Nuk
თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, აკადემიური და ტექნიკური პერსონალის ძალისხმევით 2015 წლის 25 მარტს დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც პაციენტის დიაგნოსტირება  და მკურნალობა მთლიანად დაფუძნებულია მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე და სრულად შეესაბამება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს;

კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: 

- მიმღები განყოფილება (ემერჯენსი);
- თერაპია და ინტერვენციული კარდიოლოგია;
- ტრავმატოლოგია-ორთოპედიის განყოფილება;
- კლინიკური ლაბორატორია;
- ამბულატორია;

- ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განყოფილება;

- ოფთალმოლოგიური სამსახური;

- ზოგადი ქირურგია;

- ნერვოლოგია;

- ნეიროქირურგია;

- ყბა-სახის ქირურგია;

- უროლოგია;

- პროქტოლოგია;

- ენდოკრინოლოგია;

- მეანობა-გინეკოლოგია;

- კათეტერიზაციის ლაბორატორია;

- რადიოლოგია და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;

- სისხლძარღვთა ქირურგია;

- ოტორინოლარინგოლოგია;

- ონკოლოგია, მამოლოგია, ონკოპლასტიკური ქირურგია;

- სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია;


კლინიკაში ფუნქციონირებს 8 საოპერაციო დარბაზი, რომელიც სრულადაა აღჭურვილი ულტრათანამედროვე აპარატურითა და ენდოსკოპიური ქირურგიისთვის განკუთვნილი აუცილებელი ტექნიკით. ერთ მთლიანობაში კლინიკა გაშლილია 185 საწოლზე და მუშაობს 24/7 რეჟიმში.