თარიღი: 04 დეკემბერი, 2023
პირის ღრუს რძიანა ჩვილებში ხშირად გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა. მას ასევე ორალურ კანდიდოზს უწოდებენ. შეიძლება შეგვხვდეს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში 6 თვემდე ასაკის ჩვილებში და მოხუცებში გვხვდება. მას ახასიათებს ნახეთქები პირის კუთხეებში, ან თეთრი ნადები ტუჩებზე, ენაზე და ლოყების ლორწოვანზე. ნადები არის ხაჭოსებური შესახედაობის, ლორწოვანიდან მისი მექანიკური მოშორება ვერ ხერხდება. რიგ შემთხვევებში ბავშვს უჭირს კვება ან წოვა პირის ღრუს მტკივნეულობის გამო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვილს არანაირი დისკომფორტი არ აღენიშნება.
პირის ღრუს რძიანას განვითარება გაპირობებულია სოკოს ჩანდიდა ალბიცანს ჭარბი ზრდით. ადამიანების უმეტესობას, მათ შორის ჩვილებსაც, ახასიათებთ ჩანდიდა სოკოს მტარებლობა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. იმუნური სისტემის დასუსტების პირობებში (მაგ. ბავშვის ავადმყოფობის ან ქიმიოთერაპიის ფონზე), ან როდესაც იმუნური სისტემა არ არის სრულად ჩამოყალიბებულია (როგორც ჩვილებში), ჩანდიდა ჭარბ ზრდას იწყებს და იწვეს ინფექციას: რძიანას. ჩანდიდა-ს ჭარბი ზრდა შესაძლოა განაპირობოს ბავშვის ანტიბიოტიკებით მკურნალობამ, ვინაიდან ანტიბიოტიკებმა შეიძლება შეამცირონ იმ „კარგი ბაქტერიების" რაოდენობა, რომლებიც ჩანდიდა-ს ჭარბ ზრდას უშლიან ხელს.
დაუკავშირდით ბავშვის ექიმს თუ თვლით, რომ თქვენ ბავშვს რძიანა აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები მკურნალობის გარეშე ერთ ან ორ კვირაში ლაგდება მაგრამ შესაძლოა ექიმმა თქვენ ბავშვს გამოუწეროს სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა სუსპენზიის ან აბების სახით. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით მკურნალობას შეიძლება დაემატოს ლაქტობაცილების შემცველი პრეპარატი. ლაქტობაცილები არიან ის „კარგი ბაქტერიები", რომლებიც ეხმარებიან თქვენ ბავშვს სოკოს დამარცხებაში.
რძიანას განვითარების პრევენცია შემდეგი ღონისძიებებით:
თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა ან საწოვარას ხმარობს, ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ საწოვარა ცხელი წყლით ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. სოკოთი საწოვარას დაბინძურების შემთხვევაში ბავშვის რეინფექცია არ მოხდება. წინასწარ მომზადებული ბოთლები და ბავშვის რძე შეინახეთ მაცივარში, ეს ხელს შეუშლის სოკოს ზრდას. თუ თქვენი ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა და თქვენ ძუძუს დვრილების არეში გაქვთ სიწითლე და ნახეთქები, საფიქრებელია, რომ თქვენ ძუძუს დვრილების კანდიდოზური ინფექცია გაქვთ. შედეგად ხდება სოკოს გადაცემა დედისგან ბავშვზე და პირიქით. ასეთ შემთხვევაში ბავშვის რძიანას მკურნალობასთან ერთად შესაძლოა დედის ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო მალამოთი მკურნალობაც დაინიშნოს.
ავტორი - ნატალია თავხელიძე, პედიატრი-ინფექციონისტი