თარიღი: 19 მარტი, 2019
ნებისმიერი გენეზის თავბრუს მიმდინარეობისას „სერკასტინი“ მნიშვნელოვნად ამცირებს თავბრუს ეპიზოდებსა და მიმდინარეობის სიმწვავეს!
რა არის თავბრუსხვევა და რა დისკომფორტს უქმნის ის ადამიანს? ამ და რამდენიმე აქტუალურ საკითხზე აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ბ-ნ სოსო ბურდულაძე გვესაუბრა:
ვეცდები უბრალო, მკითხველისთვის ადვილად გასაგები პასუხები გაგცეთ, რათა მარტივად მოვახერხოთ მათი ინფორმირება ამ პრობლემის შესახებ. თავბრუსხვევა (უფრო სწორად, თავბრუ) მეტად ვერაგი და ადამიანისთვის ხშირად გაუსაძლისი მდგომარეობაა. ამიტომაც, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები პაციენტი, თავისებურად აღწერს თავბრუს შეტევას: თავბრუ დამესხა, დამაბარგანავა, დამაბრუალა, თავბრუტი დამესხა, გამაბრუა, შემაქანა და სხვა... სინამდვილეში, ყოველი მათგანი ასახავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ მის გარშემო „სამყარო მოძრაობს“, ან პირიქით, თითქოს ის მოძრაობს „სამყაროს გარშემო“.
ქართულ სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში, ასეთი მდგომარეობას ჰქვია „თავბრუ“ და არა „თავბრუსხვევა“ ეს უკანასკნელი კი, როგორც ხვდებით „თავბრუს თავბრუს“ გულისხმობს, ამიტომაც, შემდგომში მართებული იქნებოდა ვიხმაროთ ტერმინი „თავბრუ“.
ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი - შედევრი „ვერტიგო“ (1958 წ) (თავბრუ), რომლის მთავარ გმირს, აქვს სიმაღლის შიში და სიმაღლეზე ასვლისას, ყოველ ჯერზე, ეწყება თავბრუს აუტანელი შეტევა.ფილმი ახლოსაა რეალობასთან, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს აგორაფობიას, სიმაღლის შიშს, რომელსაც მოჰყვება პანიკური შეტევა. მაგრამ რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ,
აღმოჩნდა, რომ შემთხვევების 80%-ში საქმე გვაქვს ფსიქოგენურ თავბრუსთან და მხოლოდ შემთხვევათა 20%-ში არის მიზეზი სხვადასხვა ორგანული პათოლოგია. რა სირთულე ახასიათებს თავბრუს:
1. ხშირად დიაგნოზი არასწორად ისმება; 2. ნებისმიერი წარმოშობის თავბრუ საკმაოდ ძნელად ექვემდებარება მკურნალობას; 3. ხშირად ინიშნება რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტი;
4. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, თავბრუ შეიძლება ახლავდეს დაახლოებით 70 - მდე პათოლოგიურ მდგომარეობასა თუ დაავადებას; 5. ხშირად პაციენტი თავბრუსთან აიგივებს შემდეგ სიმტომებს: თვალების დაბინდვა; გაორება; საგნების ციმციმი; თვალების წინ „ბადის გამოჩენა“; გულის წასვლის წინა მდგომარეობა; თავში სიცარიელის შეგრძნება; სიმყარის არარსებობა სიარულისას ან დგომისას.
კლასიფიკაციის მიხედვით, თავბრუ ძირითადად განიხილება ვესტიბულურ და არავესტიბულურ ვარიანტებად. თავის მხრივ, ვესტიბულურ თავბრუს ყოფენ ცენტრალურად და პერიფერიულად. ცენტრალური თავბრუს გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: თავის ტვინის უკანა ცირკულაციის ინსულტი; თავის ტვინის ტრავმა; კისრის ტრავმა. პერიფერიული თავბრუს გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: ვესტიბულური ნევრიტი; აკუსტიკური ნევრინომა; ოტოტოქსიური პრეპარატების მიღება; ალკოჰოლი; თამბაქო; კეთილთვისებიანი, პაროქსიზმული, პოზიციური თავბრუ; ლაბირინთიტი; მენიერის დაავადება; მოძრაობის აუტანლობა (გემი, თვითმფრინავი, ავტომობილი). არავესტიბულური თავბრუს გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებები (მაგ. გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება და სხვა); შაკიკი; მხედველობითი პრობლემები; ანემია; არტერიული ჰიპერტენზია; ფსიქოგენური თავბრუ. ნებისმიერი წარმოშობის თავბრუს, შეიძლება ახლდეს: გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, სიფერმკთალე, გულის წასვლა, შფოთვა, შიში (განსაკუთრებით წაქცევის) და ავტონომიური ნერვული სისტემის მოშლის სხვა სიმპტომები. ფსიქოგენური თავბრუ (პანიკური შეტევა, ჰიპერვენტილაციური სინდრომი) ვითარდება მწვავე ან ქრონიკული ფსიქოტრავმის შედეგად.
რა ძირითადი გამოვლინებები ახასიათებს თავბრუს?
კლინიკური მანიფესტაციის თავისებურებების მიხედვით გამოიყოფა თავბრუს ოთხი კატეგორია: ვერტიგო, წონასწორობის დარღვევა, პრესინკოპე ან თავში სიცარიელის შეგრძნება. ვერტიგო თავბრუს ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანს ეჩვენება, რომ მის ირგვლივ ყველაფერი მოძრაობს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური მიმართულებით. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ თვითონ ტრიალებს. აღნიშნული შეგრძნება ხშირად მსუბუქი და ოდნავ შესამჩნევია, თუმცა ზოგჯერ საკმაოდ ძლიერია და შესაძლოა დაცემაც კი გამოიწვიოს