აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრი პირველი ქართულ-გერმანული ერთობლივი კლინიკაა, რომელიც ამ სახელით 2011 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა 1994 წელს დაარსდა და მდიდარი და სახელოვანი ისტორია აქვს.  ცენტრის მთავარ სპეციალიზაციას წარმოადგენს კარდიოლოგია (ინტერვენციული კარდიოლოგიითა და  კარდიოქირურგიით), ანგიოლოგია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეორადი პრევენცია.

ცენტრში უახლესი თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხორციელდება გულის და სისხლძარღვების შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და როგორც თერაპიული, ასევე - საჭიროების შემთხვევაში - ინვაზიური და ქირურგიული მკურნალობა:  მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, გულის რითმის მოშლა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია,  გულის მანკები, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, კარდიომიოპათიები, აორტის და სხვა სისხლძარღვების ანევრიზმები, ენდარტერიტი. ასევე სრულყოფილად ხდება იმ დაავადებების გამოკვლევა და მართვა, რომლებიც ხშირად ასოცირდებიან გულ-სისხლძარღვთა პრობლემებთან - შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავდება, პნევმონიები, რევმატული დაავადებები და სხვ. ახალი სერვისების დანერგვა, ანგიოლოგიის, ნივთიერებათა ცვლის და ზოგიერთი სხვა სახის პაციენტთა ჰოსპიტალური თუ ამბულატორიული სპექტრის გაზრდა, გაფართოებული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და აქცენტი პაციენტთა უსაფრთხოებაზე, კლინიკურ კვლევებზე, დაავადებათა მეორად პრევენციასა და სამედიცინო კადრების უწყვეტ დახელოვნებაზე - აი, ჩაფიძის გულის ცენტრის განვითარების ახალი პერსპექტივები.