თარიღი: 15 იანვარი, 2019
რა არის თალასოთერაპირა და რა როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შემცირებაში „ჯორჯია პალასის“ ადგილმდებარეობა - ინტერვიუ მედიცინის დოქტორ ზურაბ ფაღავასთან
კვლევების მიხედვით, გულის, თავის ტვინის, აორტისა და პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს სიკვდილიანობისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებობს იმის დამადასტურებელი კვლევებიც, რომ ამ სტატისტიკის შემცირება დაახლოებით 50%-თ პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს შეუძლიათ.
არის თუ არა საქართველოში სარეაბილიტაციო-საპროფილაქტიკო კურორტები, რას ნიშნავს თალასოთერაპია და ამ თერაპიაში რა როლი უჭირავს ქობულეთში არსებულ 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „ჯორჯია პალას“? - სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ მედიცინის დოქტორს ზურაბ ფაღავას, რომელიც აგრეთვე ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულური ცენტრია კარდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
როგორც უკვე კარგადაა ცნობილი, გულ-სისხლძაღვთა დაავადებები წარმოადგენეს სიკვდილიანობისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზს მთელ მსოფლიოში. რა როლი გააჩნია პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურ განხორციელებას ამ რისკების შემცირებაში? რამდენად შეუძლიათ მათ უკეთესობისკენ შეცვალონ ეს სტატისტიკა?
სარეაბილიტაციის პროგრამები წარმოადგენენ პაციენტთა სტანდარტული მოვლის ინტეგრალურ ნაწილს თანამედროვე კარდიოლოგიაში. ისინი გულისხმობენ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკ ფაქტორების მართვას, თერაპიას ფიზიკური ტრენირებით, ნუტრიციოლოგიური, ფსიქოლოგიური, ჩვევითი და სოციალური ფაქტორების კორექციას. ამ პროგრამების მთავარი მიზანი კი დაავადებულ პირთა მაქსიმალურად შესაძლებელი ინეგრაციაა, როგორც სოციალურ გარემოში, ასევე შრომით საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ კვალიფიციურად და დროულად წარმართულ პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს შეუძლიათ გაანახევრონ ავადობა და სიკვდილობა ამ მრისხანე დაავადებების გამო. ძალზე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ განსაკუთრებული ადგილი პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციაში კურორტულ ასპექტს უკავია, რაც შემდეგში გამოიხატება:
• განუწყვეტლივ იზრდება ბალნეოლოგიის და კურორტული მკურნალობისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების (როგორც კლინიკური ასევე ექსპერიმენტული) რაოდენობა;
• ეროვნული ბალნეოლოგიური კონგრესების საერთაშორისო ავორიტეტის გაზრდა და სხვადასხვა ქვეყნების ბალნეოლოგიურ ასოციაციებს შორის კავშირების განმტკიცება;
• ბალნეოლოგიური და თერმული მედიცინის მნიშვნელობის აღიარება სამედიცინო მეცნიერების ფარგლებში;
• სასმელი სინჯების (ჰიდროპონიკური მკურნალობის) და ბალნეოლოგიური ინჰალაციის და ირიგაციის ეფექტიანობის შეფასება;
• კლიმატოთერაპია და თალასოთერაპია: ბევრ ქვეყანაში, ჰიდროლოგიური და ბალნეოლოგიური ინტერვენციების გარდა, კლიმატითერაპიული და თალესოთერაპიული მეთოდები გამოიყენება გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი თვისებების მიხედვით.
რას გულისხმობს თალასოთერაპია და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას ადამიანისთვის?
თალასოთერაპია ბერძნული სიტყვაა Thalassa, რაც იშნავს, "ზღვა"-ს, და გულისხმობს ზღვით თერაპიას. იგი ეფუძნება ზღვის წყლის, ზღვის პროდუქტების და სანაპირო კლიმატის სისტემურ გამოყენებას სამკურნალო პროცესში. არსებობს შეხედულება, რომ თალასოთერაპიის მთავარი ეფექტი კი რეალიზდება ზღვის წყალში არსებული ელემენტების: მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის და იოდის დოზირებული შეღწევით ადანიანის ორგანიზმში კანიდან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენს ზღვის მცენარეებს, რომელებიც გავლენას ახდენენ სწორედ კანის ფორებზე.
ითვლება, რომ თალასოთერაპია განვითარება დაიწყო საფრანგეთის ზვისპირა ქალაქებში. თალასოთერაპია ასევე პოპულარულია პორტუგალიაში. არც საქართელოს შავიზღვისპირეთი და კერძოდ ქობულეთი წარმოადგენს გამონაკლისს ამ მხრივ. ჩვენშიაც არსებობს შესანიშნავი პირობები თერაპიის ამ მეთოდის გამოყენებისთვის.
