თარიღი: 20 იანვარი, 2022
ლალი ანდრიაშვილი
მედიცინის დოქტორი, ოჯახის ექიმი
ზოგადი სისუსტე და მეხსიერების დაქვეითება პოსტკოვიდის დროს
ტერმინი პოსტკოვიდ- 19 უკვე შეტანილია დაავადებათა საერთო ნომენკლატურაში, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა გახანგრძლივებული სიმპტომით და იწვევს ცხოვრების ხარისხის გაუარესებას.
კვლევების მიხედვით, პოსტკოვიდ სიმპტომებიდან -ზოგადი საერთო სისუსტე და მეხსიერების დაქვეითება, დაავადების გადატანიდან რამდენიმე თვის მანძილზე, 15%-დან - 85 %- მდე მერყეობს. რატომ არის ეს მონაცემები ასეთი მაღალი, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და შესაძლოა თუ არა დახმარება?
Covid-19 -ის გამომწვევი კორონა ვირუსი, აზიანებს ქსოვილებს და უჯრედებს და იწვევს მთელ რიგ ცვლილებებს ორგანიზმში, რომლის აღდგენას დრო და სათანადო დახმარება სჭირდება.
სიცოცხლე მთლიანად დაკავშირებულია უჯრედთან, მაგრამ უჯრედი არ არის სიცოცხლის მხოლოდ ჭურჭელი, ის თვით არის სიცოცხლის ნაწილი და სასიცოცხლო ძალით გამსჭვალული, რომელიც ინარჩუნებს ორგანიზმის მთლიანობას და განაპირობებს უჯრედების, ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ჰარმონიულ მუშაობას. ამიტომ უჯრედების და ქსოვილების დაზიანება, სასიცოცხლო გრძნობის დაქვეითებას და ზოგად ადინამიას იწვევს,რომელიც დაავადების კლინიკური ნიშნების გადატანის შემდეგაც რჩება. პოსტკოვიდური ზოგადი სისუსტე , ადინამია, გუნება-განწყობის და მეხსიერების დაქვეითება, სასიცოცხლო ძალების შესუსტების შედეგია.
სასიცოცხლო ძალის დაქვეითება, მისი გაძლიერებული მუშაობით არის განპირობებული, Covid-19 -ის დროს გააქტიურებული დამშლელი ძალის გამაწონასწორებლად.როგორ ვლინდება ჩვენში აღმშენებლობის და დამშლელი ძალები? როგორია მათი თანაფარდობა ჯანმრთელობის და ავადმყოფობის დროს?
აღმშენებლობა - რეგენერაცია და დაშლა - ფორმირება, ასაკის მიხედვით განსხვავებულ თანაფარდობაშია. ბავშვებში გაძლიერებულია პირველი - რეგენერაციის ძალა, მოგვიანებით ასაკში კი მეორე - მაფორმირებელი ძალა სჭარბობს. განსხვავებულია ამ ძალთა ბალანსი ასევე დღის სხვადსხვა მონაკვეთში (დღის პირველ ნახევარში აღმშენებლობა სჭარბობს),ძილ-ღვიძილის დროს (ძილის დროს ხდება ძალების აღდგენა), დაავადებების მიმდინარეობისას (დამშლელი ძალაა გააქტიურებული).
აღმშენებლობის განმაპირობებელი სასიცოცხლო ძალა, რომელიც ჩვენში უჯრედების, ქსოვილების და ენერგიის აღდგენას განაპირობებს,ასევე ჩვენი მეხსიერების საუძველია, ამიტომაც არის მაგ. უცხო ენების ან რთული დარგების შესწავლა ახალგაზრდობის ასაკში უფრო ადვილი, როდესაც სასიცოცხლო,ეთერული ძალები ინტენსიურია.
Covid-19 -ის დროს დამშლელი,მაფორმირებელი ძალა გადაჭარბებულად მოქმედებს, რომელიც კლინიკური ნიშნებში გამოვლინდება: ფიბროზი ფილტვებში, თრომბოზი სისხლძარღვებში და სხვა. ამის გამაწონასწორებლად მოქმედი სასიცოცხლო, ეთერული ძალა, რომელიც ცდილობს სიცოცხლე შეუნარჩუნოს სხეულს, გაძლიერებულად მუშაობს და მაქსიმალურად იხარჯება,იფიტება, რომელსაც ხანგრძლივი და სწორი აღდგენა სჭირდება.
სასიცოცხლო, ეთერული ძალა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობის გრძნობასთან და მეხსიერებასთან. ამიტომ ეს პრობლემა არ არის საშიში და თანდათანობით მოიხსნება, თუ სწორად დავეხმარებით მას და გავითვალისწინებთ შემდეგ რეკომენდაციებს:
1. სითბოს შეგრძნების გააქტიურება: თბილი სითხეების მიღება, მაგ.როზმარინის ჩაი, ეთერზეთების აბაზანები-მაგ.კრაზანას ზეთი, კიდურების და სხეულის შეზელვა -მაგ.ლავანდის ზეთი, პოზიტიური განწყობა დღის განმავლობაში- აქტივობების დაგეგმვა, რომელიც სიხარულის და დადებითი ემოციის განცდას იწვევს.
2. რიტმების მოწესრიგება: დროული და ჯანსაღი ძილის ხელშეწყობა, კვების რეჟიმის და საკვები საშუალებების სწორი ორგანიზება(3-4 ჯერადი კვება ჯანსაღი პროდუქტებით, მწარე ნივთიერებებით, საკმარისი ხილით, რძის ნაწარმით და ბოსტნეულით), განტვირთვის და შესვენების სწორად დაგეგმვა (მაგ.შაბათ-კვირა ქალაქგარეთ).
3. დოზირებული ფიზიკური აქტივობა: ვარჯიში, ცეკვა, ფეხით სიარული, ბუნებაში გასეირნება, თხილამურებით სრიალი, ცურვა.
4. დადებითი ემოციების ხელშეწყობა: კითხვა, ხატვა, მუსიკის მოსმენა, საინტერესო ფილმების და გადაცემების ყურება, ძვირფას ადამიანებთან კომუნიკაცია.
5. კონცენტრაციის უნარის გაძლიერება: გარკვეული მიზნების დასახვა და ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულება, ჩვევების შეცვლა, დღის გახსენება უკუსვლით(ღამიდან დილამდე), ერთი და იგივე ლექსის წაკითხვა რამდენიმე დღის მანძილზე.
ასევე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებას. გამოკვეთილი ჩივილების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი სამკურნალო საშუალებების მიღება.