კონსილიუმ მედულა


კონსილიუმი ჩვენი კლინიკის მუშაობის ძირითადი პრინციპი და მკურნალობის პროცესში საუკეთესო შედეგის მიღწევის მთავარი მექანიზმია. სამედიცინო პერსონალის გუნდი, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვა სპეციალისტების მონაწილეობას გულისხმობს, ყველა მონაწილე ექიმის აზრის გათვალისწიებით იღებს გადაწყვეტილებას.

კონსილიუმზე შემთხვევის განხილვის მიზანია მკურნალობის პროცესის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა, რისკების და გართულებების მართვა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ კონსილიუმის მუშაობა მხოლოდ შემთხვევის განხილვით და მკურნალობის დაგეგმვით არ შემოიფარგლება. კონსილიუმი იკრიბება იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას პაციენტის ინტერესი მოითხოვს. ყოველ შეკრებაზე კეთდება დეტალური ჩანაწერი.  კონსილიუმის შედეგი ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისათვის მოთხოვნისთანავე.

“კონსილიუმ მედულას” მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა კონსილიუმის გზით მუშაობის უპირატესობა. ონკოლოგიური კონსილიუმი კლინიკაში იკრიბება ყოველდღე. სხვა შემთხვევებში არსებობს შეკრების  სავალდებულო, შიდა რეგულაცია, თუმცა პაციენტის ინტერესი ყოველთვის უპირატესია.

კონსილიუმი ანუ გუნდურობა ჩვენი წარმატებული სამედიცინო პრაქტიკის ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მეთოდია.

 

ფეისბუქის ლინკი: https://www.facebook.com/Consilium.Medulla/?ref=bookmarks  

ფეისბუქის ლინკი: https://www.facebook.com/Консилиум-Медулла-1486525231638468/ 

 

თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მედულას წამყვანმა ექიმებმა სოსო სანიკიძემ და დავით გიორგაძემ ფილტვის კიბოსთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრეს. გადაცემის სტუმარი ’’კლინიკა მედულაში’’ ფილტვის კიბოსგან წარმატებით განკურნებული პაციენტიც იყო. იხილეთ ვიდეო:  https://www.facebook.com/Consilium.Medulla/videos/1598856760368526/

 

პირდაპირი ტრანსლაცია იტალიის ქ. მოდენას კლინიკიდან, სადაც 83 წ. ქალს, ასწვრივი კოლინჯის სიმსივნით, უტარედება მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია რობოტის გამოყენებით. ოპერაციას იტალიაში ატარებს დოქტორი მიქაელა პიკოლი. თბილისიდან კომენტარს აკეთებს პროფესორი ჯანლუიჯი მელოტი
იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/Consilium.Medulla/videos/1971211633133035/
 
 
გერმანულმა კომპანია TÜV SÜD-მა შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ კლინიკა ‘’კონსილიუმ მედულას’’ ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული ISO 9001:2015 სერტიფიკატის მინიჭება. ხარისხის მენეჯმენტში ასეთი აღიარება ნიშნავს, რომ კლინიკა ორიენტირებულია პაციენტის მოთხოვნებისა და მოლოდინების დაკმაყოფილებაზე.