა­ფე­ნის სწო­რი და ზუს­ტი ზო­მე­ბის შერ­ჩე­ვა;


ბავ­შვის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ფე­ნის შერჩევა სა­დაო სა­კი­თხია. აბსორ­ბი­რე­ბა­დი გე­ლის შემ­ცვე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ სა­ფე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ან სა­ხე­ო­ბა და­ი­ცავს ბავ­შვს სა­ფე­ნის ქვეშ გამოყელვის­გან.

გამოყელვის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული სი­მინ­დის ან ტალ­კის პუდ­რა

ტოქსი­­რო­ბი­ გამო, უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ ბო­რის მჟა­ვას, ქა­ფუ­რის, ფე­ნო­ლის, ბენზოკაინის შემ­ცვე­ლი სა­შუ­­ლე­ბე­ბი.

 

გამოყელვის, ანუ საფენისმიერი დერმატიტის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით გამოიყენება: კრემი „Diapo-Care" („დაიპო-ქეარ"). ეს არის ინოვაციური ფორმულა, რომელსაც გააჩნია ორმაგი მოქმედება

• იწვევს განავალში არსებული მავნე ფერმენტების ინაქტივაციას (გაუვნებელყოფას)  და ინარჩუნებს კანის ფიზიოლოგიურ PH  გარემოს. 

• დექსპანთენოლის შემცველობის გამო აღადგენს კანის მთლიანობას, აცხრობს ანთებას, აქრობს სიწითლეს, კანს უნარჩუნებს სინაზესა და ტენიანობას.

 


კრემი "დაიპო-ქეარ" -ის გამოყენება მიზანშეწონილია საფენის ყოველი გამოცვლის დროს.

 

კრემი "დაიპო-ქეარ" -ის შემადგენელი ნივთიერებები არატოქსიური და ჰიპოალერგიულია. 

 

წარმოებულია ჰოლანდიაში.


სტატიის ავტორები:

ექიმი პედიატრი – თემურ მიქელაძე. 

პედიატრ-ინფექციონისტი – ვიტალი ხარაშვილი.