-რა როლს თამაშობს შავი ზღვის კლიმატი სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობაში?
შავი ზღვისპირეთი და განსაკუთრებით ქობულეთი – კარდიოვასკულურ პაციენტთათვის პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის უნიკალური ზონას წარმოადგენს:
კლიმატი სუბტროპიკულია ზამთარი ძლიერ რბილია და უთოვლო (იანვრის საშ ტემპერატურა +4.8 გრადუსია); ზაფხული ძლიერ თბილია (აგვისტოს საშ ტემპერატურა +22.6 გრადუსი); კურორტის გაშლილი მდებარეობა ხელს უწყობს ზღვისა და ხმელეთის ბრიზების შეუფერხებელ მოქმედებას, რომლებიც ზაფხულში მნიშვნელოვნად ანელებენ სიცხეს, ქმნიან კომფორტულ თერმულ პირობებს შუადღის საათებში, ხოლო ღამე მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის მოჭარბებულ სინოტივეს; თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნალექის რაოდენობა საკმაოდ დიდია მთელი წლის განმავლობაში და შადგენს 2514 მმ–ს, ხოლო ჰაერის შედარებითი სინოტივე 81%–ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2200 საათს აღწევს, ქარები სუსტია, ძლიერი იშვიათია;
ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ზოგიერთი ისტორიული ასპექტიც დაკავშირებული ქობულეთის, როგორც კურორტული ზონის ჩამოყალიბებასთან:
- 1879 წელს გადაწყდა ბათუმის დაჭაობებული ადგილების ამოშრობა და ამას ხელმძღვანელობდა ექიმი ჟილინსკი;
- სამხედრო სამედიცინო ინსპექტორის რემერტი და სამხედრო კორესპოდენტის ფრენკელის შეხედულებით ჭაობების ამოშრობის შემდეგ ეს ადგილები საკურორტო ზონად შეიძლება გადაქცეულიყო;
- 1898 წელს ექიმთა საზოგადოება პეტერბურგში გზავნის გრიგოლ ვოლსკის (ცნობილი პოლიტიკოსის გიორგი ვოლსკის ბაბუის ძმა) ბალნეოკლიმატოლოგთა პირველ ყრილობაზე მოხსენების წარმოსადგენად, ბათუმის და შემოგარენის კლიმატური პირობების შესახებ;
- 1903 წლეს ექიმთა საზოგადოებამ ოფიციალურად მიმართა ქალაქის მართველობას აღეძრა შუამდგომლობა კავკასიის ცენტრალური მმართველობის წინაშე ბათუმსა და მის მიდამოებში ადგილების გაჯანსაღებისა და კლიმატური სადგურების მოწყობის შესახებ;
- 1904 წელს ქობულეთში და მწვანე კონცხზე მოეწყო პირველი კლიმატური სადგური.
გულის, თავის ტვინის,აორტისა და პერიფერიულ სისხლძრღვთა დაავადებების კურორტული პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მხრივ მდგომარეობა არასახარბიელოა. სწორედ ამ მხრივმდგომარეობის გამოსწორებას და ახალი, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება პროექტი „გულ–სისხლძარღვთა დაავადებათა პროფილაქტიკა და რეაბილიტაცია ჯორჯია პალასში”, რომლის განხილვაც მოეწყო „ჰოტელ ჯორჯია პალასში“.
- როგორც ვიცი, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ მოწეყო პროექტ „გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა პროფილაქტიკისა და რეაბილიაცია“-ს განხილვა, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამ პროექტის შესახებ, რას ემსახურება, აგრეთვე გვითხრათ, „ჯორჯია პალასში“ რეაბილიტაციის შესახებაც?
პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ „ჯორჯია პალასი“ განლაგებულია ქობულეთის განსაკუთრებულ ტერიტორიაზე. ამ ადგილზე 50 წლის წინ განთავსებული იყო სპეციალური სანატორიუმი, რომელიც გათვალისწინებული იყო იმდროინდელი ელიტის კურორტული მკურნალობისთვის და დასვენებისთვის. იმ დროს ადგილის შერჩევისთვის გამოყოფილი იყო სპეციალური კომისია, რომელმაც შეისწავლა ქობულეთის ყველა კვადრატული მეტრი. ხდებოდა ჰაერის და მიწის ნიმუშების აღება წელიწადის სხვადსხვა დროს. ბოლოს შერჩეულ იქნა სწორედ ეს ადგილი. ვერ გეტყვით რა ნიშნით და რით გამოირჩეოდა ის, ვინაიდან მასალები, როგორც ჩანს, სრულიად გასაიდუმლოვებული იყო და მათი პოვნა პრაქტუკულად შეუძლებელია. მაგრამ ერთია უდავო, რომ ეს ადგილი და შესაბამისად მასზე განთავსებული სანატორიუმი, სპეციალურად იყო გათვალისწინებული პაციენტთათვის გულ-სისხლზარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიით, შაქრიანი დიაბეტით და სხვა.
სანატორულ ეტაპს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. წარსულში ჩვენი პაციენტები ღებულობდნენ უფასო საგზურებს და იგზავნებოდნენ სანატორიუმში სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად. როგორც უკვე მოგახსენეთ, განსაკუთრებული შეთავაზება ჰქონდა იმდროინდელ ელიტას და ისინი სწორედ აქ ხვდებოდნენს, ამ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე განლაგებულ სანატორიუმ “თბილისში” (ასე ერქვა იმ დროს ქობულეთში, მეოთხე მთავარი სამმართველოს სანატორიუმს). სარებილიტაციო კურსის შემდეგ იზრდებოდა ინფარქტგადადატანილ პაციენტთა ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვებისადმი, მცირდებოდა მათი განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები. ხდებოდა მათი სრულფასოვანი სამედიცინო, პროფესიული, სექსუალური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
მიუხედავად არსებული მდიდარი ტრადიციისა და მიღწეული წარმატებებისა საქართველოში, ბოლო 3 ათეული წლის განმავლობაში, გულის, თავის ტვინის, აორტისა და პერიფერიულ სისხლძრღვთა დაავადებებით დაავადებულ პირთა კურორტული პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მხრივ მდგომარეობა არასახარბიელოა. სწორედ ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას და ახალი, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება პროექტი „გულ–სისხლძარღვთა დაავადებათა პროფილაქტიკა და რეაბილიტაცია ჯორჯია პალასში”, რომლის განხილვაც მოეწყო „ჰოტელ ჯორგია პალასში“. ცნობილი ბიზნესმენის თემურ ჭყონიას ინციატივით. 2017 წლის სექტემბერში აქ თავი მოიყარეს საქართველოში ყველაზე ცნობილმა კარდიოლოგებმა, ნევროპათოლოგებმა, ანგიოლოგებმა, სისხლძარღვთა ქირურგებმა, ნეიროქირურგებმა, კურორტოლოგებმა, პულმონოლოგებმა და ფიზიოთერაპევტებმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს ამ ინიციატივის მნიშვნელობა და მაღალი სარგებლობა აღნიშნული დაავადებების პროფილატიკის და რეაბილიტაციის საქმეში. შემუშავებულია ერთობლივი დეკლარაცია:
ერთობლივი დეკლარაცია
ჩვენ, ქემოთ ხელის მომწერნი ვაღიარებთ:
1. გულსისხლძარღვთა და ცერებროვასკულურ დაავადებათა ლიდერ როლს სიკვდილობაში და ინვალიდობაში მთელ მსოფლიოში;
2. ამ დაავადებების პროფილაქტიკის და დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის მნიშვნელობას ავადობის, სიკვდილობის და ინვალიდობის შემცირებაში;
3. აჭარის რეგიონის მთლიანად და ქობულეთის განსაკუთრებულად და ამ მხრივ “ჰოტელ ჯორჯია პალას”-ის როლს აღნიშნული პათოლოგიით დაავადებულ პირთა კლიმატო ბალნეოლოგიურ პროფილაქტიკაში და რეაბილიტაციაში;
აქედან გამომდინარე არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა:
1. შევქმნათ, „ჰოტელ ჯორჯია პალას“ –ში გულსისხლძარღვთა და ცერებროვასკულურ პათოლოგით დავადებულ პირთა ეფექტური სამედიცინო, დიეტური, ფსიქოლოგიური, ფიზიოტერაპიული რეაბილიტაციისთვის სათანადო პირობები;
2. პერიოდულას ჩავატაროთ სამეცნიერო პრაქტიკული შეხვედრები, რათა გავუზუაროთ ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება;
3. ვუზრუნველყოთ ქობულთის და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობის გასინჯვები მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ;
4. განვახორციელოთ ფინანსური თუ სხვა ღონისძიებები „ჰოტელ ჯორჯია პალას“–ის მოსახლეობის ფართო მასებისთვის მისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით;
5. ვიზრუნოთ პაციენტთა სამედიცინო სარეაბილიტაციო პროგრამების უსაფრთხოებაზე;
6. მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ;