Plasmon
ზედა სასუნთქი გზების ყველა დაავადება CIVID- 19 არ არის! რჩევები ოტოლიროლარინგოლოგისაგან

თარიღი: 17 მარტი, 2020

გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მაგრამ გვახსოვდეს: ზედა სასუნთქი გზების ყველა დაავადება CIVID- 19 არ არის!!!
რჩევები ოტოლიროლარინგოლოგისაგან 

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, გვიან გაზაფხულამდე ვირუსული ინფექციები ყოველთვის აქტუალური პრობლემაა. ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი ავადდება, თუმცა ზემოთ აღნიშნული სიპტომატიკა არ ნიშნავს რომ სახეზეა COVID-19. დიფერენციალური დიაგნოსტიკა COVID-19-ს და სხვა ვირუსულ ინფექციებს შორის ტარდება ექიმის მიერ ანამნეზის შეგროვების, ობიექტური და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, რისთვისაც საჭიროა პაციენტის და ექიმის დროული და სწორი კომუნიკაცია.
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება მეტად გავრცელებული დაავადებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს: ვირუსმა (გრიპის, პარაგრიპის ვირუსმა, ადენოვირუსმა, რინოვირუსმა, ენტეროვირუსმა); ბაქტერიამ (სტრეპტოკოკმა, მენინგოკოკმა); მიკოპლაზმამ. ასეთ დროს მწვავე ანთება ვლინდება ვირუსით გამოწვეული ინტოქსიკაციის ზოგადი, არასპეციფიკური ნიშნებით და სპეციფიური სიპტომებით, რაც ამა თუ იმ ორგანოს უმეტეს დაზიანებაზეა დამოკიდებული.
საერთო არასპეციფიური სიპტომებია: ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. მძიმე შემთხვევაში მოსალოდნელია მოქმედებათა შენელება ან აგზნებადობა, ცნობიერების მოშლა, კრუნჩხვა.
სპეციფიური სიპტომები რინიტის დროს: ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება და ცხვირით სუნთქვის გაძნელება.
ფარინგიტის შემთხვევაში გვაქვს ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, ავადმყოფი უჩივის ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას.
ლარინგიტის შემთხვევაში ( ხორხის ანთება) აღინიშნება ხმის ჩახლეჩვა და მყეფავი ხველა.
მწვავე ტონზილიტი ნუშურა ჯირკვლების ანთებაა, რომელიც გამოიხატება ასევე ყელის ტკივილით ,მშრალი ხველით, ყლაპვის გაძნელებით. ტრაქეიტის დროს კი ამ ყველაფერს ემატება მკერდის ძვლის უკან ჩახეხილობის შეგრძნება, მშრალი შემაწუხებელი ხველა, რომელიც შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს.

 

თუ ყველა სიმპტომს შევაჯერებთ და გავითვალისწინებთ რომ როგორც წესი რინიტი,ფარინგიტი,ტონზილიტი და ლარინგიტი ვითარდება საფეხურებრივად ვირუსული ინფექციის გართულების პარალელურად და ერთი უბნის ანთება არ გამორიცხავს მეორეს არსებობას, ვღებულობთ კლინიკურ სურათს, რომელიც თითქმის არაფრით განსხვავდება COVID - 19 ვირუსით გამოწვეული კლინიკური სურათისგან. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია პაციენტის და ექიმის დროული და სწორი კომუნიკაცია.
არ დაგვავიწყდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა და ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერება!